ეკუნა ქართველის „კავკასიური იბერია“

ეკუნა-ქართველის-„კავკასიური-იბერია“1266X630
ეკუნა-ქართველის-„კავკასიური-იბერია“1080X1080
ჟურნალის გამოსაწერად დააწკაპუნეთ ფოტოზე

ეკუნა ქართველის „კავკასიური იბერია“/ ამ სტატიაში მოგიყვებით ქართული ოჯახის 30-წლიანი ემიგრაციული ცხოვრების შესახებ და იმაზე, თუ როგორ შეიძლება არ დაკარგო შენი იდენტობა, ფესვები და ამავდროულად მთელი გულით გიყვარდეს ის ქვეყანა, რომელმაც შეგიფარა.

სწორედ ამ სიყვარულის ნაზავმა და ორი ქვეყნის კულტურამ განაპირობა რომ ეკას, პროფესიით ჟურნალისტს, ორ კულტურას შორის ეტვირთა შუამავლობა და ბეჭდური მედიასაშუალება ჩამოეყალიბებინა.

ეკა, ფსევდონიმით „ეკუნა ქართველი“ ოჯახთან ერთად ესპანეთში ჯერ კიდევ 1993 წელს ჩამოვიდა, რადგან ემიგრაციაში  ოჯახის სრული შემადგენლობით გადმოვიდა, სახლში ქართული გარემოს შენარჩუნება იოლად შეძლეს.

თუმცა ესპანეთში ინტეგრაცია იმდენად ბუნებრივად მოახერხეს დღემდე მეორე სამშობლოდ თვლის. მიუხედავად იმისა რომ ამჟამად ინგლისში უწევთ ცხოვრება.

როგორც ეკა გვიყვება, დედის გარდაცვალების შემდეგ მისი დაკრძალვა ესპანეთში მოუწიათ.

ჩვენ ესპანეთში მძიმე წლებში მოგვიწია გადმობარგება. მიუხედავად ენის ბარიერისა ადაპტაცია არ გაგვჭირვებია.

ესპანეთი, მისი კულტურა და სული მთელი გულით შევიყვარე.

მე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ ვერც იქ საქართველოში და ვერც აქ, ორი მცირეწლოვანი ბავშვით ვერ შევძელი საკუთარი თავის რეალიზება.

ჩემი ცხოვრება მოვუძღვენი ოჯახს და ჩემი შვილების აღზრდა-განათლებას.

ახლაც, წლების შემდეგ უკვე ინგლისში გადმოვედი საცხოვრებლად, რადგან ჩემი შვილების მომავლისთვის უკეთესი იყო აქ გაეგრძელებინათ სწავლა და მე მათი მარტო გამოშვება ვერ შევძელი.

ქალიშვილი ადამიანთა უფლებებს და მენეჯმენტს ბოლო კურსს ამთავრებს. ვაჟი კი, ეკონომიკის კურსს გადის.

რაც შეეხება ინგლისში ემიგრაციული ცხოვრების 0-დან დაწყებას ამბობს, რომ ძალიან გაუჭირდა და თითქმის 4 წელი დასჭირდა ახალ გარემოსთან შეგუებას.

განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ესპანეთისგან, სრულიად განსხვავებულ კანონმდებლობასთან შეგუება.

ხოლო კლიმატმა საშინლად გააოცა, რადგან ეს უკანასკნელი იმდენად მერყევია შესაძლოა დღეში ასჯერ შეიცვალოს.

„ინგლისში მთელი წელი მარტის თვეა“- გვეუბნება ორგზის ქართველი ემიგრანტი ლონდონიდან.

ჩემი ცხოვრება ძირ-ფესვიანად შეიცვალა, როდესაც 2020 წელს დაიწყო კორონა ვირუსის პანდემია. დავინფიცირდი და მოვხვდი საავადმყოფოში, სატურაცია მქონდა – 17.

მე მაშინ მფარველ ანგელოზად მომევლინა ფილიპინელი ექთანი, რომელმაც სიკვდილი დამაძლევინა.

ამ ადამიანის იქ ყოფნა იყო ნამდვილი სასწაული, მისმა სიტყვებმა და შეგონებამ უკან დამაბრუნა.

როდესაც უკვე საავადმყოფოს ვტოვებდი, მე მას ვუთხარი, რომ მასზე წიგნს დავწერდი და მე ეს სიტყვა შევასრულე – ამბობს ეკა.

ეკამ თავისი ჰოსპიტალიზაციის პერიოდზე ისტორია ჯერ ესპანურად დაწერა მერე კი, ინგლისურად ათარგმნინა.

მისი პირადი ისტორია მალე გახდა „ბესტსეელერი“ რამაც დაბადა სურვილი, უფრო ღრმად ჩაბმულიყო მწერლობაში.

როგორც თავად ყვება, ინტერნეტში შემთხვევით წააწყდა განცხადებას, რომ არსებობდა სპეციალური კურსი, რომლითაც გაივლიდა ტრენინგს და ისწავლიდა წიგნის წერას.

ასე და ამდაგვარად გადაეშვა მწერლობის სამყაროში და აქამდე მიძინებული მისწრაფებები და წერის მოყვარული ადამიანი, ახლიდან დაიბადა მასში.

ეკა გახდა ბევრად უფრო მიზანდასახული, გაბედული და კონკრეტულ თემებზე ორიენტირებული ქალი.

რადგან ქართველი ემიგრანტი გამორჩეული კურსდამთავრებული იყო, მისმა მასწავლებელმა, რომელიც სამხრეთ ამერიკელია მიიწვია საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც „hispanohablantes“ ესპანურად მოსაუბრე ერების წარმომადგენლები იკრიბებოდნენ და წერდნენ იბერიულ კულტურაზე.

მინდა ავღნიშნო რომ ესპანელები საკუთარ თავს იბერიელებად მოიხსენიებენ, იბერიულ კულტურაში იგულისხმებიან ის ქვეყნები, რომლებზეც ესპანეთს აქვს კულტურული გავლენა და საუბრობენ ესპანურად.

ასეთი ქვეყნების რიცხვში შედის პორტუგალია, მიუხედავად ენობრივი განსხვავებისა.

მწერლების გაერთიანების ყველა წევრი, წერს საკუთარი ქვეყნის შესახებ.

მას შემდეგ, რაც ეკამ პროფესიული გადამზადების კურსი გაიარა ჟურნალ Élite-ში დააფუძნა ჟურნალი „Iberia del Cáucaso“, რომელიც ამჟამად სამ თვეში ერთხელ იბეჭდება და საქართველოს და ქართველების შესახებ უყვება ესპანურენოვან მკითხველს.

როგორც ეკა გვიყვება, მისი სტატიების გაცნობის შემდეგ ჩილედან დაუკავშირდა ერთ-ერთი უნივერსიტეტის რექტორი და სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებაში გადამზადების გავლა შესთავაზა.

როდესაც ეს შეთავაზება მოვისმინე დავინტერესდი, რადგან ქართული აკადემიური წრეებისგან (რომელთანაც ხშირი შეხება მაქვს ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე) ხშირად მესმის, რომ წლებია ქართულ სამეცნიერო თემებზე მნიშვნელოვანი ინტერნაციონალური კონფერენცია არ ჩატარებულა.

სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მიღებით ძალიან დაინტერესდნენ თანამედროვე, ქართველი და პერუელი მეცნიერები.

მას შემდეგ რაც ეს გადამზადება გავიარე, ინგლისში დავაფუძნეთ მათი ფილიალი, რომლის პრეზიდენტიც მე ვარ.

ზაფხულში ვგეგმავ სამეცნიერო კონფერენციას ეთნო-ასტრონომიაზე, სადაც პერუელი მეცნიერები ეთნო-კულტური ცენტრიდან მოჰყვებიან მთების ენერგეტიკის შესახებ.

ეს სწავლება ღრმად არის განვითარებული პერუელ მეცნიერებაში და მათი გამოცდილების გაზიარება, ძალიან მომგებიანი იქნება კავკასიონის მთების ენერგეტიკის სწორად გამოყენებაში, რაც მაჩუ-პიქჩუს (Machu Picchu) მთებში უკვე წლებია პრაქტიკაშია.

ამ ენერგეტიკას ადამიანების გამოჯანმრთელებისთვისაც იყენებენ, მაგალითად ამ მხრივ კავკასიის მთებს ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ.

ამჟამად ქართველ ემიგრანტს უამრავი სამომავლო გეგმა აქვს. როგორც ამბობს, „რომ არა კორონავირუსის პერიოდში გადატანილი კრიტიკული დღეები“  ახლა მისი ცხოვრება, ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი არ იქნებოდა.

ეს პერიოდი მის ცხოვრებაში ერთგვარი „რესტარტი“ აღმოჩნდა, რამაც საკუთარი შესაძლებლობები და საკუთარი თავი ახლიდან აპოვნინა.

ახლა კი სურს საკუთარი ენერგია და რესურსები საქართველოს და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში ჩადოს და მოახმაროს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმიანობა მისთვის არანაირი ბენეფიციების მომტანი არ არის, როგორც რიგითი ქართველი ცდილობს დანარჩენ მსოფლიოს სწორი წარმოდგენა შეუქმნას საკუთარ ქვეყანაზე.

ამჟამად  ეკას დაარსებული გამოცემა სახელწოდებით, „Iberia del Cáucaso“ ესპანურ ენაზე, სამ თვეში ერთხელ გამოდის და მისი შეძენა ამაზონიდან არის შესაძლებელი.

Iberia del Cáucaso-ს პრეზენტაცია თაიმს-სკვერზე (Times Square)

უკვე გამოვიდა ჟურნალის რიგით მეორე ნომერი, რომლის პრეზენტაციაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, თაიმს-სკვერზე (Times Square) შედგა, რომელშიც ჩვენი ესპანუენოვანი სტატიაც გავიდა.

სულ მალე, ჩვენი ელექტრონული გაზეთი „ქართველები ბარსელონაში“ „კავკასიის იბერიასთან“ თანამშრომლობის მემორანდუმს ოფიციალურად გააფორმებს.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჟურნალ „Iberia del Cáucaso”-ს დამფუძნებელს, ეკუნა ქართველს ჩვენი გაზეთის მხარდაჭერისთვის
გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI