ესპანეთი ბავშვიან ოჯახებს დააფინანსებს

ესპანეთი-ბავშვიან-ოჯახებს-დააფინანსებს650X380

ესპანეთი ბავშვიან ოჯახებს დააფინანსებს, რაც ახალი პროგრამით მაქსიმუმ 100 ევრომდე შეიძლება იყოს.

ეს ახალი პროგრამა რომელიც ესპანეთში 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა შეეხება იმ ოჯახებს ან მარტოხელა მშობლებს რომლებიც საარსებო მინიმუმს იღებენ (Mínimo Vital) ან დაბალი შემოსავლები აქვთ. დახმარება შეგიძლიათ მოითხოვოთ მთელი წლის განმავლობაში.

დაფინანსების მიღება დამოკიდებულია ოჯახის შემოსავლებზე რომელიც მათ წლიურ რენტაში აისახება.

ვისაც წინა წელს არ გაგიკეთებიათ დეკლარაცია შეგიძლიათ გააკეთოთ წელს (მარტი/აპრილის თვიდან იწყება შევსება) ბუღალტერის მომსახურეობა დაახლოვებით დაგიჯდებათ 35-დან 50 ევრომდე.

იხილეთ კრიტერიუმები თუ ვის შეუძლია დახმარების მოთხოვნა!

  1. ორი ზრდასრული ადამიანისგან შემდგარი ოჯახი რომელსაც ყავს 1 შვილი. მისი წლიური რენტა არ უნდა აღემატებოდეს – 27, 000 ევროს.
  2. ორი ზრდასრული ადამიანისგან შემდგარი ოჯახი რომელსაც ყავს 2 შვილი. მისი წლიური რენტა არ უნდა აღემატებოდეს -32,100 ევროს
  3. მარტოხელა მშობელი რომელსაც ყავს 1 შვილი მისი წლიური რენტა არ უნდა აღემატებოდეს – 25.700 ევროს
  4. მარტოხელა მშობელი რომელსაც ყავს 2 შვილი, მისი წლიური რენტა არ უნდა აღემატებოდეს- 30.800 ევროს

რა თანხას მიიღებენ დახმარების სახით ბავშვიანი ოჯახები?

სახელმწიფომ ფინანსური დახმარების სამი ფაზა შეიმუშავა ესენია:

  • 0-დან 3 წლამდე ბავშვები, მიიღებენ 100 ევროიან დახმარებას თვეში
  • 3-დან 6 წლამდე ბავშვები, მიიღებენ 70 ევროიან დახმარებას თვეში
  • 6 დან 18 წლამდე არასრულწლოვნები, მიიღებენ 40 ევროიან დახმარებას თვეში

როგორ შეგიძლიათ დახმარების მოთხოვნა?

პირველ რიგში უნდა აკმაყოფილებდეთ ზემოთ ჩამოთვლილ რეკვიზიტებს შემდეგ კი დაგჭირდებათ ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები რომლებიც უნდა წარადგინოთ ორიგინალში :

  1. ესპანეთის მოქალაქეებს დაჭირდებათ DNI
  2. უცხოელების შემთხვევაში ორივე მშობლის საბუთი (TARGETA DE RESIDENCIA ან ნებისმიერი სხვა საბუთი რომლითაც ესპანეთში რეზიდენციის ავტორიზაცია აქვთ).
  3. ბავშვის რეზიდენციის ბარათი (ახლად დაბადებული ბავშვებისთვის რეზიდენციის მოთხოვნის საბუთიც გამოდგება).
  4. ჩაწერის სერტიფიკატი მერიიდან როგორც ბავშვების ისე მშობლების (Certificado de empadronamiento de beneficiarios y causantes)
  5. დაბადების მოწმობის წიგნი ან დაბადების მოწმობის სერტიფიკატის ამონაწერი (Libro de familia o certificado en extracto de las partidas de nacimiento de los hijos, expedido por el Registro Civil correspondiente).
  6. დეკლარაცია (DECLARACIÓN DE RENTA)

მხოლოდ ის ოჯახები რომლებიც იმყოფებიან მსგავს სიტუაციაში:

  1. თუკი ოჯახი განქორწინებულია ან პროცესშია საჭიროა იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ფაქტს დაადასტურებს (En supuestos de separación judicial o divorcio: sentencia judicial que acredite dichas situaciones o documento por el que se establece la guarda y custodia de los hijos).
  2. ბავშვის უნარშეზღუდულობის შემთხვევაში, დამადასტურებელი საბუთი საჭიროა უნარშეზღუდულობის დამადასტურებელი (Título de minusvalía) IMSERSO-დან ან ავტონომიაში აკრედიტირებული სამედიცინო უწყებიდან (En el supuesto de hijos con discapacidad: título de minusvalía expedido por el IMSERSO u organismo competente de la Comunidad Autónoma.)
  3. მრავალშვილიანობის ცნობა  (título de familia numerosa)
  4. თუ რომელიმე მშობელია უნარშეზღუდული პირი, საჭიროა უნარშეზღუდულობის დამადასტურებელი საბუთი (Título de minusvalía) IMSERSO-დან ან ავტონომიაში აკრედიტებული ორგანიზაციიდან (En supuestos de madre o padre con discapacidad: título de minusvalía expedido por el IMSERSO u organismo competente de la Comunidad Autónoma).
  5. თუკი აღმზრდელი ხართ საჭიროა ამის დამადასტურებელი იურიდიული საბუთი(En supuesto de tutela: resolución judicial mediante la que se constituye la tutela).

ამ დოკუმენტებით დახმარება შეგიძლიათ მოითხოვოთ სეგურიდად სოციალის ნებისმიერ ოფისში. მისამართების სანახავად დააწკაპუნეთ აქ

წყარო: Los40 SEG.SOC

გააზიარე
TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI