ბარსელონა საშობაოდ უკვე განათდა: ბარსელონაში 24 ნოემბრიდან, ას კილომეტრზე მეტი სიგრძის საზოგადოებრივი სივრცე განათდა: პლაცა კატალონია, გრან ვია დელეს კორტს კატალანეს და არაგოს ქუჩა. (Plaza Cataluña, Gran Via de les Corts Catalanes y la calle Aragó.)
როგორც ბარსელონას მერია იტყობინება, კატალონიის მთავარი ქალაქი, საახალწლო მორთულობას 6 იანვრამდე შეინარჩუნებს. კათედრალთან უკვე მოწყობილია საახალწლო ტრადიციული ბაზრობა. გაიმართება სადღესასწაულო რიტუალები.
ესპანეთში მეფეების დღე, საახალწლო დღესასწაულების რიტუალებიდან ბოლო ზეიმია და შობის ჯადოსნური დღეებიც, ამ ბოლო საზეიმო ცერემონიით დასრულდება.