ვალენსიაში მომხდარ ტრაგედიას მსხვერპლი მოჰყვა. ძლიერი ხანძარი, რომელიც ქ. ვალენსიაში, 22 თებერვალს, თოთხმეტ სართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა, ბოლო დროის უდიდესი ტრაგედიაა ქალაქისთვის..
უკვე დადასტურდა, რომ ვალენსიაში მომხდარ ხანძარს მსხვერპლი მოჰვა. სავარაუდოდ გარდაცვლილია მინიმუმ 4 ადამიანი, დაშავდა 14 ადამიანი, ხოლო 19 ადამიანს ამ წუთამდე ეძებენ.
14 დაშავებულიდან 6 მათგანი მეხანძრეა.
ცეცხლი თავდაპირველად მე-7-ე სართულის აივანზე გაჩნდა, რომელიც სწრაფად გავრცელდა და მოიცვა კორპუსის მეორე ბლოკიც.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ძლიერი ქარის გამო ხანძრის ჩაქრობას უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა, თუმცა სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მაინც მოახერხეს სამუშაოს იდეალურად შესრულება.
ამწეების საშუალებით, რამდენიმე საათიანი სამუშაოს შემდეგ მეხანძრეებმა მოახერხეს ორი ადამიანის აივნიდან ევაკუაცია.
დამწვარი საცხოვრებელი კორპუსი, 138 ბინისგან შედგება და ჰყავს 450 მაცხოვრებლი.
ამ ეტაპზე, ყველა დაზარალებული დროებით დაბინავებულია სასტუმროში.
სანამ მათი გადანაწილება მოხერხდა, მანამდე თანამოქალაქეებმა უზრუნველყვეს პირველადი საჭიროების ნივთებით და პლედებით.
ვალენსიის მერიამ 3 დღიანი გლოვა გამოაცხადა. ფაქტს უკვე გამოეხმაურა ესპანეთის მთავრობის მეთაური, პედრო სანჩესი და სხვა პოლიტიკოსები, რომლებმაც დაზარალებულების მიმართ თანაგრძნობა გამოხატეს და მალე გამოჯანმრთელება უსურვეს.