დღეს დაგვასაჩუქრეს მარილით

დღეს-დაგვასაჩუქრეს-მარილით800X450

დღეს დაგვასაჩუქრეს მარილით- პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, ბექა აბზიანიძე, ქართველი ემიგრანტი უკრაინიდან.

მოგეხსენებათ უკრაინაში უამრავი ქართველი ცხოვრობს. მაშინ როდესაც ვხედავთ უკრაინაში შექმნილ მძიმე ვითარებას, საინტერესოა ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობა როგორია.

ბექა აბზიანიძე უკრაინაში მყოფ ქართველთაგან ერთ-ერთია, რომელსაც კიევში, ქართული კერძების კვების ობიექტი აქვს გახსნილი.

როგორც იგი აცხადებს, როდესაც ქალაქის დაბომბვა დაიწყო, მეტროში თავშესაფარში არ ჩაუშვეს, რადგან ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება.

თუმცა გულში წყენას არ იტოვებს. იცის, ახლა ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკვები პროდუქტების და პურის შეძენა, ამიტომ იგი გაქცევას და გაჩერებას არ აპირებს.

ბექა აბზიანიძე
ანგარიშის ნომერი

დღეს დაგვასაჩუქრეს მარილით. „მოშნად“ პური გავყიდეთ. ახლა გვერდზე სადარბაზოში ავტომატის კაკანია, ერთი სად არ მაქვს?! ამათ რემბოს დავავიწყებდი…

ვქმნით გვერდს სადაც შეგვეძლება სხვადასხვა ქვეყნებიდან: ევროპიდან, ამერიკიდან… მოვითხოვოთ თანხა, რომელსაც გამოვიყენებთ პურის გამოსაცხობად და პურს დავურიგებთ თავშესაფარში მყოფ ხალხს. ადგილზე მომსვლელებს კი გავუიაფებთ.

„www.gofundm.com“ ამ გვერდის დახმარებით კი, თუ კარტა მივუთითეთ პირდაპირ ჩაირიცხება ნებისმიერი ქვეყნიდან. გაქცევა და ბალიშის ტ***ში ამოდება ასეთ დროს არ შველის, ყველამ რაღაც უნდა აკეთოს.

მართალია ამ უკრაინელებმა არალეგალი ხარო და არ ჩამიშვეს მეტროში, მაგრამ დღეს, 150 ადამიანი გვყავდა ვინც პური წაიღო სახლში.

არც თავს ვდებ, არც ვბაქიბუქობ, ვინც მიცნობს იცის, რომ ეს ჩემი არ არის. თუ ვინმეს რამის ტ***ი აქვს ის აკეთოს. მადლობა წინასწარ.

ცოტა გაბრაზებულიც ვარ… არ შემიძლია არ დავწერო. ერთ ადგილას მისვლა მინდოდა და ქართველმა გამიჩერა. დღეს ფოსტის ბიჭები შემხვდნენ და ეგენიც ქართველები აღმოჩნდნენ.

ერთ ვუთხარი რაღაც „ჩეპე“ მომივიდა თქო და ეგრევე ხელი ავტომატზე წაივლო (ბალახზე იჯდა წამოდგომას აპირებდა).

მეთქი: „არაფერი, არაფერი- თქო“… ვინ თქვა ქართველები „პადეშკას“ არ აძლევენ ერთმანეთსო?! მაგარი ერი ვართ „ტო“ „პროსტა“ ჩაყვინთულები გვყავს ბევრი…

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI