აღმოაჩინე ბარსელონა 72 საათში! / ტურისტულ ქალაქებს შორის ბარსელონა სტაბილურად ინარჩუნებს საკუთარ ნიშას და რეიტინგში მსოფლიოს 10 საუკეთესო სანაპიროს შორის, საპატიო ადგილსაც იკავებს.
მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, მჩქეფარე სამხრეთული ტემპერამენტი და პოპულარული სამზარეულო, სწორედ ის მაგნიტია, რაც მას ასე მიმზიდველს ხდის მთელი მსოფლიოს თვალში.
BCN, როგორც მას შემოკლებით წერისას მოიხსენიებენ, საკმაოდ ძვირადღირებული ქალაქია.
თუმცა ჩვენი სტატიის მიზანი ის სასარგებლო რჩევებია, რომელიც ბარსელონას ბიუჯეტურად, 72 საათში აღმოგაჩენინებთ.
მაშ ასე, გამომყევით!
დღე პირველი- ტური Placa Catalunya
სიცოცხლით სავსე კატალუნიის მოედანი, ბარსელონას გულია, რომელის გარშემოც გაერთიანებულია არაერთი ღირსშესანიშნაობა.
ქალაქის შემოვლა როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ისე ფეხითაც იოლადაა შესაძლებელი რა დროსაც შეგიძლიათ მოინახულოთ ქალაქის მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა:
Casa Batlló, casa Milá, Cathedral de Santa Eulalia, Barrio Gótico, Palau De La Música Catalána, Estatuto de Cristóbal Colon, და ბოლოს Port Vell, ჰავანა, ბარსელონაში სანახაობრივად გადატვირთული დღის ბოლოს, ზღვაზე უკიდეგანოდ გადაშლილი ჰორიზონტით დაგატკბობთ.
დღე მეორე- Placa Catalunya. Sagrada Familia, Parc Güell
გირჩევთ მოგზაურობა ისე დაგეგმოთ რომ თვის პირველი კალენდარული კვირა დღე ბარსელონაში გაატაროთ.
სწორედ ამ დღეს დილის 10- 2 საათამდე Hospital Sant Pau-ს კარი იღება გარკვეული ასაკობრივი ჯგუფის ვიზიტორებისთვის, სრულიად უსასყიდლოდ.
ამ დღეს შესვლა უფასოა 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის.
იმავე დღეს, მეტროს სულ რაღაც ერთ გაჩერებაში იხილავთ ბარსელონას სიმბოლოს, ცნობილი არქიტექტორის გაუდის ავტორობით სიცოცხლეში დაწყებულ და ჯერ კიდევ დაუსრულებელ, Sagrada Familia-ს.
გაუდის “ნარატივის” გაგრძელებაა Parc Güell, მოდერნისტული ბარსელონა, რომლის მსგავსსაც ვერსად იხილავთ.
დღე მესამე- ტური Placa España
ე.წ. ესპანეთის მოედანი, ცნობილი თავისი ფანტანებით რომელიც გადაშლილია ნაციონალურ მუზეუმთან –Palacio Montjuic.
იქვე ესტუმრებით ღია ცის ქვეშ არსებულ ეთნოგრაფიულ მუზეუმს სახელად, Poblé Español (ესპანური სოფელი. კატ.).
ესპანეთის მოედნიდან საკმაოდ მოსახერხებელია გადაადგილება სადგურ Arc de Triomf-ზე, სადგურიდან ამოსულებს მისი უდიდებულესობა ტრიუმფალური თაღი წარმოგიდგებათ თავისი დიდებულებით.
დღის ბოლოს შეგიძლიათ ესტუმროთ Parc Ciutadela-ს, რომელსაც ამჟამად რეაბილიტაცია უტარდება.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ღირსშესანიშნაობა, დაჯგუფებულია ახლოს მდებარე ლოკაციების მიხედვით, რათა გადაადგილებამ ბევრი დრო არ დაგაკარგვინოთ და რაც შეიძლება მეტი ადგილი მოინახულოთ.
ალბათ გაგიჩნდათ კითხვა- რატომ 72 საათი?
მიზეზი სატრანსპორტო ბარათია, რომელიც “დაბალბიუჯეტიანი ტურიზმის” განხორციელებაში თავის მოკრძალებულ წვლილს შეიტანს
(აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ესპანეთში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფები შემცირებულია 2022 წლის დეკემბრის ბოლომდე).
23, 89 € იანი 3 დღიანი ულიმიტო სატრანსპორტო აბონემენტი გაძლევთ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას, ქალაქში მოქმედი ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეშვეობით.
რაც შეეხება კვებას, სახლიდან წაღებულიი ე.წ. “ბოკადიოები” (ბუტერბროდი) თუ შემოგაკლდათ, მსოფლიოში ცნობილი სწრაფი კვების სარესტორნო ქსელი ( ბრენდს არ დავასახელებ) მაშინვე თვენი თვალთახედვის არეში მოექცევა.
იმედი მაქვს წაგადგებათ ჩვენს მიერ “დაგეგმილი მარშრუტი” და მოწოდებული რჩევები.
აქ მოხსენებულ ყველა მონუმენტს კატალონიის კულტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ამ ცნობილ არქიტექტურულ ძეგლებს, უამრავი ლეგენდა თუ ისტორია უკავშირდება,
ამიტომ მათ შესახებ ინფორმაციას ჩვენი რედაქცია პერიოდულად შემოგთავაზებთ.
გისურვებთ ბედნიერ დასვენებას!
სტატიის ავტორი: ნინო ღვინიაშვილი