ვგმობთ რუსეთის სამხედრო ქმედებებს უკრაინაში. ესპანეთის მთავრობის მეთაური პედრო სანჩესი, უკრაინაში, რუსეთის მიერ სამხედრო თავდასხმას გამოეხმაურა.
ესპანეთი მკაცრად გმობს რუსეთის სამხედრო ქმედებებს უკრაინაში. მოგეხსენებათ სიტუაცია ძალზედ რთულია და ამავდროულად მარტივად გასაგები:
ატომური იარაღის მფლობელმა სახელმწიფომ უხეშად დაარღვია ყველა საერთაშორისო წესდება და თავს დაესხა მეზობელი ქვეყნის უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოს.
ასევე რეპრესიებით დაემუქრა ყველა იმ სახელმწიფოს ვინც გაბედავს და უკრაინას აღმოუჩენს რაიმე სახის დახმარებას.
უფრო მეტიც… ესაა ფრონტალური დაპირისპირება არსებულ პრინციპებსა და ღირებულებებთან და ყველაზე უმთავრესთან „მშვიდობასთან“ რომელმაც წლების განმავლობაში, ევროპას მოუტანა სტაბილურობა და განვითარება.
უდავოა რომ შექმნილი კრიზისი დაარტყამს არა მხოლოდ კონფლიქტში მონაწილე ორ სახელმწიფოს, არამედ დაარღვევს ბალანსს დანარჩენ ქვეყნებშიც, რაც დიდ მასშტაბებს მიაღწევს.
გამომდინარე აქედან ბუნებრივია გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერესის მკაფიო მოწოდება, პუტინის მიმართ: „გაიწვიოს ჯარები უკრაინიდან“ და შეწყვიტოს კომფლიქტი.
ესპანეთს ევროკავშირთან აკავშირებს საერთო ინტერესები, განსაკუთრებით კი გვაერთიანებს პრინციპები და ფასეულობები, რაც საფუძვლად ედება ჩენი ქვეყნის კონსტიტუციას და სრულიად იზიარებს ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება
ეს ღირებულებები მოიცავს: მშვიდობას, საერთაშორისო კანონმდებლობის პატივისცემას, სოლიდარობას და ჰუმანიტარულ თანამშრომლობას დაზარალებული ხალხებისთვის.
სწორედ ამ ფასეულობებიდან გამომდინარე, ესპანეთი დაიცავს საერთაშორისო კანონმდებლობას.
ესპანეთი ყველაფერს გააკეთებს მშვიდობის აღსადგენად. ესპანეთი სოლიდარული იქნება კონფლიქტში დაზარალებული მხარის მიმართ.
ევროკავშირის ლიდერებმა და მათმა მოკავშირეებმა, მიიღეს სანქციების პირველი პაკეტი, რათა ეფექტურად მოხდეს პუტინის ხელისუფლების აგრესიის შეჩერება.
ასევე გვინდა დავანახოთ პუტინს რომ საერთაშორისო სამართლის უგულველყოფა, მესამე ქვეყნების სუვერენიტეტის და საზღვრების დარღვევა, დაუსჯელი არ დარჩება.
ევროკავშირის საბჭო გეგმავს საგანგებო შეხვედრას და კოორდინაციას საბოლოო გადაწყვეტილებისთვის.
ამასთანავე სოლიდარობის ნიშნად უკრაინა ჩვენგან მიიღებს როგორც ფინანსურ დახმარებას ასევე სანიტარიული საჭიროების მატერიალს.
ამ ეტაპზე კიევში ესპანეთს საელჩოში რეგისტრირებულია 436 ესპანეთს მოქალაქე. რომელთაგან დაახლოვებით ასი ადამიანი უკვე სამშობლოში იმყოფება.
საგანგებო რეჟიმში მუშაობს ვარშავაში არსებული ესპანეთის საელჩო.
დაწესებული სანქციები გავლენას მოახდენს ევროკავშირის ქვეყნებზე რაც გამოიწვევს ენერგეტიკულ კრიზისს.
ენერგეტიკული კრიზისის დარტყმის შესამცირებლად ევროპის ქვეყნებთან ერთად ესპანეთსაც შემუშავებული აქვს გარკვეული ზომები ყველა სექტორის დასაცავად.
ასევე ნელ-ნელა აღვადგენთ ეკონომიკას პოსტ პანდემიურ ფონზე.
ჩენი მეგობრული დამოკიდებულებებიდან გამომდინარე სხვადასხვა ხალხებთან და გამომდინარე იმ ძმური დამოკიდებულებიდან რაც რუსებთან გვაქვს, რომლებიც ესპანეთის მიწაზე ათასობით არიან და ჰარმონიულად ცხოვრობენ ჩვენთან ერთად
გვინდა გადავცეთ პუტინს და მკაფიოდ მოვუწოდებთ: სასწრაფოდ დაასრულოს საომარი მოქმედებები სხვა სუვერენული სახელწიფოს ტერიტორიაზე და უკან წაიღოს იმ ტერიტორიების აღიარება, რომელიც უკრაინის სახელმწიფოს ნაწილია.
მოვითხოვთ პუტინის ხელისუფლება დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებს და მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას ნორმანდიულ ფორმატში და ჩაერთოს სამმხრივ მოლაპარაკებებში.
ჩვენი საერთო პოზიციაა დავიცვათ ის რისიც გვჯერა