ქართველი ემიგრანტი, გიორგი კესარელი ესპანური მედიის ყურადღების ქვეშ პირველად, 2022 წელს მოექცა, როდესაც ცნობილი გახდა რომ ქართველი ემიგრანტი ესპანეთიდან, კერძოდ კი კორდობიდან უკრაინის ომში მოხალისედ წავიდა.
ქართველი მებრძოლი, რომელიც სულ მცირე ხნის წინ ესპანეთში დაბრუნდა, აღმოჩნდა რომ დაახლოვებით ერთწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ უკრაინაშია და აქტიურად იღებს მონაწილეობას საომარ მოქმედებებში, უკვე ახალი სტატუსით და სამმაგი გამოცდილებით.
გიორგი კესარელი საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის სამხედროა, ის აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს.
დაჯილდოებულია ქაქუცა ჩოლოყაშვილის ორდენით და ასევე არა ერთი ჯილდოთი სამხედრო სამსახურში მსახურობისთვის.
ქართველი სამხედრო, მონაწილეობდა ნატოს სამშვიდობო მისიებში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში.
აგრეთვე აქტიური მონაწილეა 2022 წლიდან დრემდე, რუსეთ-უკრაინის ომში.
როგორც გავარკვიეთ, გიორგი კესარელი, ამჟამად მეთაურობს მოხალისეთა ბატალიონს „კავკასიის ლეგიონს“ რომელიც, ლეგიონის ახალ მეთაურად 2024 წლის 3 მარტს დაინიშნა.
„კავკასიის ლეგიონი“ დაარსდა 2022 წელს 14 მარტს, ორგანიზაცია “მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასია” – პრეზიდენტის ლადო გამსახურდიას და ორგანიზაციის წევრების მიერ.
“კავკასიის ლეგიონი ” უკრაინაში, უკვე ორი წელია იბრძვის რუსების წინააღმდეგ და როგორც სახელი მიგვანიშნებს, აქ გაერთიანებულია სხვადასხვა ეროვნების კავკასიელი ხალხები.
მას შემდეგ, რაც „კავკასიურ ლეგიონს“ ქართველი ემიგრანტი ჩაუდგა სათავეში, ლეგიონში იმატა ესპანურენოვანი მებრძოლების რიცხვმა, გამომდინარე იქიდან, რომ მეთაურთან საკომუნიკაციო ენა ესპანურია ერთმანეთთან კონტაქტს აადვილებს.
ფიქრობენ, რომ ესპანურენოვანი მოხალისეების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და იუთუბზე ატვირთულ ვიდეოშიც, მსმენელს ღიად მოუწოდებენ რომ დამატებითი ძალების შემოკრება სჭირდებათ.
ვიდეოდან ვიგებთ, რომ ლეგიონის ახალად შემატებულ შემადგენლობაში არა მარტო ესპანელი, არამედ ამერიკელი მებრძოლებიც არიან.
როგორც ჩანს „კავკასიურ ლეგიონში“ კარი ნებისმიერი ეროვნების ადამიანისთვის ღიაა და ურთიერთდამოკიდებულებასაც ოჯახურ გარემოს ადრიან „კავკასიურ ლეგიონს“ ვუსურვებთ გამარჯვებას და შინ მშვიდობით დაბრუნებას.
მსგავსი თემები იხილე დაბლა, დააწკაპუნე ფოტოზე