აგვისტოს ძლიერი ხანძრები ესპანეთში

აგვისტოს-ძლიერი-ხანძარები-ესპანეთში992X558

აგვისტოს ინტენსიური სიცხეების ტალღამ, რომელსაც თან ახლავს დაბალი ტენიანობა და ძლიერი ქარი, ესპანეთში 19-ზე მეტი მასშტაბური ხანძრის კერა გააჩინა. ცეცხლის ალშია გახვეული ექსტრემადურა, გალისია და კასტილია-ი-ლეონი, უკვე დამწვარია 115 000 ჰექტარზე მეტი.
ამ ეტაპზე დაღუპულია სამი ადამიანი, მოხდა ათასობით მოქალაქის დროული ევაკუაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად იყენებს სახელმწიფო რესურსებს ხანძრის ჩასაქრობად. საგანგებო სიტუაციების მართვის მიზნით, ევროპის ქვეყნებს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე და პარტნიორობის ნიადაგზე, სამაშველო ოპერაციებში ჩაერთვებიან იტალიის საჰაერო ძალებიც.

უკვე Matacán-ის ავიაბაზაზე ჩაფრინდა ორი ახალი იტალიური Canadair-სანავიგაციო თვითმფრინავი, რომლებიც დღეიდან შეუერთდებიან 43-ე ჯგუფს და იმოქმედებენ განსაკუთრებით დაზარალებულ რეგიონებში.

მთავარი ხანძრის კერები:

  • Molezuelas de la Carballeda (Zamora-León): დამწვარია 37 000 ჰექტარი, რაც ესპანეთის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია. დაზარალდა მარცვლეული კულტურები და წიწვოვანი ნარჩენები. უარყოფითი მეტეოროლოგიური პირობები ართულებს ცეცხლის ჩაქრობას.
  • Jarilla (Cáceres): დამწვარია 6 000 ჰექტარზე მეტი. დაახლოებით 700 ადამიანი ევაკუირებულია იზოლირებულ ზონებში, მათ შორის Oliva de Plasencia, Cabezabellosa, Segura de Toro და Casas del Monte. ცეცხლი კვლავ აქტიურია და უახლოვდება დასახლებულ პუნქტებს.
  • Chandrexa de Queixa (Ourense): დამწვარია 17 000 ჰექტარი. ეს, გალიციის ისტორიაში ყველაზე დიდი ხანძარია. ძლიერი კვამლი ართულებს საჰაერო ოპერაციებს.
  • León: Yeres-ისა და Llamas de Cabrera-ს ხანძრების გამო მოხდა იძულებით ევაკუაცია. ამ წუთას არსებობს საშიშროება, რომ ცეცხლი გავრცელდეს „Valle del Silencio-ს“ ნაკრძალში.
    აღნიშნული მდგომარეობის გამო, შეჩერებულია სარკინიზო გზის მოძრაობა მადრიდსა და გალიციას შორის, ასევე გადაკეტილია თერთმეტამდე გზატკეცილი ექსტრემადურასა და კასტილია-ი-ლეონში.
ხანძრის გამო გადაკეტილი გზების ნუსხა

მოსახლეობა რეგულარულად იღებს საგანგებო შეტყობინებებს, ადგილობრივი მედიის, სოციალური ქსელებისა და სხვა საინფორმაციო არხების საშუალებით. საშიშ ზონებში მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება.

მთელი ესპანეთის მასშტაბით აიკრძალა ნაკრძალებში და ტყეებში ადამიანების გადაადგილება და ცეცხლის დანთება. აღსანიშნავია, რომ ხანძრის ძირითადი გამომწვევი მიზეზი ძირითადად ადამიანური ფაქტორია.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია 40-მდე ადამიანი და დაკავებულია 15-მდე ეჭვმიტანილი, ხანძრის განზრახ გაჩენის ან გაუფრთხილებობის მიზეზით.

შესაბამისი სამსახურების განცხადებით თუ ვიმსჯელებთ ესპანეთი, აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს და საერთაშორისო დახმარებას ტყის ხანძრების კონტროლისთვის. მთავრობა მიზნად ისახავს პრევენციული ზომების გაძლიერებას და მოსახლეობის უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვას, რათა მსგავსი ტრაგედიები მინიმუმამდე დაიყვანოს.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში ძლიერი ხანძარი ხშირი მოვლენაა განსაკუთრებით ცხელი ზახულის პერიოდში, როგორც ვხედავთ ქვეყანა მაინც მოუმზადებელი ხვდება მსგავს ბუნებრივ კატასტროფებს („დანას“ ტრაგედიას თუ გავითვალისწინებთ) და ხანძრების გავრცელების შეჩერება სწრაფად ვერ ხერხდება.

ამ ეტაპზე, შეგვიძლია ავღნიშნოთ ის რომ ყველაზე ეფექტური მოსახლეობის დროული გაფრთხილება და ევაკუაციაა, რადგან მიუხედავად ასეთ მასშტაბური ხანძრებისა დღეის მდგომარეობით, 3 ადამიანია გარდაცვლილი, რომლებიც ხანძრის ჩაქრობაში იღებდნენ მონაწილეობას.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI