ანა ობოლაშვილის წიგნები-„amazon“-ზე

ანა-ობოლაშვილის-წიგნები-„amazon“-ზე1576X1612

დღეს მოგიყვებით პირველი ქართული წიგნების შესახებ, რომელსაც გაყიდვების გიგანტი კომპანია „amazon“-ი  ბეჭდავს და საკუთარი პლატფორმის საშუალებით ავტორს, რეალიზებაში ეხმარება.

ეს ინფორმაცია უდაოდ საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ესპანური ენის შესწავლას იწყებს.

პირველ რიგში სასიამოვნოა ის ფაქტი როდესაც ვგებულობთ, რომ ქართული წიგნები ამაზონზეც ხელმისაწვდომია, საიდანაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია შეძენა.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა როდესაც ჩემს სტატიაში „ამაზონზე“ ქართული წიგნების გაყიდვის შესახებ გიამბობთ (წინა სტატიაში „ELPOT“-ზე ვისაუბრე).

რადგანაც ჩვენი გაზეთის მიზანია აღმოაჩინოს ის ემიგრანტები, რომლებიც უცხოეთში აქტიურობენ და რაიმე ღირებულს ქმნიან, მაშინვე დავინტერესდით ამ სიახლით.

შევეხმიანეთ ანას და მისი საქმიანობის შესახებ გამოვკითხეთ.

პროფესიით ეკონომისტი (ახლა უკვე ქოუჩიც) 37 წლის ანა ობოლაშვილი უკვე 11 წელია ემიგრაციაში,  ქ. მადრიდში ცხოვრობს.

როგორც ანა გვიყვება მიუხედავად იმისა რომ მას საქართველოში საკუთარი ბიზნესი ქონდა და ეკონომიური სტაბილურობა გააჩნდა, სიახლეების საძიებლად მაინც ემიგრაციაში წასვლა არჩია.

ანას ისტორიაც ისე იწყება როგორც ემიგრანტების 90%-ის შემთხვევაში ხდება ხოლმე, თუმცა თვითგანვითარებაზე და წინსვლაზე ფიქრი არასდროს შეუჩერებია.

იყო რაღაც პერიოდი რომ ამ ყველაფრის განსახორციელებლად დრო არ რჩებოდა:

თავიდან, როგორც ყველა ემიგრანტმა – დავიწყე დალაგებაზე მუშაობა.

ყოველთვის ვცდილობდი ენის კარგად სწავლას, რათა მიმეღო აქაური განათლება და რაღაც უფრო მეტისთვის მიმეღწია ვიდრე დალაგება იყო.

მას შემდეგ, რაც ოჯახი შევქმენი და მეყოლა პატარა, მუშაობას ვეღარ ვახერხებდი, ამიტომ შევედი ე.წ. დიდების სკოლაში და

გავიარე „ESO“ იმ მიზეზით, რომ დამეხვეწა ესპანური ენა (პარალელურად ვმართავდი ემიგრანტების ფეისბუქ ჯგუფს)

ანა ობოლაშვილი ქალიშვილთან ერთად

ანამ სწავლის დამთავრების შემდეგ დამოუკიდებლად შეძლო ინტერნეტით საოცნებო სამსახური მოძებნა მადრიდის ცენტრში, სადაც  ერთ-ერთ სასტუმროში მმართველ პოზიციაზე დაინიშნა.

უკვე მაშინ როდესაც ეგონა რომ ამაზე მეტის მიღწევა შეუძლებელი იყო, მოულოდნელად თავს დაგვატყდა პანდემიის პერიოდი და ყველაფერი გაიყინა დროში,

ანასთვის კი, კიდევ ერთხელ გაჩნდა სწავლის შესაძლებლობა.

პანდემიის დაწყების პერიოდიდან აქტიურად დავიწყე უფასო და ფასიანი კურსების გავლა.

მადრიდის ერთ-ერთ საუკეთესო ქოუჩინგის სკოლაში D´Arte Human & Business School-ში გავიარე ქოუჩინგის კურსი, სადაც

კურსის დამთავრების შემდეგ დამასაქმეს და გავხდი სკოლის ელჩი. შემდეგ იქვე უფასოდ გავდიოდი სკოლის კურსებს.

ვერთვებოდი კონფერენციებში და მიწევდა უამრავ ესპანურენოვან ადამიანთან კონტაქტი,

რამაც უფრო მეტი სტიმული მომცა, რომ გამეგრძელებინა ჩემ თავზე მუშაობა და შემექმნა რაიმე ღირებული.

ამის შემდეგ უფრო აქტიურად დავიწყე კურსების ძიება და სწავლა მარკეტინგის სფეროში.

დღესაც კი ერთდროულად გავდივარ 3 კურსს, საიდანაც 2 უფასოა (SEPE-ს კურსები).

პარალელურად დავწერე წიგნი და დავიწყე გამომცემლობების ძებნა რათა მატერიალური სახე მიმეცა ჩემი ნამუშევრისთვის.

ზუსტად მაშინ გავიგე, რომ შეიძლებოდა წიგნების „amazon“ – ისთვის შეთავაზება და მათთან დაბეჭდვა.

მოვიძიე ყველანაირი ინფორმაცია, შევადგინე იმ სტანდარტების ფაილები რასაც „amazon“-ი მოითხოვდა და 2022 წლის 24 ივლისს,

დიდი წვალების შემდეგ (რადგან „amazon“-ი არ ცნობდა ქართულ შრიფტს) დაიბეჭდა ჩემი პირველი წიგნი ესპანურ ენაზე.

ასევე საბავშვო გასაფერადებელი ქართული ენისა და ცხოველების წიგნები.

(შეგახსენებთ, რომ ანას წიგნები პირველი ქართული წიგნებია, რომლებიც „amazon“-ის დახმარებით იბეჭდება)

ამბობს რომ პარალელურად კიდევ 2 წიგნზე მუშაობს და ამაზე გაჩერებას არ აპირებს თან კიდევ ბევრ ახალ სიურპრიზს გვპირდება.

ყველაზე საინტერესო მაინც ანას ბოლო სიტყვებია, რომელითაც იგი ქართველ ემიგრანტებს მიმართავს და საკმაოდ გამამხნევებელია:

ამ გაზეთის მეშვეობით მინდა ერთი მესიჯი გავუგზავნო ყველა ემიგრანტს და არა მხოლოდ…

არასოდეს თქვათ, რომ – „არ შეგიძლიათ“, არასოდეს დაანებოთ სწავლას თავი, იკითხეთ ბევრი, იმუშავეთ საკუთარ თავზე და აუცილებლად გამოგივათ ყველაფერი რასაც მიზნად დაისახავთ.

– პატივისცემით ანა.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI