ესპანეთი ქართულ მართვის მოწმობებს გაცვლის

espanuri-martvis-mowmoba

მრავალწილიანი მოლოდინის შემდეგ ესპანეთი, ქართულ მართვის მოწმობებს გაცვლის. ეს ინფორმაცია შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ემიგრანტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გამომდინარე იქიდან, რომ ესპანური მართვის მოწმობის ასაღებად რთული ეტაპია გასავლელი და თეორიული და პრაქტიკული გამოცდაც არც თუ ისე მარტივად გადასალახია, ამასთანავე საკმაოდ ძვირადღირებულიც.

თეორიული იმიტომ, რომ სპეციფიკური ენაა გამოყენებული და თუნდაც კარგად ვსაუბრობდეთ ესპანურად, არ არის მარტივი შესასწავლი, ხოლო პრაქტიკული გამოცხდის ჩასაბარებლად, ქალაქის გადატვირთულ გზებზე გვიწევს გასვლა.

გთავაზობთ, მონკლოას სახელმწიფო გვერდზე განთავსებული დოკუმენტის ქართულ თარგმანს, რომელიც 2024 წლის 26 მარტს გამოქვეყნდა.

„მინისტრთა საბჭო დათანხმდა ხელი მოეწერა შეთანხმებას ესპანეთის სამეფოსა და საქართველოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთ აღიარებისა და გაცვლის შესახებ (MPJC),

რომელიც განკუთვნილია ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ მოქმედი მართვის მოწმობა გაცემული მათი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ და ლეგალურად ცხოვრობენ მეორე მხარის ტერიტორიაზე.

ამ ხელშეკრულების ხელმოწერა არ გულისხმობს სახელმწიფო ხარჯების ზრდას, იგი მიზანშეწონილად არის მიჩნეული (რას გულისხმობენ კონკრეტულად, დაზუსტებით არ ვიცით),

რადგან როგორც მართვის შემსწავლელი გაკვეთილები, ისე გამოცდების ჩასაბარებლებად აუცილებელი სხვა პირობები არსებითად შეესაბამება და შესაძლებელია მისი ჰომოლოგირება ესპანეთსა და საქართველოს შორის.

ორივე შემთხვევაში ისინი შეესაბამება ვენაში 1968 წლის 8 ნოემბერს მიღებული საგზაო მოძრაობისა და საგზაო ნიშნების შესახებ კონვენციის დებულებებს.

ხელშეკრულების ტექსტი მიღებულ იქნა 2023 წლის მაისში, რითაც დასრულდა 2024 წლის თებერვალში მართვის მოწმობის ავთენტიფიკაციის შესახებ შეთანხმების II დანართით გათვალისწინებული ინფორმაციის ავტომატური გაცვლის ტექნიკური პროტოკოლის შემუშავება.

ამ შეთანხმების შესაბამისად, ესპანეთის ან საქართველოს საგზაო ორგანოების მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელებს შეუძლიათ იმოგზაურონ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმ პერიოდის განმავლობაში,

რაც თითოეულ შემთხვევაში განისაზღვრება ეროვნული კანონმდებლობით, რომელიც ესპანეთის შემთხვევაში არის ექვსი თვე.

ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ესპანელ ან ქართველ მძღოლს, რომელმაც მიიღო კანონიერი ბინადრობის ნებართვა სხვა ქვეყანაში, შეუძლია თავისი ნებართვა გაცვალოს რეზიდენციის ქვეყნის ეკვივალენტურ ნებართვაში მის მისაღებად საჭირო თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების გარეშე,

მას შემდეგ რაც დადასტურდება, რომ მართვის მოწმობის ტიპები ორივე ქვეყანაში, მათ მისაღებად ჩატარებული ტესტები აუცილებელი პირობები არსებითად ერთნაირია.

გამონაკლისის სახით, ავტობუსებისა და სატვირთო მანქანების პროფესიონალი მძღოლები, რომლებსაც აქვთ საქართველოს მართვის მოწმობა, რომლებიც ითხოვენ მის ეკვივალენტურ ესპანურ მოწმობაზე (C1, C1+E, C, C+E, D1, D1+E, D და D+E) შეცვლას,

ისევე, როგორც ესპანური ნებართვის მფლობელებმა, რომლებიც ითხოვენ მათ გაცვლას ეკვივალენტურ ქართულზე, უნდა გაიარონ პრაქტიკული გამოცდა ღია გზებზე.

გარდა ამისა, ორივე ქვეყანამ შეიძლება მოითხოვოს თეორიული ან პრაქტიკული გამოცდა, როდესაც არსებობს გონივრული საფუძველი, ეჭვი შეიტანოს კონკრეტული ლიცენზიის მფლობელის მართვის ცოდნაში ან უნარებში“.

თვალსაჩინოებისთვის დავამატებ, რომ ქართული მართვის მოწმობის გაცვლა ნიშნავს რომ ესპანეთი მართვის მოწმობას გაუცვლის იმ რეზიდენტებს, ვისაც ესპანეთის ბინადრობის ნებართვის (რეზიდენციამდე) მიღებამდე უკვე ჰქონდათ ქართული მართვის მოწმობა.

სხვა შემთხვევაში ესპანეთში შემოსვლიდან მხოლოდ 6 თვე გვაქვს ქართული მართვის მოწმობით გადაადგილების უფლება.

ასევე, გაითვალისწინეთ, ქართული მართვის მოწმობა უნდა იყოს გადაცვლილი ესპანურში, წინააღმდეგ შემთხვევაში „გადაუცვლელი“ მართვის მოწმობით მოძრაობა მაინც დარღვევა იქნება.

ცოტა ხანში, როდესაც გამოიკვეთება კანონის კონტურები და ოფიციალურად შევა ძალაში მოგიყვებით რა საბუთები დაგჭირდებათ მართვის მოწმობების გადასაცვლელად.

გაითვალისწინეთ ისიც რომ DGT-ში უნდა ჩაინიშნოს გაცვლისთვის აუცილებელი ვიზიტი, რომელიც ძალიან რთული ჩასანიშნია და თვეები შეიძლება დაგჭირდეთ.

თუ გაინტერესებთ ეს თემები გამოიწერეთ ჩენი გაზეთის გვერდი სოციალურ ქსელში.

ამისთვის დააწკაპუნეთ დაბლა ფოტოზე 👇

ქართველები ბარსელონაში / Georgianos en Barcelona
ფეისბუქის გვერდი

წყარო მონკლოას სახელმწიფო გვერდი:

LA MONCLOA

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI