ესპანეთში საემიგრაციო კანონები მარტივდება/ ესაა ცნობა რომელიც რამდენიმე დღეა ადგილობრივ პრესაში გაჟღერდა, თუმცა კანონი ჯერ კიდევ განხილვაშია და საბოლოოდ რა სახით შევა ძალაში ჯერ კიდევ გაურკვეველია.
მიუხედავად ამისა უკვე ცნობილია წინასწარ, თუ რა პუნქტების ცვლილება იგეგმება 2011 წელს დამტკიცებული საემიგრაციო კანონის რეფორმის შედეგად.
როგორც საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები იუწყებიან, მაქსიმალურად აღმოიფხვრება საემიგრაციო რეგულაციებთან დაკავშირებული სირთულეები, რომელიც ბარიერს ქმნიდა სამუშაო ადგილებზე წვდომაში.
მოხდება საემიგრაციო სამსახურების ეფექტური ამუშავება რათა სწრაფად გაიცეს დოკუმენტები ბინადრობის ან სამუშაო უფლების სწრაფი მიღების და დამუშავების შესახებ.
გთავაზობთ ცვლილებების დეტალურ ჩამონათვალს.
სამუშაო უფლება ესპანეთში მცხოვრები უცხოელი სტუდენტებისთვის
შეიცვლება სტუდენტების კონტრაქტების ფორმა და გაიზრდება მათი სამუშაო საათების განაკვეთი კვირაში 30 საათამდე.
ამისთვის საჭიროა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
- სამსახური უნდა შეესაბამებოდეს სასწავლებლის გრაფიკს.
- სამსახური არ უნდა წარმოადგენდეს სტუდენტისთვის შემოსავლის ძირითად წყაროს და უნდა იყოს დროებითი ხასიათის, შემოიფარგლებოდეს საათობრივი სამუშაო გრაფიკით.
ასევე ბინადრობის უფლების მინიჭებისას სტუდენტები ადრე, თუკი უნდა დალოდებოდნენ სამ წლიანი ვიზის ვადის ამოწურვას ამჯერად, ეს ვადა შეიძლება შემცირდეს იმ შემთხვევაში,
თუკი მათი რეზიდენცია ესპანეთში მიჩნეულია მიზანშეწონილად აკრედიტებული, პროფესიული და სამეცნიერო დამსახურებების, განსაკუთრებული შესაბამისობის გამო.
იგივე ხდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც აქვთ მედიცინის აღიარებული ხარისხი (título homologado de Medicina), იმ პირობით, რომ განახორციელონ სამედიცინო მომსახურება სამხედრო ჯანდაცვის სფეროში.
დეფიციტური პროფესიების სია (catálogo de ocupaciones de difícil cobertura)
რეფორმირდება დეფიციტში მყოფი პროფესიების კატალოგი და განახლდება ტრიმესტრულად. ამ სიას ტრადიციულად ადგენს დასაქმების სახელმწიფო სერვისების სამსახური (SEPE).
დასაქმებაზე პრიორიტეტი მიენიჭებათ, უკვე ესპანეთში ლეგალურად მცხოვრებ ემიგრანტებს.
მხოლოდ იმ უცხოელებთან დაიდება კონტრაქტები თავისივე ქვეყანაში, თუკი მათი პროფესიები დაკავშირებულია სანაოსნო ან პროფესიონალურ სპორტთან.
- თუკი მოხდება დამსაქმებლის მხრიდან იმის დამტკიცება რომ იგი ნამდვილად ვერ შოულობს კონკრეტულ პროფესიონალს, ემიგრანტს შეუძლია ფიზიკური პირის სტატუსით (autónomo) აიღოს ბინადრობისა და მუშაობის უფლება.
გამარტივდება ბინადრობის გაცემა სოციალური, შრომითი და ოჯახის გაერთიანების საფუძველზე (arraigo social, laboral y familiar). ამ სიას ემატება პროფესიული გადამზადებისთვის ბინადრობის უფლება.
ბინადრობის უფლება სამუშაო კონტრაქტის საფუძველზე (arraigo laboral)
- ემიგრანტს, რომელიც არა ლეგალურად იმყოფება ქვეყანაში, უნდა ქონდეს დამადასტურებელი საბუთები რომ იგი ესპანეთში იმყოფება, მინიმუმ 2 წლის მანძილზე ქვეყნიდან გაუსვლელად.
- შესაძლებელია ეს ბინადრობა გაიცეს როგორც ფიზიკური პირის სტატუსზე, ისე კონტრაქტორი ფირმის კონტრაქტზე, ნებისმიერ უცხოელზე ვისაც ნამუშევარი აქვს ექვსი თვე.
- პიროვნებას არ უნდა უფიქსირდებოდეს დანაშაული ნასამართლეობის ცნობაში., როგორც საქართველოში ისე ესპანეთში.
ბინადრობის უფლება სოციალური მდგომარეობის ნიადაგზე (arraigo social)
- ადრე თუკი საემიგრაციო სამსახურისთვის უნდა წარედგინათ მუდმივი სამუშაო კონტრაქტი კვირაში 40 საათით, სადაც მინიმუმ უნდა ფიქსირდებოდეს ქვეყანაში არსებული მინიმალური ხელფასის ოდენობა, ახლა მარტივდება და ნახევარ განაკვეთიანი კონტრაქტითაც შეძლებთ საბუთებზე განაცხადის შეტანას.
პროფესიული გადამზადებისთვის ბინადრობის უფლება (arraigo para la formación)
- ეს ბინადრობის უფლება იქნება 12-თვიანი ხანგრძლივობის.
- ემიგრანტმა უნდა წარადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ ესპანეთში იმყოფებოდ 2 წლის განმავლობაში ქვეყნიდან გაუსვლელად.
უნდა მოახდინოს დეფიციტური პროფესიებიდან რომელიმე კონკრეტული პროფესიის კუთხით გადამზადება. კურსებზე რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ბინადრობის ნებართვის მიღებიდან არა უმეტეს სამი თვის განმავლობაში, თუ აღნიშნული რეგისტრაცია არ განხორციელდება ვალდებულია აცნობოს საემიგრაციო სამსახურს, ორგანული კანონის 52-ე მუხლის დებულებების შესაბამისად.
ამ კანონით მიხედვით, ბინადრობის ნებართვის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ 12 თვით.
კიდევ ერთი სიახლე, რომლის დანერგვასაც აპირებენ საიმიგრაციო რეგულაციის მოდიფიკაციის საშუალებით არის ის რომ, ბინადრობის ავტორიზაციას მისცემენ იმ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ესპანეთში არარეგულარულად მუშაობდნენ მინიმუმ 6 თვის განმავლობაში და აკმაყოფილებდნენ მინიჭების მოთხოვნებს. არალეგალურად დასაქმებული პირის ბინადრობის უფლება (residencia por haber trabajando de forma irregular).
- ამისთვის საჭიროა მტკიცებულება, რომელიც დაადასტიურებს, რომ ჩვენ არარეგულარულად ვმუშაობდით:
- სასამართლო დადგენილება
- შრომისა და სოციალური დაცვის ინსპექციის მიერ გამოცემული სამართალდარღვევის აქტის შესახებ ადმინისტრაციული დადგენილება.
ამ შემთხვევაში ალბათ დასაქმებულმა თუ იჩივლა მხოლოდ ამ შემთხვევაში დაადგენენ კონკრეტული პიროვნება ნამდვილად მუშაობდა თუ არა არალეგალურად კონკრეტულ სამსახურში.
ესეც ახალი კანონია რომელიც შეიტანეს როგორც თვით დასაქმებული პირისთვის ბინადრობის უფლების გაცემა (Autorización de Residencia por Cuenta Propia).
- სამუშაო პროექტის წარდგენა.
- ადრე თუკი მსგავს ავტორიზაციაზე ითხოვდნენ დიდი თანხების ინვესტიციას ახლა ემიგრანტი თავისუფალია ინვესტიციის ვალდებულებისგან.
მობინადრის ბარათის განახლების შემთხვევაში შესაძლებლობა იქნება იმუშაოთ ნებისმიერ სამსახურში ან გახდეთ თვითდასაქმებული.
სულ ესაა საემიგრაციო კანონპროექტის ძირითადი ცვლილებები რომელიც მომავალში განხორციელდება, თუმცა არავინ იცის ზუსტად რა დროში და რა ფორმით დამტკიცდება, რადგან საკანონმდებლო ინიციტივას წინ უძღვის განხილვების ხანგრძლივი პროცესი.
მასალა მომზადებულია საემიგრაციო მედიაპორტალზე დაყრდნობით: Parainmigrantes, Balcells,