
ქართველმა ემიგრანტმა დავით ღვარძელაშვილმა, ვალენსიიდან ახალგაზრდულ კლუბ, „ვილიარეალთან“ სამ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, სადაც უკვე ერთ წელიწადში გადავა სათამაშოდ. მანამდე კი საფეხბურთო კილუბ, „სან ხოსეს“ მეკარედ განაგრძობს თამაშს.
როგორც დავითმა გვითხრა, კლუბში მისაღებ სინჯებზე, ქართველი და ესპანელი აგენტების, ანტონიო ლოპესის და ლევან სარალიძის დახმარებით მოხვდა.

დავითი ბავშვოდან თამაშობს პროფესიონალურ ფეხბურთს, იგი „დინამო თბილისის“ გაზრდილი ფეხბურთელია.
საქართველოდან, დავით ღვარძელაშვილის წარმატებას, უკვე გამოეხმაურა ადგილობრივი პრესა და მისი ყოფილი მწვრთნელი რეზო ნაჭყეპია
16 წლის დავითის ესპანეთში ჩამოსვლის მიზანი, სწორედ კარიერული წინსვლა იყო. იგი ესპანეთში უკვე წელიწადნახევარია იმყოფება დედასთან, ნინო გულბიანთან ერთად. სწავლობს ვალენსიის ადგილობრივ ინსტიტუტში და ეუფლება ესპანურ ენას.

თავადაპირველად მისი ოცნება მოხვედრილიყო რომელიმე კლუბში არ შედგა, რადგან ყველგან ითხოვდნენ, რომ ჰქონოდა ევროპის ქვეყნებში ბინადრობისა და ცხოვრების უფლება.
თუმცა მისმა თავდაუზოგავმა შრომამ და ოჯახის მხარდაჭერამ ნაყოფი გამოიღო და მისი მიზანი ნაწილობრივ მიღწეულია, რადგან დავითს წინ კიდევ დიდი გეგმები აქვს და მხოლოდ ამაზე არ გაჩერდება.
ჩვენი რედაქციის და ქართველი ემიგრანტების სახელით, ვულოცავთ დავითს და მის ოჯახს წარმატებას და ვუსურვებთ ყველა ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანას.