ესპანეთის მოქალაქეობა-ვინ თავისუფლდება გამოცდებისგან?!

ესპანეთის-მოქალაქეობა-ვინ-თავისუფლდება-DELE-გამოცდებისგან?!822X575

ესპანეთის მოქალაქეობა-ვინ თავისუფლდება გამოცდებისგან?! ქართველი ემიგრანტების შემთხვევაში ესპანეთის მოქალაქეობის მოთხოვნა ძირითადად ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ხდება, ლეგალურად ცხოვრების 10 წლის გასვლის შემდეგ (obtener nacionalidad española por residencia),

ამისთვის კი გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ.

თავდაპირველად, ესპანეთის მოქალაქეობის მისაღებად, სამოქალაქო რეესტრში ტარდებოდა გასაუბრება.

ამჟამად შეცვლილი პროცედურებიდან გამომდინარე, არაესპანურენოვანი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ესპანეთში მოქალაქეობის მისანიჭებლად, ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა CCSE და DELE-ს გამოცდების ჩაბარება,

რაც ესპანეთში მცხოვრები უცხოელების ინტეგრაციის დამადასტურებელი ფაქტორია.

ცოტაოდენი, მოქალაქეობის მოსაპოვებლად საჭირო გამოცდების შესახებ – CCSE – ტესტი

CCSE – ტესტი, მართლაც უმარტივესი გამოცდაა, აქ ისმება კითხვები ესპანეთის კონსტიტუციური და სოციალურ-კულტურული ცხოვრების შესახებ.

ვინც დიდი ხნის ემიგრანტია და სრულფასოვანი სამოქალაქო ცხოვრებით ცხოვრობს, ესპანეთში, დიდი წვალების გარეშე შეუძლია ამ გამოცდის ჩაბარება.

აღსანიშნავია, რომ CCSE-ს ტესტებში მაქსიმუმ არის 25  კითხვა, საიდანაც მინიმუმ -15 კითხვას მაინც უნდა გასცეთ სწორი პასუხი, იმისთვის რომ ბარიერი გადალახოთ.

CCSE-ს გამოცდაზე 2-ჯერ გასვლის შანსი გაქვთ, ეს იმას ნიშნავს რომ – ერთხელ თუ ჩაიჭრებით, შეგიძლიათ მეორეჯერაც სცადოთ უფასოდ, 6 თვის განმავლობაში.

ამ სერტიფიკატის წარსადგენად, მოქმედების ვადა არის- 4 წელი.

რაც შეეხება ენის გამოცდას (DELE), რომელიც ესპანური ენის კომპეტენციისა და ცოდნის ოფიციალური სერტიფიკატია, მოქალაქეობის მომთხოვნი არაესპანურენოვანი უცხოელებისთვის სავალდებულო გამოცდას წარმოადგენს და მინიმუმ A2 დონეს უნდა აკმაყოფილებდეს.

ენის დონის დამდგენი სერტიფიკატი, არის უვადო და მთელს მსოფლიოში შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ესპანური ენის ცოდნის დამადასტურებელი აკრედიტაცია.

მოგეხსენებათ, გამოცდები საკმაოდ სტრესული და ხანგრძლივი პროცედურაა, ასევე არსებობს ფსიქოლოგიური და შიშის ფაქტორი, რაც ხშირად განაპირობებს მონაწილეების ჩაჭრას.

ისიც კარგად ვიცით რომ ჩვენი ემიგრანტების თითქმის 90%-ს ენის შესწავლა მხოლოდ ვერბალურად უწევს და უმეტესობას წერა არ შეუძლია.  

თანაც DELE მარტივი გამოცდა ნამდვილად არ არის, რადგან ამ გამოცდაზე გარკვეული გრამატიკული პრინციპების ცოდნა აუცილებელია.

აღმოჩნდა, რომ არსებობს უცხოელების გარკვეული კატეგორია, რომელსაც აქედან არცერთი გამოცდის ჩაბარება არ უწევს, თუ რომელ კატეგორიებზეა საუბარი, ამას დაბლა ჩამონათვალში განვიხილავთ:

პირველ რიგში გამოცდა ვერ (არ) ჩაუტარდებათ:

  • არასრულწლოვნებს;
  • შეცვლილი ქმედითუნარიანობის მქონე პირებს  (მდგომარეობა უნდა იყოს იურიდიულად დადასტურებული);

სრულიად არიან გათავისუფლებულები გამოცდებიდან

  • ესპანეთში, ოფიციალური საგანმანათლებლო დაწესებულებების საშუალო ან უმაღლესი (nivel medio o superior) საფეხურის კურსდამთავრებულები;
  • სავალდებულო საშუალო განათლების (ESO) ან პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულები ესპანეთში;
  • 65%-ზე მეტი დარღვევების ან სწავლის სირთულეების მქონე ადამიანები (ამ კატეგორიაში შედიან მოხუცი ადამიანები);

იმისთვის რომ მოქალაქეებმა ეს ნებართვა მოიპოვონ განაცხადით, უნდა მიმართონ ესპანეთის იუსტიციის სამინისტროს და სამინისტროსგან უნდა აიღონ ნებართვა, გამოცდებისგან გათავისუფლების შესახებ.

როდესაც ჩვენ შევდივართ სერვანტესის ოფიციალურ გვერდზე იქ ასე გამოკვეთილად არ წერია.

თუმცა ხანშიშესული ადამიანები, შესწავლის სირთულეების კატეგორიას აკმაყოფილებენ.

SOLICITUD DE DISPENSA DE PRUEBAS DELE Y CCSE

DELE- ს და CCSE- ს გამოცდებისგან გათავისუფლების განაცხადის ფორმა.

ამ შემთხვევაში აუცილებელი იქნება წარადგინონ დაბადების მოწმობა, რომელიც იქნება აპოსტილით დამოწმებული, საკონსულოში ნათარგმნი და ესპანეთში საგარეო საქმეთა სამინისტროში ლეგალიზებული.

გამოცდებისგან, ნახევრად თავისუფლდებიან პირები (SOLICITUD DE DISPENSA DE PRUEBAS DELE Y CCSE)

  • რომლებმაც არ იციან წერა-კითხვა (analfabeto) ამ შემთხვევაში, ისინი მხოლოდ ვერბალურად ჩააბარებენ გამოცდას.

თუკი ამ ადამიანებმა არც მშობლიურ ენაზე იციან წერა-კითხვა, საერთოდ იქნებიან გათავისუფლებულები გამოცდებისგან.

თუმცა საკითხავია მოქალაქეობის მინიჭების პროცესში რამდენად იქნება ხელისშემშლელი ამ გამოცდებისგან გათავისუფლება.

თუ ვის შეუძლია და როგორ ესპანეთის მოქალაქეობის მოთხოვნა, ამის შესახებ მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.

წყარო: იუსტიციის სამინისტრო და სერვანტესის უნივერსიტეტი.

ასევე მადლობას ვუხდით თეირა რამიშვილს გაზიარებული ინფორმაციისთვის.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI