ესპანეთის ნაციონალური დღესასწაული და „პუენტე“

ესპანეთის ნაციონალური დღესასწაული და „პუენტე“/ესპანეთში მცხოვრებმა ემიგრანტებმა უკვე ადგილობრივების რუტინული ცხოვრებიდან გამომდინარე ვიცით, თუ რას ნიშნავს „პუენტე“ (იგივეა რაც ხიდი).

თუმცა, ემიგრანტობის პირველ პერიოდში როდესაც ყველაფერს თავდაპირველად ვსწავლობდი და ვაკვირდებოდი ვერაფრით მივხვდი, თუ რატომ იყო სავაჭრო ობიექტების უმრავლესობა დაკეტილი, მათ შორის სკოლა და მერიის შენობა ჩვეულებრივ სამუშაო დღეს. „ფიესტა“ ანუ დღესასწაული, მხოლოდ მეორე დღეს სამშაბათს ემთხვეოდა.

მოგვიანებით აღმოვაჩნე, რომ თურმე მიუხედავად იმისა რომ ორშაბათი დღე კალენდარზე სამუშაო დღედ იყო მონიშნული, რადგანაც შაბათ კვირასა და სამშაბათს, უქმე დღე იყო, ორშაბათსაც ისვენებდნენ და ასე გამოსდიოდათ „მოკლე შვებულება“.

თურმე მსგავსი შეღავათები ვრცელდება მაგალითად, თუკი ხუთშაბათი დასვენების დღეა და პარასკევია შუაშია მოქცეული, შაბათ-კვირის უქმეებსა და ხუთშაბათის უქმე დღეს შორის.

როგორც ჩანს, მგავსი პრაქტიკა სხვა ქვეყნებსაც ახასიათებთ და იქ „პუენტე“ ესპანეთისგან განსხვავებით მოიხსენება როგორც „სენდვიჩი“ საქართველოში ვეძახით „ფანჯარას“.

გვაქვს თუ არა „პუენტე“-ს გამოყენების უფლება და რა შემთხვევაში შეგვიძლია ვისარგებლოთ ამ უქმე დღეების გადაბმით?!

მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასვენების დღეების დადგენა ხდება, ცენტრალური ხელისულების მიერ და ყოველწლიური განახლების შედეგად, უქმე დღეებად გამოცხადებული რიცხვები შეყავთ საკანონმდებლო აქტში, რომელსაც ესპანურად მოიხსენიებენ როგორც „ბოე“–ს  El Boletín Oficial del Estado (BOE).

თუმცა, ეს დასვენების დღეები, შემდგომში, შესაძლოა სხვადასხვა ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული დღესასწაულების მიხედვით, გარდაიქმნას ადგილობრივი ტრადიციული დღესასწაულების თარიღების შესაბამისად.

უნდა აღვნიშნოთ, რომ „ბოეში“ ასევე არის შეტანილი, ნაციონალური დღესასწაულები ქვეყნის მასშტაბით, რომელთა შეცვლაც არაა ნებადართული.

ზოგ შემთხვევაში, თანამშრომლები რომლებიც პუენტეს იყენებენ, შემდეგ ამ დღეს ანაზღაურებენ დამატებითი საათების გამომუშავებით, ან,  რომელიმე დასვენების დღეს აღარ გამოიყენებენ მაგ: შეუძლიათ შვებულების დღეებიდან მოიკლონ.

ოქტომბრის თვეშიც გვხვდები ერთი ასეთი „პუენტე„ მთელი ესპანეთის მასშტაბით 12 ოქტომბერს აღინიშნება ესპანეთის ნაციონალური დღესასწაული რომელიც ასევე ცნობილია როგორც „დია დელა ჰისპანიდად“, ხოლო, 11 ოქტომბერი კათოლიკური საეკლესიო კალენდარის მიხედვით მიჩნეულია „წმინდა პილარის“ დღედ.

სწორედ ამიტომაცაა ცნობილი ეს დღე, როგორც „პუენტე დელ პილარ“ და თუკი დამსაქმებლისგან ითხოვთ თავისუფალ დღეს, შეძლებთ 4 დღით განტვირთვას და მოკლევადიანი ტურისტული მოგზაურობის დაგეგმვასაც.

თუმცა გაითვალისწინეთ რადგან 11 ოქტომბერი ჩვეულებრივი სამუშაო დღეა, თქვენი დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, ამ ერთი დღით გაგათავისუფლებენ სამსახურიდან, თუ არა.

12 ოქტომბრის დღესასწაულს ესპანეთში საფუძველი დაუდო, ქრისტეფორე კოლუმბის მიერ 1492 წელს ამერიკის კონტინენტის აღმოჩენამ.

ეს დღე ლათინო ამერიკის ქვეყნებში არც თუ დიდი ენთუზიაზმით აღინიშნება, რადგან ესპანელების კონტინენტზე გამოჩენამ გამოიწვია მათი დაპყრობა და კოლონიზაცია.

ყოველ 12 ოქტომბერს ესპანეთის დედაქალაქში ტარდება სამხედრო აღლუმი რომელსაც ტრადიციულად იბარებს ესპანეთის კონსტიტუციის გარანტორი და უმაღლესი მთავარსარდალი, ესპანეთის მეფე.

აღლუმს უკლებლივ ესწრება სამეფო ოჯახი და მთავრობა. შვეულმფრენები ესპანეთის დროშის ფერებში აფრქვევენ ფერებს.

ქვეყნის მასშტაბით ტარდება კულტურული ღონისძიებები, სადაც წარმოჩინდება ლათინური ქვეყნების კულტურა და ტრადიციები.

ტექსტი მოამზადა: თამარ ბურდულმა

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI