„გზამკვლევი“ თქვენი მეგზური ევროპაში

„გზამკვლევი“ თქვენი მეგზური ევროპაში/ მოგეხსენებათ, ემიგრაციას თან ახლავს უამრავი წინაღობა, თუკი გავითვალისწინებთ ენის ბარიერს, ბიუროკრატიას და

კიდევ უამრავ სხვა დაბრკოლებას, მიხვდებით, რომ ემიგრანტის ცხოვრება ძალიან რთულია განსაკუთრებით ემიგრაციის პირველ ეტაპზე.

ამიტომ როდესაც ტელეკომპანია „ფორმულას“ სიუჟეტიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა ემიგრანტებზე გათვლილი ახალი პროექტის, „გზამკვლევის“ შესახებ, დაუყოვნებლივ მოვძებნეთ იდეის და პროექტის ავტორი მედეა მამფორია,

მედეამ საქართველოში დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.

მუშაობდა ჟურნალისტად, მოგვიანებით კი იყო  სასკოლო ოლიმპიადების პიარი. მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა პროექტში, სწავლობდა ჩინურს, ჩინეთშივე გაიარა კვალიფიკაციის ამაღლება.

თუმცა ზოგჯერ დგება ცხოვრებაში მომენტი როდესაც ყველაფერს ნოლიდან იწყებენ, ასე მოხდა მედეას შემთხვევაშიც.

მედეა 31 წლისაა, იგი უკვე სამი წელია მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ესპანეთში. საქართველოდან მეუღლესთან, ძმასთან და რძალთან ერთად ჩამოვიდა.

მან ოჯახთან ერთად უამრავი დაბრკოლება გადალახა, თუმცა საბოლოოდ იპოვა ის სტაბილურობა რომლისთვისაც ბევრი იბრძოლა.

ახალგაზრდა ემიგრანტს არ დავიწყებია არც ის სირთულეები რომლის გამოვლაც მოუწია, ამიტომაც გაჩნდა იდეა შეექმნა საიტი რომლის საშუალებითაც ქართველი ემიგრანტები შეძლებენ საჭირო ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტ სივრცეში.

საიტებზე ქვეყნდება ყველანაირი ტიპის განცხადება, ვაკანსიების, ყიდვა-გაყიდვის, გაქირავების, თუ ადმინისტრაციული საკითხების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

საიტის მიზანია ერთად მოაგროვოს ინტერნეტ სივრცეში  გაფანტული ყველა განცხადება და გაამარტივოს ინფორმაციის მოძიება.

ხშირ შემთხვევაში იგი თავად ეხმარება განცხადებების ატვირთვაში მანამ სანამ ემიგრანტები მიეჩვევიან საიტზე ინფორმაციის შეყვანას.

„გზამკვლევი“-თქვენი-მეგზური-ევროპაში768X861
„გზამკვლევი“-თქვენი-მეგზური-ევროპაში768X861

მედეა მამფორია „გზამკვლევის“ ავტორი

როდესაც ემიგრაციაში წამოსვლა გადავწყვიტეთ, კარგად მქონდა გააზრებული, ის რომ გარკვეული პერიოდი სრულად უნდა მოვწყვეტილიყავი ჩემს ყველა პროფესიას და ცხოვრება უნდა დამეწყო თავიდან, ახალი ფურცლიდან.

თუმცა მზად ვიყავი ამ გამოწვევისთვის.

პანდემიის საკმაოდ რთული პერიოდო ერთად ყოფნამ გადაგვატანინა, ერთმანეთის ძალა და იმედი ვიყავით ოთხი ახალგაზრდა ადამიანი. სწორედ ამან გადაგვალახვინა ეს ყველა სირთულე.

საკმაოდ ბევრი ქალაქი გამოვიცალეთ სანამ ვიპოვიდით სტაბილურობას, ყოველი ახალი დასაწყისი ახალი გამოწვევა იყო, იყო ბევრი იმედგაცრუება, ბევრი დაღლა, ბევრი დაცემა,

თუმცა დამიანის ცხოვრებაში მთავარი არის „მიზანი“, მე მქონდა და მაქვს „მიზანი“ ამიტომ ყოველი პრობლემიდან ვპოულობდი და ვპოულობ გამოსავალს,

რაც მთავარია ყოველდღიურად ვძლიერდები. ეს ის თვისებაა რაც ემიგრაციამ მასწავლა.

ის გამოწვევები და პრობლემები  რაც ამ პერიოდში გზადაგზა გვხდებოდა გახდა სწორედ იმ საქმის შთაგონება რისი გაკეთებაც გადავწყვიტე.

ეს არის ჩემი ახალი პროექტი „გზამკვლევი“ რომელიც შევქმენი სწორედ იმ სირთულეების გასამარტივებლად რაც თან სდევს ემიგრაციას.

პარალელურად რა თქმა უნდა ვმუშაობ, ვინც ესპანეთში ცხოვრობს იცის რამდენად მნიშვნელოვანია კარგი კონტრაქტი და სამსახური საბუთების ლეგალიზაციისთვის.

ვმუშაობ იტალიურ, მსოფლიოში მესამე ადგილზე მყოფ სანაყინე  VENETA -ს ლაბორატორიაში, რომელსაც აქვს ნაყინის მრავალსახეობა.

ჩემი მოვალეობაა დამზადებულ ნაყინში შევიტანო საბოლოო შტრიხები, დეკორის და  სხვადასხვა გემრიელი სოუსების სახით.

ჩემი თავი აღმოვაჩინე კულინარიაში, ეს არის საქმე რომელიც გულწრფელად ძალიან შემიყვარდა.

ვაკეთებ ბევრ უცხო და ძალიან გემრიელ ტკბილეულს ნაყინისთვის და საბოლოოდ როცა ვხედავ  ვიტრინაში დადებულ ნაყინებს, რომელიც პრიზიორია მსოფლიო მასშტაბით დიდ სიამაყეს ვგრძნობ, რადგან ამაში ჩემი წვლილიცაა.

მყავს ძალიან კარგი იტალიელი უფროსები, რომლებმაც სამსახურში მიმიღეს სრულიად გამოუცდელი, ამ სფეროში მასწავლეს ყველაფერი, ენაც კი მათ მასწავლეს და თავი მაგრძნობინეს საკუთარი ოჯახის წევრად.

ეს არის ადგილი სადაც მიხარია მისვლა, სადაც თავს ვგრძნობ მშვიდად  და ყოველი დღე არის ჩემთვის ახლის მომცემი, არ გამოვრიცხავ რომ საკუთარი თავი ამ მხრივ კიდევ უფრო განვავითარო.

ხშირად მეკითხებიან, საკმაოდ რეალიზებული და მრავალფეროვანი ცხოვრება დავტოვე, დავტოვე მეგობრები, საყვარელი ადამიანები და ავირჩიე რთული გზა, იგივეს ვიზამდი თუ არა

ჩემი პასუხია: კი!

მე ახლა ვცხოვრობ ვალენსიაში, ერთ-ერთ პატარა ზღვის პირა ქალაქში, ზუსტად ისეთი ადგილია, რომელზეც მხოლოდ მიოცნებია ჩემს წარმოსახვაში.

ჩემს თავში აღმოვაჩნე სრულიად ახალი თვისებები, ყველაფერს შევხედე სხვა თვალით და სრულიად სხვაგვარად დავიწე სამყაროს აღქმა.

მერე რა რომ მარტივი არ არის, სულ მენატრება ჩემი ქვეყანა, ჩემი მეგობრები, ჩემი ოჯახი, მაგრამ საბოლოოდ მთავარია იპოვო შენი ადგილი დედამიწაზე და შენი თავით იყო ბედნიერი.

ქართველები ბარსელონაში

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI