ესპანეთი უცხოელებისთვის ქონების შეძენას ზღუდავს. სანჩესმა, 13 იანვარს, მადრიდის რკინიგზის მუზეუმში გამართული ფორუმის დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა, 12 ახალი ზომის “მტკიცე და უპრეცედენტო” პაკეტის შესახებ,
რომელიც მიმართულია ქვეყანაში ხელმისაწვდომი საცხოვრებლის უფლების გაზრდაზე და ახალი საცხოვრებლების მშენებლობაზე.
პედრო სანჩესმა აღნიშნა, რომ საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა “ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა ევროპული საზოგადოებისთვის, მათ შორის ესპანეთისთვის”.
“დასავლეთს უდიდესი გამოწვევა აქვს: არ გადაიქცეს საზოგადოებად, სადაც ორი კლასი იქნება – მდიდარი მესაკუთრეები და ღარიბი მომქირავნეები”, “სიტუაცია კრიტიკულია”.
განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საცხოვრებლის ფასები, ევროპაში, 48%-ით გაიზარდა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება საშუალო ფენის ოჯახის სტანდარტულ შემოსავლებს.
“მტკიცე, კოორდინირებული და მკაფიო ნაბიჯები საცხოვრებლის პოლიტიკაში”, ამ ახალი კანონის ფარგლებში მიიღებენ 12 ახალ ზომას, რომლის მიზანიც იქნება მეტი საცხოვრებლის უზრუნველყოფა მოსახლეობისთვის, უკეთესი რეგულაციები და გაზრდილი დახმარებები.
საცხოვრებლის რაოდენობის შესახებ პედრო სანჩესმა აღნიშნა, რომ ესპანეთს აქვს მხოლოდ 2.5% სოციალური საცხოვრებელი, რაც ძალიან ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი (14%) ან ნიდერლანდები (34%).
ეს გამოწვეულია იმით, რომ ბევრი დაცული საცხოვრებელი გადავიდა თავისუფალ ბაზარზე და დაკარგა სოციალური ფუნქცია.
ამის გათვალისწინებით, მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს ადმინისტრაციამ გამოყო 3,300-ზე მეტი სოციალური საცხოვრებელი და თითქმის 2 მილიონი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი მიწა, რომელიც გამოიყენება ათასობით დაცული საცხოვრებლის ასაშენებლად, ხელმისაწვდომი ქირავნობის ფარგლებში.
გარდა ამისა, წლის პირველი ნახევრის განმავლობაში, სოციალური საცხოვრებელის უზრუნველყოფის კომპანია დაიწყებს, Sareb-ის (აქტივების სახელმწიფო ფონდი) საკუთრებაში არსებული 30,000-ზე მეტი საცხოვრებლის ინტეგრირებას, რომელთაგან 13,000 დაუყოვნებლივ იქნება ხელმისაწვდომი.
ამასთან ერთად, შეიქმნება სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც სოციალური საცხოვრებელის კომპანიას მისცემს პრიორიტეტს, საცხოვრებლისა და მიწის შესყიდვაში, ასევე იქნება გარანტორი, რომ სახელმწიფოს მიერ აშენებული ყველა საცხოვრებელი სამუდამოდ დარჩება სოციალური სამსახურის საკუთრებაში.
“ის, რაც ესპანელების ფულით აშენდება ან რეაბილიტირდება, ყოველთვის უნდა ეკუთვნოდეს ესპანელებს, მათ შვილებსა და შვილიშვილებს და არ უნდა აღმოჩნდეს მტაცებელი ფონდების ან დიდი სპეკულანტების ხელში”.
პარალელურად, გაგრძელდება ხელმისაწვდომი საცხოვრებლის ხელშეწყობა საჯარო-კერძო თანამშრომლობით, მიწის კანონმდებლობის რეფორმირებით. აგვისტოში ამოქმედებული 6 მილიარდი ევროს ოდენობის სესხები და ICO გარანტიები გამოყენებული იქნება 25,000 ახალი საცხოვრებლის ასაშენებლად.
საცხოვრებლის ახალი პროექტი (PERTE)
როგორც სიახლე, ესპანეთის მთავრობამ გამოაცხადა ახალი სტრატეგიული პროექტის, საცხოვრებლის PERTE-ს შექმნა.
პროექტი მიზნად ისახავს ინდუსტრიული და მოდულური მშენებლობის სექტორის ინოვაციასა და მოდერნიზაციას, რაც საშუალებას მისცემს ესპანეთში საცხოვრებლების ნაკლებ დროში და ნაკლები ხარჯებით აშენებას.
ახალი PERTE-ს ლოკაცია იქნება ვალენსიის პროვინციაში, სადაც „დაიწყება ეკონომიკური ქსელის აღდგენა, რომელიც დაზიანდა ქარიშხალ DANA-ს დროს და შექმნება დამატებითი ღირებულება მთელი ესპანეთისთვის“.
საჯარო გარანტიები, რეაბილიტაცია და მესაკუთრეების IRPF-იგან გათავისუფლება
პედრო სანჩესმა ასევე, ხაზი გაუსვა უკვე არსებულ საცხოვრებლების მობილიზების აუცილებლობას სამი ახალი ზომით:
- შეიქმნება საჯარო გარანტიების სისტემა, რომელიც დაიცავს როგორც მფლობელებს, ასევე მათ, ვინც მონაწილეობს ხელმისაწვდომი ქირავნობის პროგრამაში. ეს სისტემა უკვე წარმატებით იქნა გამოცდილი საფრანგეთში და ესპანეთში ამოქმედდება 2025 წელს იმ მფლობელებისთვის, ვინც აქირავებს საცხოვრებლებს 35 წლამდე პირებზე.
- დაიწყება ცარიელი საცხოვრებლების რეაბილიტაციის პროგრამა, რათა ისინი ხელმისაწვდომი ქირავნობისთვის გამოყენებულ იქნას. იმ პირებს, ვინც გაარემონტებს ბინას და მინიმუმ 5 წლის განმავლობაში ხელმისაწვდომი ქირავნობის პროგრამაში ჩასვამს, დაენიშნებათ დახმარებები.
- მთავრობა წარადგენს კანონპროექტს პარლამენტში, რომელიც ითვალისწინებს 100%-ით IRPF-ის გათავისუფლებას იმ მფლობელებისთვის, რომლებიც საცხოვრებელს აქირავებენ ფასების მითითებული ინდექსის მიხედვით, მიუხედავად იმისა, თუ ისინი იმყოფებიან თუ არა გადატვირთულ ზონებში.
ტურისტული საცხოვრებლების, SOCIMI-ების და უცხოელების შესყიდვების რეგულაციების გამკაცრება
მთავრობა, პარლამენტში წარადგენს საგადასახადო რეფორმას, რათა ტურისტული საცხოვრებლები „დაიბეგროს, როგორც ბიზნეს აქტივობები“.
ეს ცვლილება განხორციელდება ახალი ევროპული დირექტივის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს დღგ-ს გამოყენებას ტურისტული ქირავნობისთვის ისე, როგორც სხვა ეკონომიკურ საქმიანობებზე.
ასევე, შეიცვლება socimis-ის (სპეციალური საინვესტიციო უძრავი ქონების კომპანიები) საგადასახადო უპირატესობების სისტემა, რათა ის გავრცელდეს მხოლოდ ხელმისაწვდომი ქირავნობის საცხოვრებლების პოპულარიზაციაზე.
წინასწარი დეტალური ანალიზის საფუძველზე, არარეზიდენტი, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მყოფი უცხოელების მიერ საცხოვრებლის შეძენაზე დაწესდება შეზღუდვები.
კონკრეტულად, გაიზრდება გადასახადი, რომელიც შესყიდვის შემთხვევაში ეკისრებათ, რაც უძრავი ქონების ღირებულების 100%-ს მიაღწევს, მსგავსი ზომებით, რაც მოქმედებს დანიასა და კანადაში.
გარდა ამისა, მთავრობა გაამკაცრებს რეგულაციებს სეზონური ქირავნობის (უკანონო ტურისტული ბინები) თაღლითობის წინააღმდეგ და შექმნის ფონდს, რომელიც დაეხმარება რეგიონულ და მუნიციპალურ მთავრობებს ინსპექტირების გაძლიერებაში.
ახალი სახელმწიფო საცხოვრებლის გეგმა 2026 წელს
მთავრობის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ესპანეთი “საჭიროებს საჯარო ჩარევას, საჯარო და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით”.
სტრუქტურული ღონისძიებების შედეგების მიღებამდე, გაგრძელდება დახმარებების გაცემა.
წინა საკანონმდებლო პერიოდში, უკვე განხორციელდა ქირავნობის, შესყიდვისა და რეაბილიტაციის პროგრამები, რაც 20 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს მოიცავდა და 1,5 მილიონზე მეტ ოჯახს სარგებელი მოუტანა.
პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ეს დახმარებები გაგრძელდება და გაიზრდება, რაც 2026 წლის ახალ სახელმწიფო საცხოვრებლის გეგმაში აისახება.
ახალი გეგმა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ხანდაზმულებს, ახალგაზრდებს, მოწყვლად ჯგუფებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ყველაზე რთულ ზონებში.
ასევე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ესპანეთში საცხოვრებლის მდგომარეობა “გართულებულია” სახელმწიფო პოლიტიკის თითქმის ათწლეულის განმავლობაში არარსებობის გამ.
ეს მოხდა ფინანსური კრიზისის დროს შექმნილი უძრავი ქონების ბუშტის შედეგად, როდესაც “სპეკულატორებს მიეცათ უფლება, ბიზნესი მოეწყოთ”.
“ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამას არ ნანობენ. პირიქით, სურთ, რომ კვლავ დაუბრუნდნენ იმ საზიანო პოლიტიკას, რომელიც მოიცავდა ბუშტის გაბერვას, მის აფეთქებას და შემდეგ სახელმწიფოს გადასახდელად დატოვებას”, – აცხადებს სანჩესი.
პოლიტიკა, რომელიც მთავრობამ სანჩესის მეთაურობით განავითარა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში:
- საცხოვრებლისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ბიუჯეტი გაიზარდა რვაჯერ.
- დამტკიცდა პირველი საცხოვრებლის კანონი.
- გაიცა გარანტიები პირველი საცხოვრებლის შესაძენად და ქირავნობის ბონუსები (250 ევრო თვეში) 66,000-ზე მეტ ახალგაზრდაზე.
- 3 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებები რეაბილიტაციისთვის.
- 3.6 მილიარდი ევრო უსახლკარობის წინააღმდეგ საბრძოლველად.
- გაუქმდა “ოქროს ვიზები”.
- შეიქმნა ინსტრუმენტები ტურისტული საცხოვრებლების გამრავლების შეზღუდვისთვის მეზობლების გაერთიანებების მიერ.
- შეიქმნა დროებითი საცხოვრებლების რეგისტრის ერთიანი სისტემა.
- გაგრძელდა გამოსახლების მორატორიუმი და იპოთეკური გამოსახლების შეჩერება 2028 წლამდე.
- 4 მილიარდი ევროს დაფინანსება და გარანტიები ICO-სგან, რომელთაგან ორ თვეში უკვე გაიცა 2 მილიარდი, რაც 20,000 საცხოვრებლის მშენებლობას მოიცავს.
ეს შედეგი შეესაბამება იგივე რაოდენობის საცხოვრებლის მშენებლობას, რაც ICO-მ მოახდინა ბოლო 35 წლის განმავლობაში.
წყარო: La Moncloa