გლოვის დღე და წუთიერი დუმილი ბარსელონაში / მიუხედავად იმისა რომ გამოძიება ჯერ-ჯერობით არ ასაჯაროვებს გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს, უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ ბარსელონაში გარდაცვლილი ქალი, ოჯახურ ძალადობას ემსხვერპლა, რასაც ბარსელონას მერიის ეს განცხადებაც ცხადყოფს.
ბარსელონას მერიამ, საჯარო განცხადებით დაგმო 2 ივნისს, შუაღამისას მარაგალზე მომხდარი ფემიციდის შემთხვევა და ქართველი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 7 ივნისს ოფიციალურად გამოაცხადა გლოვის დღე.
ბარსელონას მერიის წინ და სხვადასხვა სახელწიფო დაწესებულებებში ერთდროულად, ერთ წუთიანი დუმილით პატივი მიაგეს ტრაგიკულად დაღუპული ქართველი ქალის ხსოვნას.
გთავაზობთ ბარსელონას მერიის ოფიციალურ განცხადებას:
„ბარსელონას საკრებულო მკაცრად გმობს გენდერული ნიშნით ძალადობის ფაქტებს, განსაკუთრებით ფემიციდის ამ ახალ შემთხვევას, რომელიც 2 ივნისს შუაღამისას მოხდა.
ამიტომ, ამოქმედდა გლოვის პროტოკოლი, რომელიც დაწესებულია სხვადასხვა ინსტიტუციებთან და ორგანიზაციებთან ერთად, რომლის მიზანია კოორდინირებულად მუშაობა და გლოვისა და პროტესტის გამოხატვა სხვადასხვა კომუნიკაციური მხარდაჭერის მეშვეობით, ყველა მსგავსი შემთხვევის დროს, რათა მოსახლეობამ ყურადღება გაამახვილოს გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრის საჭიროებაზე.
პროტოკოლი მოიცავს ერთ წუთიან დუმილს, რომელიც ერთდროულად ჩატარდა სანტ ჟაუმეს მოედანზე და ქალაქის თითოეული რაიონის წინ მდებარე სივრცეებში.
ბარსელონას მერია ვალდებულებას იღებს გააგრძელოს ყველა საჭირო ძალისხმევა, იმისთვის რომ უზრუნველყოს ქალების ძირითადი უფლება – იცხოვრონ გენდერული ნიშნით ძალადობის ნებისმიერი ზემოქმედების გარეშე, და კვლავ გააგრძელებს ყველა იმ ქალის მხარდაჭერას, ვინც მსგავს სიტუაციებში იმყოფება“.
აღსანიშნავია, რომ ქალთა დაცვის ორგანიზებით თითქმის ყოველ დღე იმართება ნათია გულბანის მხარდასაჭერი აქციები ლოზუნგით – „ეს არ იყო თვითმკვლელობა“, „არც ერთით ნაკლები“, „ნუ მომკლავ“.
ფაქტის გახმაურების შემდეგ, აქციებს, ქართველი ემიგრანტი ქალებიც შეუერთდნენ.
ბარსელონას მერია, ასევე განცხადებაში უთითებს საკომუნიკაციო არხებს, სადაც შესაძლებელია დარეკონ და დახმარება ითხოვონ ძალადობის მსხვერპლმა ქალებმა, ისევე როგორც მათმა შვილებმა.
ამ ორგანიზაციებს აქვთ კონკრეტული რესურსები დახმარებისა და უფასო კონსულტაციებისთვის.
დახმარების, რეაბილიტაციის და მიღების სამსახური (SARA)
Marie Curie, 16. ტელეფონი: 900 922 357
სასწრაფო დახმარების ტელეფონები:
ბარსელონას საგანგებო და სოციალური დახმარების ცენტრი (24 საათი): 900 703 030
ქალთა ინსტიტუტის ქალთა დახმარების ხაზი: 900 900 120
ვებგვერდი: BCNantimachista
თუ ენის ბარიერი გაქვთ ან არ იცით როგორ იმოქმედოთ, შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს გაზეთს და ჩვენი დახმარებით დაგაკავშიკრებთ ყველა საჭირო ინსტიტუციას.
ასევე გთავაზობთ უფასო კონსულტაციებს და თარჯიმნის მომსახურებას.
თქვენ მარტო არ ხართ!
წაიკითხეთ სტატია იგივე თემაზე
![](https://georgianosenbarcelona.com/wp-content/uploads/2024/06/Escena-del-crimen-2-1024x547.jpg)