დიმიტრი ბარქაიას ოთხი წაუგებელი ბრძოლა MMA-ში

დიმიტრი ბარქაიას-ოთხი-წაუგებელი-ბრძოლა-MMA-ში828X730

რაც დრო გადის, ორმაგი დროშები ესპანეთში უკვე აღარავის აღარ უკვირს. წარმოგიდგენთ, კიდევ ერთ MMA-ს ქართველ მებრძოლს, 17 წლის დიმიტრი ბარქაიას, რომელიც ბოლო სამი წელია რაც უკვე ესპანეთში ცხოვრობს და სპორტულ მოღვაწეობას ეწევა.

ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში გამართული აქვს სულ ოთხი ბრძოლა, საიდანაც ოთხივე გამარჯვებით დაასრულა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ბოლო ბრძოლა, რომელიც ქართველმა ემიგრანტმა ორ აგვისტოს WOWFC-ზე გამართა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა მის კარიერაში, რადგან ეს ორგანიზაცია თავის მხრივ, ესპანეთში, ნომერ პირველ ადგილზეა სპორტის ამ სახეობაში.

დიტოს წარმატების შესახებ ინფორმაციამ ჩვენამდეც მოაღწია და ჩვენც სიამოვნებით გავესაუბრეთ ქართველ ემიგრანტს:

„მე ვარ დიმიტრი ბარქაია 17 წლის, 3 წელია რაც ესპანეთში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ. 7 წელია სპორტით ვარ დაკავებული და ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში ვიმყოფები ესპანეთში.

ბარსელონაში ვცხოვრობ 2 წელია, ვვარჯიშობ „MMABCNTEAM“- ში ჩემი მწვრთნელია სოსლან იკოევი.

ეს გამარჯვება, ჩემთვის ნიშნავდა რომ დავანახო ესპანეთს შემდეგი ქართველი ამომავალი ვარსკვლავი და ეს ბრძოლა არის უდიდესი ნაბიჯი შემდეგი წარმატებებისკენ“.

დიტო ამბობს, რომ ქართველ სპორტსმენებს ესპანეთში, უკვე კარგად იცნობენ.

„ვინც არ იცნობს მე ვაცნობ“- აცხადებს ქართველი ემიგრანტი და სამომავლოდ დიდი გამარჯვებებისთვის ემზადება:

„ყველას ვგულშემატკივრობ, მაგრამ ყველასთვის სამაგალითო სპორტსმენი და ადამიანი მინდა ვიყო, როგორც ახალგაზრდებისთვისაც ისე უფროსებისთვის.

განსაკუთრებით, ჩემი უმცროსი ძმისთვის. ჩემი ძმა ფეხბურთელია“.

დარწმუნებული ვარ დიმიტრი საქართველოს კიდევ ბევრჯერ ასახელებს.

წარმატებას ვუსურვებ მას და ყველა ემიგრანტს, რომელიც პოზიტიური კუთხით წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას.

ასევე, გულით მიხარია ის ტენდენცია რომ (განსაკუთრებით) ქართველი სპორტსმენები ერთმანეთს მხარს უჭერენ და ამხნევებენ მნიშვნელოვანი სპორტული ასპარეზობის დროს.

პს: მთავარ ფოტოზე დიტოს უკან ვხედავთ გიორგი თხილაიშვილს ჩვენს ერთ-ერთ წინა რესპოდენტს.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI