გერმანიაში, ქ. კიოლნში, ქართველი ემიგრანტები თბილისობას აღნიშნავენ

გერმანიაში,-ქ.-კიოლნში,-ქართველი-ემიგრანტები-თბილისობას-აღნიშნავენ1125X915

გერმანიაში, ქ. კიოლნში, ქართველი ემიგრანტები თბილისობას აღნიშნავენ. ღონისძიება ორდღიანია და 24-დან 25 სექტემბერს მოიცავს.

ფესტივალის მასპინძელია ქართული რესტორანი „კავკასია“ რომელსაც არაჩვეულებრივი ქართველი წყვილი, თამარ ბურდული და ვაკო მანძულაშვილი უძღვებიან.

DJ დუდუნია

„თბილისობას“ საქართველოდან უერთდებიან, მწერალი და დრამატურგი, დათო ტურაშვილი, ლიტერატურული თეატრის მსახიობი, ბექა თურმანიძე, ფოლკლორული ბენდი “ჩვენებურები” ფოლკ DJ დუდუნია

და რა თქმა უნდა ადგილობრივი ემიგრანტები.

დათო ტურაშვილი

თბილისისთვის დამახასიათებელ მულტიკულტურულ ღონისძიებას დაამშვენებს ფოტო გამოფენა, ასი წლის წინანდელი თბილისის ფოტოებით.

ჩატარდება სლაიდ შოუ მირიან მელაძის ფოტოგრაფიით

გამოიფინება ქართველი მხატვრის „Nina Bell“-ის ნამუშევრები.

ამ კულტურულ ღონისძიებაზე მოგეცემათ შესაძლებლობა შეიძინოთ, ქართული პროდუქტები, ქართული სუვენირები, წიგნები, ღვინო.

ორი დღის პროგრამა

  • 12:00 საათზე გახსნა,
  • 13:00 -15:00 საათამდე სათვისტომოების შეხვედრა ელჩთან პროფესორ ლევან იზორიასთან, ასევე გენერალურ კონსულთან ბატონ გიორგი ტაბატაძესთან და კულტურის ატაშესთან ქალბატონ დუდანა მაზმანიშვილთან.
  • 15:00-16:30 დათო ტურაშვილი წარადგენს წიგნს “საქართველო ღვინის ქვეყანა”
  • 16:30-17:00 ქართული ღვინის პრეზენტაცია.
  • 17:00 -18:30 ემიგრანტების დიასპორული კულტურული პროგრამა, რომელსაც თბილისური კულტურის შესაბამისად, შეუერთდებიან მცირე ერებიც.

“აზერბაიჯანელები, ბელორუსები, ებრაელები, უკრაინელები, გერმანელები…..”

და თბილისობის დღესასწაულს მოგვილოცავენ მათი ტრადიციული სიმღერებით, ცეკვებით მათ შორის სადღეგრძელოებით.

  • 19:00-20:00 ფოლკლორული ბენდი “ჩვენებურები “

კვირას კი ფესტივალს დახურავს ფოლკ DJ დუდუნია

ბილეთების ღირებულებაა: 15 ევრო

(სტუდნტებისთვის: 10 ევრო)

დამსწრე საზოგადოების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ ბილეთების შესაძენად დააწკაპუნეთ ფოტოზე.

გერმანიაში,-ქ.-კიოლნში,-ქართველი-ემიგრანტები-თბილისობას-აღნიშნავენ732ხ529
თამარ ბურდული და ვაკო მანძულაშვილი

თამარ ბურდული და ვაკო მანძულაშვილი აქტიურად ეწევიან შემოქმედებით და დიასპორულ საქმიანობას გერმანიაში, კერძოდ ქ. კიოლნში.


ქართველი წყვილი, სხვადასხვა ღონისძიებებით ცდილობს გერმანულ საზოგადოებას გააცნოს ქართული კულტურა და შეაყვაროს ქართული სამზარეულო.

ხოლო ქართველი ემიგრანტებისთვის ცდილობენ შექმნან, ქართული, კულტურული სივრცე და მშობლიური ატმოსფერო.

თამარის და ვაკოს აქტიურობის შედეგად, დავით ტურაშვილის წიგნის „ჯინსების თაობა“

გერმანულენოვანი გამოცემა რომელიც შვიდი წლის წინ გამოიცა და უკვე გაწვეული იყო ბაზრიდან, კვლავ დაიბეჭდა და სპეციალურად თბილისობის დღესასწაულისთვის საჩუქრად დამზადდა 50 ეგზემპლარი.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI