დიანა ციხისთავი-ემიგრანტის პროფილში

დიანა-ციხისთავი-ემიგრანტის-პროფილში1080X1080

დიანა ციხისთავი-ემიგრანტის პროფილში. დიაგნოზი,  მამის მოყოლილი ზღაპარი და მონატრებული ალაზნის ველი.

54 წლის  დიანა ციხისთავი, წარმოშობით,  თელავიდანაა და უკვე 13 წელია, ესპანეთში ცხოვრობს.  დიანა  იაკობ გოგებაშვილის სახელობის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიისა და ლიტერატურის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, პროფესიით  

,,რუსული ენისა და ლიტერატურის“, – სპეციალისტი.

დიანა ციხისთავი ერთ-ერთი გამორჩეული ემიგრანტი ქართველია რომელიც, დიასპორულ საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული.

თითოეული ემიგრანტისთვის, ერთხელ მაინც აქვს კონსულტაცია გაწეული და დახმარების ხელი გაწვდილი.

ახალ ჩამოსულ ადამიანებს ისეთ საჭირბოროტო საკითხებზე აწვდის ინფორმაციას, რაც ხშირ შემთხვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ემიგრაციის პირველ ეტაპზე.

მისი, როგორც ესპანეთში მცხოვრები ემიგრანტის ისტორია კი, ჯანმრთლობის პრობლემას უკავშირდება:

,,32 წლის  დავქვრივდი  და დავრჩი ორი ბავშვით, დიდ ქალაქში, მარტო. ამ დროს თბილისში ქირით ვცხოვრობდი შვილებთან ერთად, თუმცა არასოდეს მიფიქრია იმიგრირება, მიუხედავად იმისა, რომ  საამისოდ ბევრი მიზეზი მქონდა

საქართველოდან ჩემი წამოსვლის  მიზეზი უეცრად დამდაგრი მძიმე დიაგნოზი იყო. უფულო და უიმედო მდგომარეობაში მყოფს, დამეხმარა აწ გარდაცვლილი, უკეთილშობილესი თბილისელი ქალბატონი რუსუდან მჭედლიშვილი.

ამბობს, რომ ყველაზე მეტად  საკუთარ  შვილებთან განშორება გაუჭირდა. წინ იყო თეთრად გატარებული ღამეები და ყველაზე ახლობელ ადამიანთა ფოტოებზე დაღვრილი ზღვა ცრემლები: 

,,აღმოჩნდა,  რომ აქ სულ სხვაგვარად ხდება ყველაფერი.  დავრწმუნდი, რომ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა და ვგეგმავთ.

ექიმთან ვიზიტიდან-ვიზიტს შორის დრო, ხან ნახევარი წელი და ხან ერთი წელიც კი იყომკურნალობა ესპანეთში ხანგრძლივი დროით ყოფნას მოითხოვდა, რაც ფინანსურ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.

საჭირო იყო ოთახის ქირის თანხა, საკვები და წამლები. ძალიან დამეხმარნენ მეგობრები საქართველოდან. თქვენ წარმოიდგინეთ, ხან ქირის თანხას და წამლებს საქართველოდან მიგზავნიდნენ.

აქ ვიპოე თელაველი მეზობელი, რომელსაც სახლში ადგილი ქონდა და მასთან ვცხოვრობდი. 7 თვის მერე დავიწყე მუშაობა, რადგან ექიმებთან ვიზიტებს ბოლო არ უჩანდა.“

საბოლოოდ მუშაობა დაიწყო ოჯახში, სადაც 5 მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდათ: ყველაზე  უმცროსი  2 თვის იყო, სულ უფროსი კი – 8 წლის:

სწორედ ეს პატარები დამეხმარნენ  ახალ გარემოსთან ადაპტირებაშიც და შვილებთან განშორების მძიმე ემოციების განელებაშიც.

მათთან ჩახუტება ჩემ შვილებთან ჩახუტებას მიცვლიდა. მათთან ურთიერთობით გამიადვილდა ენის სწავლაც“.

დიანა ციხისთავი ამბობს, რომ   დამკვიდრება უცხო ქვეყანაში ძალიან ძნელია, მითუმეტეს, როდესაც ენა არ იცი.

თავად ფიქრობს, რომ მძიმე სირთულეების გადალახვის შემდეგ, ეს მაინც მოახერხა:

,,ვცხოვრობ მეუღლესთან ერთად. ჩემი მეუღლე ბასკია. როდესაც პირველად ბასკეთში წავედი, ვთქვი. რომ ამ მოგზაურობას მამაჩემს ვუძღვნიდი, რადგან სწორედ მისგან ვიცოდი, რომ არსებობდა ასეთი ქვეყანა, სადაც ჩვენი მონათესავე და მსგავსი ხალხი ცხოვრობდა.

ის ბევრს კითხულობდა და სწავლობდა ბასკებზე და ბასკეთზევერასდროს წარმოვიდგენდი, ოდესმე ვიმოგზაურებდი მამის მონაყოლ ზღაპარში, და მითუმეტეს, მისი ნაწილი გავხდებოდი

სულ   ორიოდე თვეა, დიანა ტოლედოს პროვინციაში, პატარა სოფელში ცხოვრობს. მანამდე   იყო ბარსელონა, და საბადელი (კატალონია, ბარსელონას პროვინცია), სადაც 12 წელზე მეტი გაატარა:

,,არასდროს  მიცხოვრია სოფელში, თუმცა ჩემი ოცნება იყო სოფელში ცხოვრება და ავისრულე ეს ოცნება ტოლედოში (მე- 16 საუკუნეში ესპანეთის დედაქალაქი).

განსხვავება ძალიან დიდია ამ ორ რეგიონს შორის, ვგულისხმობ კატალონიას და კასტილია ლა მანჩას შორის. ეხლა ავტონომიურ კომუნიდადებად მოიხსენიებენ

მოგეხსენებათ, ყველა რეგიონს ავტონომიური კანონები გააჩნია, განსხვავება კანონებშიც დიდია.   

კატალონია ძალიან ნესტიანია და იქიდან წამოსვლის ერთერთი მიზეზი ესეც გახლდათ, ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე.

სოფელში ვგრძნობ, რომ ჰაერს ვსუნთქავ; საკვებს გემო აქვს; მიყვარს მიწასთან კონტაქტი და სულ მალე ჩემი საკუთარი ბოსტანი და ხეხილი მექნება, აქ მგონი, მეორე დიანა ვიპოვე ჩემში… “

ქართველმა ემიგრანტმა არც ქველმოქმედება დაივიწყა და  მოხალისედ დაიწყო მუშაობა,- თარჯიმნად, დიდ ორგანიზაციაში, სადაც ორ ენაზე თარგმნიდა, ახლა  კი მესამე, უკრაინული  ენაც დაემატა.  

დრო სწრაფად გავიდა და წლებია, პროფესიონალი თარჯიმანია. ამ პერიოდში ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი გაიცნო, თავისი მძიმე ისტორიებით და ბევრსაც დაეხმარა:

,,ამას ნორმალური ადამიანი ვერ გაუძლებს, უნდა იყო მართლაც არანორმალური,.. 2016 წელს დავაარსე დიასპორული ორგანიზაცია „ქართული სახლი ესპანეთში“ და მასთან არსებული საკვირაო სკოლა, რომელიც დიდი იმედია აქ, ქართველებისთვის.

სკოლა ამჟამად მუშაობას ონლაინ- ფორმატში აგრძელებს, რადგან ძალიან გამიჭირდა ქირის გადახდა.  

სკოლის გახსნაში დაგვეხმარა საგარეო საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის განყოფილების მიერ გადმოცემული გრანტი.

ამ ორგანიზაციის შექმნა გადამაწყვეტინა იმ ფაქტმა, რომ ბევრი ახალგაზრდა ჩამოდიოდა უცხო ქვეყანაში სამუშაოდ და სწავლაზე ვეღარ ფიქრობდა.  

ამიტომაც შევთავაზე ამ ახალგაზრდებს ენის სწავლაში დახმარება გზის გასაკვლევად სასწავლებლებში და უცხო ქვეყანაში ადაბტირება. 

პანდემიის დროს ქალბატონ მანანა ბიჯიაშვილთან ერთად და მოჭადრაკე, გროსმეისტერ ანა მათნაძის დახმარებით, განვახორციელეთ ემიგრანტი პატარებისთვის ონლაინ-გაკვეთილები ჭადრაკში და დღემდე ვაგრძელებთ ამ პროექტს.   

თქვენ წარმოიდგინეთ, გვყავს ესპანელი ზრდასრული მოსწავლეები, რომლებიც ქართულ ენას  სწავლობენ. გვყავს, ასევე, ახლად ჩამოსული ქართველი მოსწავლეები, რომლებიც ესპანურის კურსს გადიან ჩვენთან“.

დიანა-ციხისთავი-ემიგრანტის-პროფილში1280X720

ბევრი გაჭირვება გამოიარა, ბევრი ტკივილი, იმედგაცრუება და სირთულე  ნახა, მაგრამ დიანა ციხისთავს იმის იმედი არასდროს დაუკარგავს, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ამისკენვე მოუწოდებს, როგორც  ქართველ ემიგრანტებს, ასევე, საქართველოში დარჩენილ ქართველებს…

თუმცა მთავარი მაინც სხვაა, -ეს სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულია, რომელიც, სადაც არ უნდა იყო, რომელ უცხო მხარეშიც, ყელში, თითქოს, მარწუხებს გიჭერს და შენ სამშობლოს არასდროს გავიწყებს,

– შენ მიწა-წყალს, რომელსაც, დღესდღეობით, სულ უფრო და უფრო მეტი ქართველი ტოვებს:

,,უკვე ცამეტი წელია,  ერთსა და იმავეს ვეუბნები ყველას: შენ სამშობლოს არაფერი ჯობს; შენ სახლზე უკეთესი არავისი სახლი არაა; შენს ოჯახს, შენ  ნათესავებს, შენ მეგობრებს არავინ და ვერავინ შეგიცვლის…

ნამდვილად არა სჯობს იქ, სადაც ჩვენ არ ვართთუ იმიგრირებას გადაწყვეტთ იმიტომ, რომ უბრალოდ,  სხვა გზა არ გაქვთ, ეცადეთ უკან დასაბრუნებელი  დაიტოვ

წასვლას ნუ გადაწყვეტთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპაში გინდათ ცხოვრება, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა.  

შენ სამშობლოს არაფერი ჯობს: ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ბევრი სილამაზე მაქვს ნანახი, მართლაც, საოცრებები,  მაგრამ ჩემ მშობლიურ საქართველოს და კახეთს ვერაფერი შემიცვლის.

ჩემთვის ჩემი თელავი ყველაზე ლამაზია, აივნიდან კავკასიონი, თავისი ალაზნის ველით და ალავერდით მოჩანდა, მითხარით თუ შემიცვლის ამას რამე?“

ნატალია მეგუთნიშვილი

სტატიის ავტორი, ნატო მეგუთნიშვილი

                                                                                             

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI