„გვიდომანია“ და ყალბი სერტიფიკატები

„გვიდომანია“ შევარქვით იმ ტენდენციას, რაც ძალიან მწვავედ დგას ჩვენს ემიგრაციულ ცხოვრებაში. ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც სასოწარკვეთილი ემიგრანტები მარტივ გამოსავალს ეძებენ უცხოეთში თავის დასამკვიდრებლად და რეალურად ცხოვრებას უფრო მეტად ირთულებენ…

ბარსელონაში, დარწმუნებული ვარ ბევრს გსმენიათ ადვოკატი გვიდოს შესახებ, იგივე მურმან ჯინორია (ხუმრობით ასეც ეძახიან ქართველი ემიგრანტები, გარეგნული მსგავსებების გამო).

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა ამ ადამიანის მიერ მოტყუებული ემიგრანტების რიცხვი.

ამიტომ, ჩვენი მკითხველებისგან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გიზიარებთ დეტალებს მისი თაღლითური საქმიანობის შესახებ.

Madirolas, Martinez Guido – ეს არის მისი სრული სახელი. როგორც აღმოჩნდა ბატონ გვიდოს მისი თაღლითური საქმიანობის გამო, ბარსელონას საადვოკატო სკოლამ უკვე დიდი ხანია შეუჩერა ადვოკატის უფლება-მოსილება და ამ სტატუსით აღარ სარგებლობს.

რაში მდგომარებს თაღლითური სქემა?!

დიდი ალბათობით, ბატონ გვიდოს ჰყავს თანამზრახველები, რომლებიც მის საკონტაქტო ტელეფონს ავრცელებენ და მას რეკომენდაციას უწევენ, როგორც ძალიან მოხერხებულ ადვოკატს, რომელიც კონტრაქტებს „აკეთებს“.

გვიდო სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ, სადმე კაფეში ხვდება მსხვერპლს, პირდება „პრეკონტრაქტს“, რომელიც ჩვენი ემიგრანტებისთვის ძალიან რთულად მოსაპოვებელია და აუცილებელია სამწლიანი ჩაწერის ნიადაგზე საბუთების მოთხოვნისთვის,.

ესპანელი „ადვოკატი“ კლიენტს ართმევს თანხას სრულად, რომელიც 200-დან 400 ევრომდე მერყეობს, შემდეგ „დამსაქმებლის“ სახელით ადგენს სამუშაო კონტრაქტს, რომლის მონაცემებიც დიდი ალბათობით, ასევე უკანონოდ აქვს მოპოვებული…

შეაქვს ემიგრანტის განაცხადი მუშაობისა და რეზიდენციის მოთხოვნაზე და კლიენტს აწვდის ცნობას იმის შესახებ, რომ მისი საქმე წარმოებაშია.

ტექნიკურად, ზოგ შემთხვევაში საქმე მართლაც წარმოებაშია (შეიძლება გქონდეთ Número de expediente). მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ ემიგრანტს, თუნდაც დადებითი პასუხი გამოუვიდეს ის რეზიდენციის ბარათს ვერ იღებს, რადგან ეგრეთწოდებულ დამსაქმებელს, რომელიც კონტრაქტში ფიგურირებს იგი აღრიცხვაზე სეგურიდად სოციალში არ აყავს, რადგან სავარაუდოდ დამსაქმებელს წარმოდგენაც არ აქვს, რომ ვინმეს ასაქმებს…

შესაბამისაც ემიგრანტი რჩება მოტყუებული. ხვდება, რომ ასულ ამაოა მრავათვიანი მოლოდინის რეჟიმი, საბუთების შესაგროვებლად დახარჯული ფინასები და ნერვები.

რას ხდება როდესაც ე.წ ადვოკატს მივამართავთ?!

როცა ვცდოლობთ კონტაქტზე გასვლას, აღარ პასუხობს ტელეფონს, იცვლის ნომერს და საერთოდ ქრება. ხოლო მასთან სავარაუდოდ შეკრული ადამიანები ხელახლა ავრცელებენ მის ახალ საკონტაქტო ნომერს, ახალ მსხვერპლზე.

ამასობაში პირველი ერთი ოცი ადამიანისგან უკვე საკმაოდ სოლიდური თანხა აქვთ აღებული.

იმედია, ყველა დაზარალებული ადამიანი, ვინც ამ ბოლო კვირებში პირადად მესაუბრა, შეიკრიბება და ერთიან საჩივარს შეიტანს მის წინააღმდეგედ, რაც მომავალში მსგავსი თაღლითობისგან სხვა ემიგრანტებს დააზღვევს.

ყალბი სერტიფიკატები!

„გვიდომანია“ ეს ტერმინი ზოგადად იოლად „მოგვარების“ მსურველებს ემართებათ.

აქვე მინდა შევეხო ენების ყალბი სერტიფიკატების თემას, რომელიც ასევე ძალიან საგანგაშოა.

მოგეხსენებათ, კატალონიაში, სანამ ცხოვრების და ბინადრობის უფლებას მოვითხოვთ, უნდა გავიაროთ „არაიგოს გასაუბრება“.

გასაუბრების დროს ხდება ემიგრანტის საბუთების, ენის ცოდნის, სამწლიანი უწყვეტი ჩაწერის, სამუშაო კონტრაქტის და ესპანეთში ადაპტაციის შეფასება.

ასევე, სასურველია წარდგენილი გვქონდეს ენის ცოდნის სერტიფიკატები (ამ კურსებს უფასოდ გადიხართ წითელ ჯვარში).

თუმცა, რადგანაც უმეტესობას ეზარება ან სამსახურის გამო ვერ ახერხებს ასეთ ავტორიზებულ სკოლებში სიარულს, მარტივ გზას მიმართავენ, საკმაოდ მაღალ ფასში ყიდულობენ ეგრეთწოდებულ სერთიფიკატებს კერძო პირისგან და ფიქრობენ, რომ მსგავსი ტიპის ცნობა რამეში გამოადგებათ.

მინდა გაცნობოთ, რომ სერტიფიკატის გაცემის უფლება აქვთ, მხოლოდ სახელმწიფოსგან ავტორიზებულ საგანანმანათლებლო დაწესებულებებს და ისინი უნდა იძებნებოდნენ სახელმწიფოს მიერ ჩამოთვლილ ავტორიზებულ ცენტრებში.

ყალბი სერტიფიკატის წარდგენის შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა  არა მარტო უარი გეთქვათ რეზიდენტობაზე, არამედ ფისკალურმა სამსახურმა საქმეც კი აღძრას თქვენს წინააღმდეგ, როგორც გამყალბებელზე.

გაითვალისწინეთ, დოკუმენტის გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია (Jurisprudencia del artículo 427 del Código Penal. Falsificación de documentos)

უმჯობესია, საერთოდ არანაირი სერტიფიკატი არ მიიტანოთ, ვიდრე მსგავსი საშიშროების წინაშე დადგეთ. როდესაც თქვენ ესპანურად საუბრობთ, გასაუბრებას სერტიფიკატების გარეშეც გაივლით. გასაუბრებაზე დიალოგი საკმაოდ მარტივია და თუ სამი წელი იმყოფებით ქვეყანაში, ელემენტარულ კომუნიკაციას ყველა შემთხვევაში მოახერხებთ.

გისურვებთ ყველა თქვენი ოცნების განხორციელებას.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI