გურჯი ხარ განა?

გურჯი-ხარ-განა650X357

გურჯი ხარ განა?-1997 წელია ლოკაცია გერმანიას ქალაქი კილი: ემიგრაციის პირველ ეტაპზე ვარ, გაჭირვებით ვიშოვე სამსახური თურქულ ბარში.

ენის და საქმის უცოდინარი საშინელი სიმარტოვის შეგრძნებით, სადღაც გადაკარგული და უსუსური გაოგნებული ვიდექი ბარის მაგიდასთან.

სიგარეტის კვამლის გამო, ბარის მიღმა, ნისლში გახვეული კლიენტების გარჩევა ჭირდა.

ვფიქრობდი ყველაფერზე და ამავდროს არაფერზე.

უეცრად ახალგაზრდა ბიჭი მომიახლოვდა, ლამაზი, ტანადი სხვებისგან გამორჩეული, რომელიც ბარის მაგიდასთან გადმოიხარა და უეცრად მკითხა:

-გურჯი ხარ განა?

მოულოდნელობისგან ყურებს არ დავუჯერე ვიფიქრე, მომესმა თქო.

კიდევ გამიმეორა:

-გურჯი ხარ?

უკვე მეც რომ გამოვერკვიე ქაოტური ფიქრებისგან ვუპასუხე:

-კი გურჯი ვარ! შენ აქ საიდან გაჩნდი?

– მე სელიმა ვარ თურქი გურჯი, დღეიდან შენ დაი ხარ, მე ძმაი.

ასე გავიცანი თურქი ქართველი სელიმა, საქართველოზე და ქართველებზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი.

მოგვიანებით წამიყვანა ოჯახში, გამაცნო მშობლები, ძმები და ახლად შეუღლებული მეუღლე (ისიც თურქი ქართველი).

საქართველოდან მათთვის გამოვაგზავნინე ქართული სიმღერების და ფილმების დისკები.

ბაში აჩუკის ყურებისას ისე იტირა მეც ცხარე ცრემლებით ამატირა. ქართული სიმღერები კი მანქანაში აღარც გამოურთავს.

ის იყო ნამდვილი ქართველი სისხლით და ხორცით, რომელსაც საქართველოს ნახვა ოცნებად ქონდა ქცეული.

უკვე გამუსულმანებულებს ენა შენარჩუნებული ქონდათ, მიუხედავად ამისა მათ ოჯახში ყოველთვის ჯვრიანი პურები ცხვებოდა.

-გურჯი ხარ განა?

-კი გურჯი ვარ

-შენ ვინ ხარ?

-მე სელიმა ვარ გურჯი

-შენ დაი მე ძმაი.

თუ კი ვინმეს გეცნობათ ისტორია, ვეძებთ სელიმას, თურქ ქართველს, სოფ. „ცხენის წყალიდან“

მოგვწერეთ აუცილებლად.

ქეთი მ.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI