ახალი შეზღუდვები კატალონიაში

ახალი-შეზღუდვები-კატალონიაში650X415

ახალი შეზღუდვები კატალონიაში: სავარაუდოდ ახალი შეზღუდვები დაწესდება შობის დღესასწაულამდე, კოვიდ პანდემიის გამო სიტუაციის გაუარესების მიზეზით.

კოვიდ 19-ის გავრცელების შესაფერხებლად, ახალ შეზღუდვებზე შეთავაზება უკვე წარადგინა კატალონის, Generalitat-მა ადგილობრივ სასამართლოში, რაც ითვალისწინებს სოციალური კონტაქტის შემცირებას.

შეხვედრების ლიმიტი არა უმეტეს 10 ადამიანისა.

ღამის გასართობების დახურვა.

კომენდანტის საათი 01:00-დან დილის 06:00-მდე.

რესტორნები: შიდა ზონების 50%-იანი შევსება, ხოლო ტერასებზე კვლავაც 100%.

კომერციული ცენტრებისა, თუ კულტურული და სპორტული დარბაზების მხოლოდ 70%-იანი სივრცის დაკავება.

დისტანციურ სამუშაოზე გადასვლა.

საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია იუსტიციის უმაღლესი სასამართლოs (TSJC) გადაწყვეტილებაზე.

დამტკიცების შემთხვევაში, აკრძალვები ძალაში შევა ამ ხუთშაბათს, 23 დეკემბრიდან ღამით, 15 დღის განმავლობაში.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI