ზალკანიანის მხარდაჭერა უკრაინას

ზალკანიანის-მხარდაჭერა-უკრაინას650X336

ზალკალიანის მხარდაჭერა უკრაინას. ხანგრძლივი დროის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა დუმილი დაარღვია.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ფეისბუქ გვერდზე იტყობინებიან, საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწყებულ უკრაინის მხარდამჭერ კამპანიას – #StandWithUkraine-ს შეუერთდნენ:

“ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით,” – წერს ქვეყნის პირველი დიპლომატი Twitter-ის პირად გვერდზე.

https://twitter.com/DZalkaliani/status/1485272591988400133

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი დაგვიანებულ განცხადებებთან დაკავშირებით რაც ქართულ საზოგადოებაში უკრაინის პრობლემის მიმართ გულგრილობის გამოხატულებად მიიჩნევა.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უკრაინას უპირობო მხარდამჭერია და მეტ პოლიტიკურ აქტივობას ითხოვს საქართველოს მთავრობისგან, რომელიც რუსეთის საწინააღმდეგოდ განცხადებების თითქმის არასდროს აკეთებს.

აღსანიშნავია, რომ პარალელურად რუსი სამხედროები არ წყვეტენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, რაზეც საქართველოს მხრიდან ხმამაღალი განცხადებებიც კი არ მოყოლია არც შიდა და არც საერთაშორისო ასპარეზზე.

მით უმეტეს ახლა როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება უკრაინისკენაა მიპყრობილი და შეგვიძლია ხაზი გავუსვათ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას ორივე ქვეყნის მიმართ. საქართველო და უკრაინა ერთნაირად დგას რუსული ოკუპაციის საფრთხის წინაშე.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI