ესპანეთმა დაამტკიცა „პარო“ შინამოსამსახურეებზე

ესპანეთმა_დაამტკიცა_„პარო“_შინამოსამსახურეებზე849X565

ესპანეთმა დაამტკიცდა „პარო“ შინამოსამსახურეებზე/ ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, ოჯახში დასაქმებული ადამიანების სეგმენტია, რომელიც დღემდე ყველაზე დაუცველ სექტორად ითვლებოდა.

6 სექტემბერს ესპანეთის მინისტრთა საბჭოს მიერ დამტკიცებული კანონის საფუძველზე,  ყველაზე მთავარი ცვლილება არის ის რომ ,

პირველად ესპანეთის სახელმწიფოს ისტორიაში ამიერიდან, შინამოსამსახურეებს ექნებათ უმუშევრობის შემწეობის და დახმარების უფლება იგივე „პარო“.

აგრეთვე დაუსაბუთებელად გათავისუფლების შემთხვევაში, დამსაქმებლისგან მიიღებენ კომპენსაციას.

რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ და სხვა მრავალ ევროპულ ქვეყნებში, იმის გამო რომ გარკვეული პროფესიები ძირითადად ქალის სამსახურთან ასოცირდება, შედარებით დაბალანაზღაურებადი შეიძლება იყოს.

ამით მსურს გითხრათ, რომ ტრადიციულად ერთსა და იმავე სამუშაოში, ქალებს ყოველთვის მამაკაცებზე  ნაკლები ანაზღაურება ქონდათ,

ამიტომ რადგანაც საოჯახო საქმეები ოდითგანვე ქალების საქმედ ითვლებოდა, ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს ფაქტიურად ოფიციალურად არც კი აღიარებდნენ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე.

ეს უსამართლობა წლების მანძილზე იყო დიდი დავისა დაგანხილვების თემა ესპანეთში, თუმცა უშედეგოდ…

საბედნიეროდ დღეს უკვე ეს დამოკიდებულება შეიცვალა.

ამ კანონის მიღება უზრუნველყოფს ქალთა უფლებების დაცვას და გენდერული თანასწორობის გათანაბრებას, რაც უდიდესი წარმატებაა.

შრომის მინისტრმა, იოლანდა დიასმა, ხაზი გაუსვა, რომ ოჯახში დასაქმებულმა ქალებმა მართლაც რომ მოიპოვეს  „უფლებები სრული გაგებით“.

ახალი რეგულაციებს შესახებ მოგითხრობთ დაბლა:

ეს ინიციატივები ითვალისწინებს არსებული სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.

  • დაუსაბუთებელი გათავისუფლება: ოჯახში დასაქმებულ პირს დაუსაბუთებელად და უმიზეზოდ ვეღარ გაათავისუფლებს უფროსი.
  • გადამზადების კურსები: მოხდება მუშაკების გადამზადებას რომლებიც ახორციელებენ მათ საქმიანობას ასევე მათ აკრედიტაცია.
  • პროფესიული დაავადებები: ეს წესი ასევე ადგენს ვალდებულებას შეიქმნას სასწავლო კომისია, რომლის მიზანიც იქნება გენდერული საკითხის ჩართვა დაავადებათა ცხრილში, რათა გამოვლინდეს და გამოსწორდეს პროფესიული დაავადებებისგან გამოწვეული ხარვეზები სამუშაოებზე, რომლებსაც ძირითადად ქალები ასრულებენ.
  • როგორ განსაზღვრება გადასახადები: გამომდინარე იქიდან რომ სამეფო დეკრეტში დაფიქსირდა უმუშევრობის შენატანი  6%-ით (აქედან დამსაქმებელი იხდის 5%-ს ხოლო მუშაკი 1%-ს).  სოციალური დაცვის გადასახადი გაიზრდება 31,38-ით. როგორც განმარტავენ „სეგურიდად სოციალი“  ავტომატურად განაახლებს ახალ ტარიფებს.
  • გარდა ამისა, სამეფო დეკრეტის კანონის დადგენილებით, იმ თანამშრომლების შემთხვევაში რომლებიც მუშაობენ 60 საათზე ნაკლებს მთელი თვის განმავლობაში, დამსაქმებელი ვალდებულია ყველა ადმინისტრაციული პროცედურა თავად აწარმოოს.
  • რაც შეეხება ბონუსებს უმუშევრობის შემთხვევაში:  უმუშევარი ადამიანი მიიღებს სახელფასო ანაზღაურების 80%. რომელიც შესაძლოა 20%-მდე შემცირდეს ოჯახის შემოსავლებიდან გამომდინარე.
  • დასაქმებულებს 1 ოქტომბრიდან მიენიჭებათ უმუშევრობის და დახმარების უფლება, თუ ისინი გაათავისუფლეს, მაგრამ იმისათვის, რომ მიიღონ ეს თანხა მინიმუმ 1 წელი უნდა ქონდეთ ნამუშევარი როგორც ეს სხვა სამსახურების შემთხვევაში ხდება.
  • ვინ მიიღებს დახმარებას?: ყველა ის ადამიანი, რომელიც უკვე ოფიციალურადაა რეგისტრირებული სოციალური დაცვის სამსახურში (Alta en la seguridad social)

ეს ინფორმაცია ჯერ-ჯერობით, ზოგადი ხასიათისაა. დროთა განმავლობაში, კანონში მოხდება ამ სექტორში კონკრეტული სამუშაოების კლასიფიკაცია მათი სპეციფიკიდან გამომდინარე და უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

ოჯახში დასაქმებული პერსონალის უმეტესობა უცხოელი ემიგრანტია. ქართველი ქალების 90% დასაქმებულია ოჯახებში.

კანონში ახალი ცვლილება ჩვენი ქალბატონებისთის ნამდვილი შვება იქნება და მეორე დღის აღარ შეეშინდებათ.

გვადევნეთ თვალი, ჩვენგან ყოველთვის საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI