აღმოაჩინე პირინეის მთები-Vall de Nuria

აღმოაჩინე-პირინეის-მთები-Vall-de-Nuria1080X1080

აღმოაჩინე პირინეის მთები-Vall de Nuria / მოგეხსენებათ პირინეის მთები ესპანეთისა და საფრანგეთისთვის ბუნებრივი გამყოფი ზოლია, თვალუწვდენელი ტყე-პარკებით და ხეობებით.

პირინეის თვალწარმტაცი ბუნება საოცარ სანახაობებს გვთავაზობს, ხოლო სოფლები, უძველესი ეკლესიებით და სხვადასხვა ეპოქის დროინდელი შენობა-ნაგებობითაა დამშვენებული,

რომელიც სახეუცვლელია და სრულად ასახავს ძველი ბინადრების ყოფა-ცხოვრებას.

კატალონიის სოფლები დღესაც დასახლებულია და ყველაზე პარა სოფელიც კი უზრუნველყოფილია პოლიკნინიკით, საძანძრო სამსახურით და საფოსტო მომსახურეობით.

ტურისტებს ნებისმიერ სეზონზე აქვთ შესაძლებლობა ისიამოვნონ ბუნებაში სეირნობით, ადგილობრივ რესტორნებში დააგემოვნონ უგემრიელესი კერძები და შეიძინონ სუვენირები.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე გემრიელად და საუკეთესო ფასებში, სწორედ კატალონიის მთებში შეგიძლიათ მიირთვათ ყველაზე გემრიელი, ტრადიციული კერძები და ღვინო.

ამ სტატიაში მოგითხრობთ ჩემი წლევანდელი ზაფხულის აღმოჩენაზე, სათხილამურე კურორტზე, ნურიას ხეობაზე (Vall de Nuria) რომელიც ნებისმიერ სეზონზე მომაჯადოვებელია.

ნურიას ხეობა
ნურიას ღვთისმშობლის საკურთხეველი

ნურიას ხეობა (la vall de Núria. კატ ) მდებარეობს კერალბის (Queralbs) მუნიციპალიტეტში , კატალონიის პროვინცია ჯირონაში (ესპანეთი).

ეს ადგილი ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, თუმცა ნურიას ხეობაში მთის მწვერვალები 3000 მეტრს აღწევენ.

მას არ აქვს სამანქანო გზა ამიტომ სახმელეთო გზით მხოლოდ მთის ბილიკებით (ფეხით სავალი გზა 2 საათანია) ან სარკინიგზო მაგისტრალით (Cremallera de Nuria) არის შესაძლებელი ადგილამდე მიღწევა.

სწორედ ეს ხელმიუწვდომლობა მატებს განსაკუთრებულ მიმზიდველობას და იდუმალებას ამ ადგილებს.

სარკინიგზო გზა მართლაც განსაკუთრებულია.

ეს ხაზი აკავშირებს რამდენიმე გაჩერებას Ribas de Freser-ს, Queralbs-თან და ნურიას ხეობასთან.

ნურიას და მონსერატის (Cremallera de Montserrat, Cremallera de Nuria) სარკინიგზო ხაზები ერთადერთია მთელს ესპანეთში და მისი არსებობის ისტორია 90 წელს ითვლის.

ხეობაში მდებარეობს ნურიას ღვთისმშობლის საკურთხეველი, რომელშიც 1931 წელს პირველად კატალონიის ისტორიაში შედგა კატალონიის პირველი ავტონომიის დებულება სახელწოდებით „ნურიას სტატუსი“ (Estatuto de Nuria).

ეს ზონა ასევე ცნობილია პატარა ნაკადულებით და უგემრიელესი წყლებით.

პატარა სოფელ რიბას დე ფრესერში (Ribas de Freser), აღმოვაჩინეთ ცნობილი წყლის მწარმოებელი ფაბრიკა, რიბას (Ribas).

როგორია ხეობაში მოგზაურობის პირობები?

ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია ისიამოვნოს პირინეის მთებით, სულ ახალშობილი ბავშვით დაწყებული, ეტლით მოსარგებლე ან მოხუცი ადამიანით დამთავრებული. ყველანაირი პირობაა შექმნილი თქვენი კომფორტისთვის.

როგორია მთაში გართობა?

შეგიძლიათ ბავშვები გაასეირნოთ პონით (ფასი 16 ევროდან),

მთელი ოჯახისთვის დაიქირაოთ ნავი ან ორკაციანი კანოე (ფასი 6 ევროდან),

ან კიდევ ბავშვებთან ერთად შეხვიდეთ გასართობ პარკში სადაც არაჩვეულებრივი მთის ატრაქციონებია პატარებისთვის (ფასი 10 ევროდან),

ბავშვებს შეუძლიათ ითამაშონ მინიგოლფი (7 ევროდან).

თანხის დაზოგვის მიზნით, ან რიგში დგომა რომ აიცილოთ თავიდან, შეგიძლიათ პიკნიკიც მოამზადოთ და თან წაიღოთ საჭმელი.

თუმცა იქვე ნახავთ რესტორანსაც სახელდახელოდ რომ წაიხემსოთ ან ყავა დალიო.

როგორია საავტომობილო მარშრუტი?

მანქანით მისვლა შეგიძლიათ პატარა სოფლებამდე Ribas de Freser-ი ან Queralbs-თან საიდანაც მატარებლის სადგურზე შეძლებთ მატარებლის ბილეთის შეძენას აპარატებში სადაც უთითებთ ასვლა-ჩამოსვლის დროს.

(თუკი ბილეთს ონლაინ შეიძენთ უმჯობესია თან ცოტა იაფიც გამოდის)

მატარებლით სარგებლობისას გირჩევთ ბევრად ადრე გამოცხადდეთ ბაქანზე, რადგან შესაძლოა მატარებელი შევსებული დაგხვდეთ და აღარ შეგიშვან. როგორც წასვლისას ისე წამოსვლისას.

რა ჯდება რკინიგზის ბილეთის ღირებულება ნურიას ხეობამდე?

უნდა აღინიშნოს, რომ ფასები დამოკიდებულია იმაზეც თუ რომელი სოფლის სადგურიდან შეიძენთ ბილეთებს.

კერალბსიდან დაახლოვებით 3 ევროთი ნაკლები გამოდის რადგან ბოლო სადგურია და უფრო ახლოსაა მთებთან.

დაბლა მივუთითებთ ონლაინ შეძენისას არსებულ ფასებს, ინდივიდუალურ ბილეთებზე და საოჯახო პაკეტის შეძენის შემთხვევაში.

ინდივიდუალური ბილეთები, მხოლოდ ერთი გზა:

საოჯახო პაკეტი:

თანხაში შედის 2 გზა, საბაგირო, ბაზილიკის და ექსპოზიციების მონახულება.

2 ზრდასრული და 1 ბავშვი – 65 ევრო

2 ზრდასრული და 2 ბავშვი – 81 ევრო

კომბინირებული მგზავრობა მატარებლით (RENFE)

შეგიძლიათ შეიძინოთ მატარებლის კომბინირებული ბილეთი, რომელიც ბევრად ეკონომიურია, თანაც 2022 წლის ნოემბრამდე მოქმედებს განსაკურებული ფასდაკლება.

ზრდასრული ადამიანი -37 ევრო

13 წლამდე ბავშვები- 28 ევრო

0-4 წლამდე ბილეთები უფასოა

როდესაც ახვალთ ნურიას ხეობაში მატარებლის სადგურის მაღლა შენიშნავთ საბაგირო გზას რომელსაც კიდევ უფრო დიდ სიმაღლეზე აყავხართ.

საბაგიროთი ასვლა შედის რკინიგზის ბილეთის ფასში და იგივე ბილეთს გაატარებთ შესასვლელში.

თუკი გიყვართ მწვერვალების დაპყრობა, არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა და დაიპყარით პირინეის მთები.

კომფორტული ფეხსაცმელი და თბილი შემოსაცმელი არ დაგავიწყდეთ. მთაში ძალიან ცვალებადი ტემპერატურაა. გისურვებთ ბედნიერ დასვენებას.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI