ბარსელონა 2023 წელს დაემშვიდობება პიროტექნიკით და დრონების შოუთი შეხვდება 2024 წელს Avenida de la Reina Maria Cristina-ზე, მონჯუიკის სასახლესთან, Groupe F კომპანიასთან ერთად.
წვეულების რეჟისორია კრისტოფ ბერტონო.
თითქმის ნახევარი ათასი განათებული დრონი შეავსებს მონჯუიკის ცას 250 მეტრის სიმაღლეზე, ახალ წელთან შესაგებებლად.
ზეიმი გაგრძელდება შუაღამემდე, მუსიკალური და განათებებით. წვეულებას წარუძღვება 75 მეტრის სიმაღლეზე აწეული, უზარმაზარი მანათობელი ბურთი.
საღამოს 21:00 საათიდან დაიწყება მუსიკა, ხოლო 23:00 საათიდან გააქტიურდება მნათობი ბურთი.
შუაღამისთვის დრონები ცაში თორმეტ ყურძენს დახატავენ, რომელიც თქვენ ყოველ ზარზე უნდა მიირთვათ.
როდესაც 12- მდე რამდენიმე წამი დარჩება, პიროტექნიკის აფეთქებით დაიწყება ათვლა და ჩამოჰკრავს თორმეტი ზარი.
სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ, რომ წელს უნალექობის გამო, მონჯუიკის ჯადოსნური შადრევანი შოუში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
არ დაგავიწყდეთ რომ ესპანეთში სანამ თორმეტი საათი შესრულდება, ტრადიციულად უნდა ჩაიფიქროთ სურვილი და თითო წამზე უნდა შეჭამოთ ყურძნის თითო მარცვალი, 12-ჯერ.
ყურძნის 12 მარცვალი წარმოადგენს წელიწადის 12 თვეს.
როგორც ამბობენ, თუ ამ მოქმედებას ზედმიწევნით შეასრულებთ და დროში ჩაეტევით, იმ წლისთვის თქვენი სურვილები შესრულდება და ბარაქა შემოვა თქვენს ოჯახებში.
ასე, რომ წინასწარ შეგიძლიათ დაიჭიროთ თადარიგი, პატარა ჭიქებში ჩაყაროთ 12 ცალი ყურძნის მარცვალი და დაელოდეთ ზარებს.
ჩვენი გაზეთის რედაქცია გილოცავთ 2024 წლის შემობრძანებას და გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს!