ესპანეთში, 29 სექტემბრიდან ქართული მართვის მოწმობა ძალაშია

ესპანეთში,-29-სექტემბრიდან,-ქართული-მართვის-მოწმობა-ძალაშია1600X996

დაე, დადგა ის დღეც, როდესაც ესპანეთში, ქართული მართვის მოწმობის გადაცვლის თარიღი ცნობილია. ათწლეულებით ნანატრი მართვის მოწმობის გადაცვლის თარიღი უკვე რეალურია. მიუხედავად იმისა რომ ქართულ ემიგრაციას მოლოდინის იმედი არ დაკარგვია, ახლაც ბევრს დაუჯერებლად ეჩვენება ეს ფაქტი.

საკითხი, რომელიც ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობისაა, საბოლოოდ ჩვენდა სასიკეთოდ გადაწყდა და როგორც ესპანეთის უმაღლესი საკანონმდებლო რეესტრი გვატყობინებს, სულ მალე, სექტემბრის ბოლოს ამოქმედდება.

ოფიციალურად გამოქვეყნებულ ორმხრივ ხელშეკრულებას, თან ახლავს მცირე განმარტება მართვის მოწმობების გაცვლის შესახებ. თუმცა ბევრი ნიუანსი კვლავ ბუნდოვანია. დოკუმენტს  ხელს აწერენ საქართველოს და ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრები, ბატონი ვახტანგ გომელაური და ფერნანდო მარლასკა-გომესი.

შეგახსენებთ, რომ მართვის მოწმობების გაცვლის შესახებ ინფორმაცია პირველად, მონკლოას სახელმწიფო გვერდზე განთავსებულ დოკუმენტში 2024 წლის, 26 მარტს გამოქვეყნდა.

დოკუმენტი გვამცნობს, რომ ორივე ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობები გადაიცვლება ორსავე ქვეყანაში კანონით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით, რომელსაც ორივე მხარე სათანადოდ დაიცავს და გააკონტროლებს.

დოკუმენტი არის განუსაზღვრელ ვადიანი, თუმცა ორივე მხარეს აქვს გონივრული ვადა (90 დღე), რომ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს დიპლომატიური არხებით.

გარკვეული წინააღმდეგობების შემთხვევაში, შესაძლებელია შეთანხმებების გაგრძელება, იმისთვის, რომ კანონი სრულად მოერგოს ორივე ქვეყნის შიდა წესდებას.

აქვე ვკითხულობთ, რომ საბოლოო შეთანხმებიდან ძალაში შესასვლელად კანონს ვადა აქვს 60 დღის განმავლობაში. კანონის ამოქმედების თარიღად კი მითითებულია 2024 წლის 29 სექტემბერი.

დოკუმენტი ხელმოწერილია 5 აპრილს.

(სჯობს გვიან ვიდრე არასდროს).

აქვე, წარდგენილია სპეციალური გრაფიკული დაფა ქართული და ესპანური მართვის მოწმობების შესაბამისობის შესახებ.

ცხრილის დაბლა ვკითხულობთ, რომ ქართული მოწმობის ბ1 კატეგორიას არანაირი შესატყვისი კატეგორია არ მოეპოვება ესპანეთში. შესაბამისად, არ გაიცვლება.

ვის შეუძლია მართის მოწმობების გადაცვლა?

ყველას, ვინც ესპანეთში ლეგალურად იმყოფება და მართვის მოწმობა მანამდე ჰქონდა აღებული, სანამ, ბინადრობის ნებართვას მიანიჭებდა ესპანეთი. ამ ეტაპზე, სხვა დეტალური ინფორმაციის მოწოდება ფიზიკურად შეუძლებელია.

ასევე მონკლოას დოკუმენტში, ზედაპირულად იყო მოხსენიებული გარკვეული წესდება, რომელსაც ძველ სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოყვანილი ამ ბმულიდან.

ახლა კი ახალი პრობლემის წინაშე ვდგებით, როგორ ჩავნიშნოთ ვიზიტები გადაცვლაზე, ისედაც ყოველთვის მიუწვდომელ საგზაო სამსახურში? იმედია ამაზეც იფიქრებენ მაღალ ეშელონებში.

ქართული-მართვის-მოწმობების-არაღიარების-პრობლემა800X501
ესპანეთი ქართულ მართვის მოწმობებს გაცვლის

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI