ესპანეთი ზამთრის დროზე გადავიდა. რის შედეგადაც ღამის 3 საათზე გახდა 2 საათი. რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან, დილის ძილი 1 საათით გახანგრძლივდა.
ევროპის ქვეყნები ტრადიციულად სეზონურ დროზე გადადიან, რისი მეშვეობითაც, ევროპა ელექტრო ენერგიის დაზოგვის მიზნით ახდენს მზის სინათლეზე ადაპტაციას და მზის სინათლეს მაქსიმალურად იყენებს.
ევროკავშირის ქვეყნებში საათის გადაწევა, ხდება ყოველ ჯერზე, გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მარტისა (ზაფხულის დრო) და ოქტომბერის (ზამთრის დრო) თვეებში.
საიდან მომდინარეობს საათის გადაწევის ტრადიცია?
ზაფხულის დროიდან ზამთრის დროზე გადასვლა და პირიქით, უკვე ათწლეულებს ითვლის, პირველად საათის გადაწევა მოხდა 70-იან წლებში, როდესაც საწვავზე ფასი საშინლად გაძვირდა და რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაღვიძება არჩია.
ამან გამოიწვია მზის სინათლის მაქსიმალური გამოყენება და ელექტრო ენერგიის დაზოგვა.
როგორც ექსპერტები ირწმუნებიან, მხოლოდ ესპანეთში საათის გადაწევით 300 მილიონი ევრო იზოგება ელ. ენერგიაში. აქედან 90 მილიონი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე მოდის (დაახლოვებით 6 ევრო ოჯახზე), დანარჩენი კი ინდუსტრიული და საოფისე ცენტრების განათებების წილია.
ესპანეთი, ელ. ენერგიის დაზოგვის ამ მეთოდს იყენებს 1974 წლიდან, ხოლო, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, სავალდებულო გახდა 1980 წლიდან.
წყარო: El periódico