დეკრეტული შვებულება და კომპენსაცია ესპანეთში / მოგეხსენებათ ქალბატონების ცხოვრებაში როდესაც დგება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც ახალი სიცოცხლის მოვლინება ქვია,
ხშირად ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას ქალმა სადეკრეტო შვებულებამდე მიაღწიოს.
ამიტომ ამ სტატიაში ანა უშვერიძე რომელიც სულ ახლახან გახდა დედა, შეეცდება აგიხსნათ, თუ როგორ გაიაროთ ყველა საჭირო პროცედურა ესპანეთში.
Baja por riesgo de embarazo სამედიცინო ბიულეტინი ორსულობის პერიოდში
ფეხმძიმობის პერიოდში ჯანმრთელობის გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, თუკი ვეღარ მუშაობთ, შეგიძლიათ მოითხოვოთ სამედიცინო ბიულეტინი (baja médica con motivo razonable).
ამ ცნობას გაძლევთ ოჯახის ექიმი „seguridad social“-ში რომელიც უნდა წარადგინოთ თქვენს სამსახურში.
თუ რა პერიოდით მოგცემენ ბიულეტინს ეს დამოკიდებულია ექიმის შეფასებაზე. თუკი მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეიცვლება, ეს ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს ორსულობის პერიოდში კვლავ ოჯახის ექიმის მეშვეობით.
რას ვაკეთებთ ბავშვის დაბადების შემდგომ?
ბავშვის დაბადების დღიდანვე რომელი დოკუმენტებიც უნდა მიიტანოთ „seguridad social“-ში საბუთების წარდგენა შესაძლებელია 3 თვის განმავლობაში. სანამ სახელმწიფო ორგანო არ განიხილავს თქვენს საბუთებს, იქამდე არ დაირიცხება თანხა თქვენს ანგარიშზე.
როგორც კი განხილვა დასრულდება, მაგ დღიდანვე გექნებათ დეკრეტის შვებულება (Baja por maternidad/paternidad), რომელსაც აქვს 16კვირიანი ვადა ამ ეტაპზე.
შეგიძლიათ დეკრეტი (baja) გაყოთ 2 თვეზე, გახვიდეთ სამუშაოდ და შემდგომ კიდე 2 თვე იმუშაოთ, ან 16 კვირა აიღოთ გადაბმულად.
შეგახსენებთ, რომ დეკრეტის შვებულება ეკუთვნის როგორც ქალს, ისე მამაკაცს და ორივე მშობელს შეუძლია ეს პერიოდი ოჯახს დაუთმოს.
რა ხდება მეძუძური დედების შემთხვევაში?
ამას ემატება ლაქტაციის პერიოდი (Período de lactancia) რომელიც გეკუთვნით 1 საათი დღეში ან ადრე შესვლით ან ადრე გამოსვლით, ან გაქვთ უფლება საათები გააერთიანოთ და დეკრეტს (baja) გადააბათ რაც დაახლოებით 15დღე გამოდის.
დეკრეტის შვებულებას ემატება, ერთ წელზე ნამუშევარი 20-22 დღე (días laborables: vacaciones no disfrutadas) რომელიც თან გადაებმება და გამოვა თითქმის კიდევ ერთი თვე.
რა დახმარებებია შვილის შეძენის შემდგომ?
„Seguridad socia“l-ში არის რამდენიმე ტიპის დახმარება, იკითხეთ რომელიმე თუ გეკუთვნით (როდესაც მიხვალთ „para trámite de baja por maternidad“, იკითხეთ მაგ დროს და მოგაწვდიან ინფორმაციას):
დახმარება რომელიც ყოველ ახალდაბადებულ ბავშვზე გეკუთვნით
✅„prestación por nacimiento y cuidado del menor“ (ეს ყველას ეკუთვნის!
არ გაგიკვირდეთ თუ ბავშვის დაბადების შემდგომ მეტ ხელფასზე აიღებთ, რადგან ნაკლებ IRPF გაჭრიან და მეტი თანხა გერიცხებათ (Cantidad mensual).
რაც მთავარია ეს დამატებითი თანხა არ იქნება დასაბრუნებელი წლიური დეკლარაციის შევსების დროს (declaración anual de la renta)
✅„Prestación económica por parto o adopción múltiple“ (შვილის აყვანის, ან ტყუპების შეძენის დროს)
✅ „La ayuda de 100 euros para madres trabajadoras o deducción por maternidad“. 100 ევროიანი დახმარება დედებისთვის რომლებიც მუშაობდნენ და სამსახურიდან გავიდნენ დეკრეტში.
ამ დახმარებას დედა იღებს სანამ ბავშვი არ გახდება 3 წლის, სულ 1200€ წლიურად
✅ „Ingreso mínimo vital“ და „ayuda económica por «renta mínima»“. საარსებო წყაროს შემწეობა, რომელსაც იღებთ იმ შემთხვევაში, თუკი გაქვთ მინიმალური საარსებო წყარო.
რომელიც არ უნდა სცილდებოდეს გარკვეულ თანხის წლიურ ჯამს (უმჯობესია ეს დეტალები დააზუსტოთ ადგილზე).
გახსოვდეთ რომ ახალშობილის დაბადებიდან მშობლებმა აუცილებლად უნდა გაიარონ ეს პროცედურები:
✔️ვიზიტის აღება seruridad social-ში ამ დოკუმენტების წარსადგენათ.
✔️ბავშვის რეგისტრაციაზე აყვანა „registro civil“-ში.

სტატის ავტორი ანა უშვერიძე