ალექსანდრე მუკბანიანი ესპანეთის ჩემპიონი კიკბოქსინგში

ალექსანდრე-მუკბანიანი-ესპანეთის-ჩემპიონი-კიკბოქსინგში720X482

დღეს გაგაცნობთ ახალგაზრდა წარმატებულ ქართველ სპორტსმენს ალექსანდრე მუკბანიანს, რომელიც 2024 წელს ესპანეთის ჩემპიონი გახდა კიკბოქსინგში.

ალექსანდრე მუკბანიანი არის 17 წლის ბარსელონაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, რომელიც ესპანეთში ჩამოვიდა 2022 წელს.

იგი არის კიკბოქსის K 1 წესებით მებრძოლი.

ესპანეთში გადმოსვლამდე ალექსანდრე საქართველოში სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი.

06/04/2024 გახდა კატალონიის ჩემპიონი და ნაკრების წევრი.

01/06/2024 გუადალახარაში ჩატარებულ ესპანეთის ჩემპიონატზე, გახდა ესპანეთის ჩემპიონი 63 კგ წონაში.

ესპანეთის ჩემპიონატი / ალექსანდრე მუკბანიანი

ალექსანდრე მუკბანიანი ძალიან ბედნიერია რომ არის გუნდ BlACK BULL BADALONA-ს წევრი და გამოხატავს უდიდეს მადლიერებას მწვრთნელ, ჯორდი კალვეტ გუილლენის მხარდაჭერის და გულისხმიერების მიმართ.

ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენის მიზანია გახდეს MMA ის მებრძოლი და მსოფლიო ჩემპიონი.

ჩვენი გაზეთის რედაქცია ულოცავს ესპანეთის ჩემპიონობას და უსურვებს დიდ წარმატებას ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენს.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI