გინდა გახდე საქართველოს ახალგაზრდა ელჩი? ამისთვის საჭიროა ცხოვრობდე კონკურსში მონაწილე ქვეყანაში და იყო 18 დან 30 წლამდე ადამიანი.
კონკურში მონაწილეობა 2022 წლიდან კვლავ განახლდება. განაცხადის სავარაუდო თარიღი შარშანდელის მსგავსად სავარაუდოდ იქნება 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით. დასაწყისისთვის გაცნობებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროექტი –„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ ხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ENIGMMA 2-ის ფარგლებში 2018 წლიდან. საგრანტო პროგრამა გამარჯვებულ კანდიდატს აფინანსებს მაქსიმუმ 10 000 ლარით და წარდგენილი პროექტის შესრულება კონტროლდება ქვეყანაში მოღვაწე სახელწიფო წარმომადგენლობის მიერ. მანდატი არის ერთ წლიანი.
კონკურსის მონაწილეებს მიეცემათ შანსი მოხვდნენ საგრანტო პროგრამაში და გახდნენ საქართველოს ახალგაზრდა ელჩები 2022 წლის განმავლობაში. მთავარი პირობაა ახალგაზრდა ელჩმა შემოიკრიბოს ადგილობრივი ახალგაზრდობა და განახორციელოს საქართველოს კულტურის პოპულარიზაცია და ხელი შეუწყოს ჩვენი ქვეყნის ცნობადობას, ასევე დაამყაროს კონტაქტი ადგილობრივ ემიგრანტებთან და შეასრულოს მედიატორის ფუნქცია საქართველოს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის.
2021 წელს ახალგაზრდა ელჩები შეირჩნენ 17 ქვეყნიდან: ესპანეთში გამარჯვებული გახდა ვაჟა ფერაძე
კონკურსში მონაწილეები შეირჩევიან შემდეგი ქვეყნებიდან:
1. ავსტრიის რესპუბლიკა; 2. აზერბაიჯანი; 3. ამერიკის შეერთებული შტატები; 4. ბელარუსი 5. ბელგიის სამეფო; 6. ბულგარეთი; 7. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; 8. დანია; 9. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო; 10. ესპანეთის სამეფო 11. ესტონეთი; 12. თურქეთის რესპუბლიკა; 13. იაპონია; 14. ირლანდია; 15. ისრაელის სახელმწიფო; 16. იტალიის რესპუბლიკა; 17. ლატვია; 18. ლიეტუვა; 19. ნორვეგია; 20. ნიდერლანდების სამეფო; 21. პოლონეთის რესპუბლიკა; 22. საბერძნეთის რესპუბლიკა; 23. სამხრეთ აფრიკა; 24. საფრანგეთის რესპუბლიკა; 25. უკრაინა; 26. უნგრეთი; 27. შვედეთის სამეფო; 28. შვეიცარია; 29. ჩინეთი; 30. ჩეხეთის რესპუბლიკა.
საკონკურსო პირობები
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 29 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეს:
- რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას;
- რომელსაც აქვს ახალგაზრდულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- რომელსაც აქვს პროექტების მართვის გამოცდილება;
- რომელსაც სასურველია ჰქონდეს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება;
- რომელსაც სასურველია ჰქონდეს ადგილსამყოფელი ქვეყნის საჯარო ან კერძო სტრუქტურაში მუშაობის/სტაჟირების/პრაქტიკის გამოცდილება;
- რომელიც სასურველია ფლობდეს ადგილსამყოფელი ქვეყნის ოფიციალურ ენას.
წარმოსადგენი დოკუმენტები
- შევსებული საკონკურსო განაცხადი;
- სამოქმედო გეგმა;
- სამოტივაციო წერილი;
- ფოტოსურათი;
- CV ქართულ ენაზე;
- საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
- საზღვარგარეთ ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთი (სასწავლო ვიზა, ცხოვრების ნებართვა და სხვა);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ცნობა მუშაობის უფლების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- რეკომენდაციები, სერტიფიკატები, დიპლომები და სხვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
კონტაქტი
- ქართულ ენაზე შევსებული განაცხადი გადაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე – youngambassador@mfa.gov.ge
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით: მობ.:+995 592804655; +995 595964000. (+995 32) 2945000 (შიდა – 3111).
- პროგრამის საკონტაქტო პირი: თამარ კობახიძე tkobakhidze@mfa.gov.ge
განაცხადის ფორმის ჩასატვირთად დააწკაპუნეთ აქ
წყარო: საგარეო საქმეთა სამინისტრო