ესპანეთმა ბულგარეთსა და შავ ზღვაში სამხედროები გაგზავნა

ესპანეთმა-ბულგარეთსა-და-შავ-ზღვაში-სამხედროები-გაგზავნა773X512

ესპანეთმა ბულგარეთსა და შავ ზღვაში სამხედროები გაგზავნა: როგორც ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა პრესასთან საუბარში განაცხადა:

ესპანეთი არ დაიმალება და პრობლემის დეესკალაციაში იქნება ჩართული რათა რუსეთსა და უკრაინას შორის შექმნილი კრიზისი დიალოგით მოგვარდეს:

„ესპანეთის მთავრობა ესპანელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. მსოფლიოში პანდემიისგან და რუსეთ-უკრაინის მოსალოდნელი დაპირისპირების გამო გამოწვეულ კრიზისს ესპანეთი არ დაემალება.

ევროკავშირი სუნთქვაშეკრული აკვირდება მოვლენების განვითარებას. ესპანეთი მხარს უჭერს, დემოკრატიას ასევე დიალოგით დაძაბულობის მოსხსნას და გაფართოვებას“ (იგულისხმება ნატოს გაფართოვება).

მთავრობის მეთაურმა პედრო სანჩესმა მის ოფიციალურ ტვიტერზე დაწერა რომ:

„ახლოდან ვაკვირდები უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და მჭიდრო კონტაქტი მაქვს ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან, ისევე როგორც ევროპელ ლიდერებთან.

მხარს ვუჭერთ ერთიანობას, სოლიდარობას და გაფართოებას ახლა მნიშვნელოვანია დიალოგი რუსეთთან კრიზისის დასაძლევად“.

უნდა აღინიშნოს, რომ კოალიციურმა მთავრობამ PESOE და Unidas Podemos წინასწარვე დაგმეს მთავრობის გადაწყვეტილება.

ამ პარასკევს კი პაბლო იგლესიასმა პედრო სანჩესი მწვავედ გააკრიტიკა ნატოსთან გაფორმებული მანიფესტის გამო სადაც ესპანეთმა მხარდაჭერა გამოუცხადა ნატოს მოქმედებებს.

უკვე შემდგომ კი დანიშნულ დროზე ადრე (ვითარების დაძაბვის გამო), ნატოს ეგიდით მოქმედი ესპანური სამხედრო ხომალდი შავი ზღვის წყლებისკენ გაუდგა გზას.

როგორც ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან ბორტზე იმყოფება 220 ესპანელი სამხედრო მოსამსახურე.

თავდაცვის მინისტრის მარგარიტა რობლესის განცხადებით, ესპანეთი ამ წუთას საჰაერო ძალების ბულგარეთში გაგზავნას განიხილავს. საუბარია 2 სამხედრო თვითმფრინავის F-35-ის გაგზავნაზე რომელიც რუსეთ-უკრაინის საზღვარზე მონიტორინგს განახორციელებს.

ესპანეთის საჰაერო ძალების 350 სამხედრო უკვე 6 წელია ნატოს ეგიდით ლიტვაში იმყოფება, ამიტომ ესპანეთის მონაწილეობა ნატოს სამხედრო მოქმედებებში ევროპის აღმოსავლეთით უცნაური ფაქტი არ უნდა იყოს.

როგორც ჩანს ევროპის ლიდერებს ურჩევნიათ თვალები დახუჭონ რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების შევიწროვებაზე და ფიქრობენ საკუთარი კომფორტის ზონიდან თუ არ გავლენ და რუსეთს არ გააღიზიანებენ ეს პრობლემა მათ არ შეეხებათ.

ამის მაგალითია გერმანელი ვიცე-ადმირალის განცხადება, რომელმაც უკრაინის მწვავე რეაქციის შემდეგ უკვე დატოვა თანამდებობა. მოგვიანებით მან განაცხადა რომ ეს მისი პირადი პოზიცია იყო და არა ქვეყნის

„ყირიმი “წავიდა” და ის აღარასოდეს დაბრუნდება, ეს ფაქტია. და ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ფაქტობრივი მდგომარეობით და არა ემოციებით“, 

მან ასევე განაცხადა, რომ რომ უკრაინა და საქართველო ნატოში არ უნდა მიიღონ, იმიტომ რომ “დონბასი ოკუპირებულია რუსეთის არმიის მიერ. და არც საქართველო, რომლის ნატოში გაწევრიანებაც არაგონივრულია“.

ადმირალმა ასევე თქვა, რომ

სინამდვილეში პუტინს უბრალოდ ჩვენგან პატივისცემის მიღება სურს. უკეთესია, რომ მისთვის მიგვეგო ის პატივისცემა, რასაც იმსახურებს… რუსეთი – ძველი და მნიშვნელოვანი სახელმწიფოა. ჩვენც კი, რუსეთი გვჭირდება.“

წყარო: ესპანეთის ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI