დასაქმების ბაზრობა ბარსელონაში

დასაქმების-ბაზრობა-ბარსელონაში648X342

დასაქმების ბაზრობა ბარსელონაში (feria de ocupación). ჩვენთვის შესაძლოა ეს ტერმინი ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ესპანეთში მსგავსი ბაზრობები ხშირად იმართება, მათ შორის სამსახურის ბაზრობაც…

ამჯერად ორგანიზაცია Cáritas Diocesana-ს მიერ დაგეგმილია რიგით მე-2 დასაქმების ბაზრობა ბარსელონაში, რომელიც გაიმართება ხვალ, ხუთშაბათს, 12 მაისს, დილის 10 საათიდან საღამოს 14 საათამდე, ბარსელონას საკრებულოში (Calle de la Diputació, 231).

Cáritas Diocesana de Barcelona-ს სამუშაო ბაზრობა არის ადგილი სადაც ბიზნესის წარმომადგენლები შეხვდებიან სამსახურის მაძიებელ იმ ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან უმწეო მდგომარეობაში.

სწორედ ამ ადამიანების დასახმარებლად Cáritas Diocesana de Barcelona-მ, მოიწვია 22 კომპანია (9 მეტი, ვიდრე წინა შემთხვევაში), იმ მიზნით, რომ პირდაპირ დაუკავშირდეთ დამსაქმებელს , Cáritas Diocesana de Barcelona ცდილობს გაგიწიოთ მეგზურობა სამსახურის აქტიურ ძიებაში.

დასაქმებისთვის მთავარი პირობაა, გქონდეთ მუშაობის და რეზიდენციის უფლება!

ეს გამოფენა წაახალისებს სამუშაოს მაძიებლებს, გამოიყენონ მიღებული ცოდნა და წარმოადგინონ CV რათა კომპანიებმა მათი რეზიუმე განიხილონ.

მეორეს მხრივ, გამოფენის პარალელურად იმუშავებს 6-მდე სხვადასხვა სახელოსნო, სადაც ადამიანებს საშუალება ექნებათ გაიარონ ტრენინგი სხვადასხვა სფეროში, რაც ხელს შეუწყობს მათ დასაქმების ბაზარზე გასვლას.

მონაწილეობის მსურველები შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ახლავე, ამისთვის უნდა დააწკაპუნოთ აქ.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI