თბილისობა 2023 – ბარსელონაში გაიმართება 8 ოქტომბერს 15:00-ზე ღია ცის ქვეშ „Parque de la Creueta del Coll“-ში. თბილისობის დღესასწაულის აღსანიშნად მოეწყობა სხვადასხვა ღონისძიებები, სადაც წარმოჩენილი იქნება ქართული კულტურა, ფოლკლორი და გასტრონომია.
ღონისძიების სულის ჩამდგმელი და ორგანიზატორია ბარსელონას ,,წმინდა ნინოს” სახელობის ქართული სამრევლო, ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით.
როგორც გავარკვიეთ, გზავნილების კომპანია – „სამებამ“ უზრუნველყო სპეციალური ინვენტარის საქართველოდან ჩამოტანა, მათ შორის არის
თონე, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ სკვერში ცეცხლის დანთების უფლებას არ იძლევიან, თონე მხოლოდ დეკორაციის სახით იქნება წარდგენილი. სამაგიეროდ საწნახელში დაიწურება ყურძენი.
დღესასწაულზე საკუთარი ხელით შექმნილ ქართულ ნაწარმს წარმოაჩენს ქართველების ერთ-ერთი ადგილობრივი რესტორანი, ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ქართველი ემიგრანტების მხრიდან მოხდება საქართველოს სხვადასხვა კუთხის პრეზენტაცია.
ეკლესიასთან არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეები წაიკითხავენ ლექსებს, შასრულებენ სიმღერებს.
სამრევლოს მხრიდან ამ ტიპის ღონისძიება პირველად შარშან ჩატარდა, თუმცა ბევრად უფრო ვიწრო წრეში, რამაც ქართველი ემიგრანტების გულისწყვეტა გამოიწვია.
საბედნიეროდ წელს უკვე სივიწროვის პრობლემა აღმოფხვრილია, რადგან ბარსელონას მერიამ ქართველ ემიგრანტებს სპეციალურად ამ დღისთვის გამოუყო ადგილი, ქალაქის სკვერში.
ამიტომ ზეიმი ბევრად უფრო დიდ სივრცეში გაიმართება და მეტ დამსწრე საზოგადოებაზეა გათვლილი, ინფორმაციაც ბევრად უფრო ადრე დაიდო, სადაც ორგანიზატორები ქართველ ემიგრანტებს ეპატიჟებიან თბილისობაზე და ურჩევენ უცხოელი მეგობრებიც მოიწვიონ, ჩვენი კულტურის გასაცნობად.
აღსანიშნავია, რომ ასეთი მასშტაბური ღონიძიება ქართული კულტურის წარმოსაჩენად წელს პირველად ტარდება ბარსელონაში, რაც გულისხმობს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, ფინანსებს, დროს და ძალისხმევას.
ამიტომ მეგობრებო გავამხნევოთ ჩვენი ემიგრანტები, ორგანიზატორები და ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც ასე მოინდომა და ჩაერთო ამ დიდ საქმეში, რომ წავახალისოთ და ხელი შევუწყოთ ერთმანეთს, რომ
თბილისობის დღესასწაულმა, რომელიც თბილისს სცდება და ბევრად უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ ერთი ქალაქის დღესასწაული, ტრადიციული სახე მიიღოს და ყოველწლიურად გაიმართოს ბარსელონაში.
ჩვენი გაზეთის და ქართველი ემიგრანტების სახელით, მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს და იმ ემიგრანტებს, ვინც ძალ-ღონე არ დაიშურა და ჩაება თბილისობის მოსამზადებელ ფერხულში.
ასე რომ 2023 წლის 8 ოქტომბერს, ბარსელონაში მცხოვრებ ემიგრანტებს შესაძლებლობა გვექნება მოვინახულოთ და დავტკბეთ ყველაფერი ქართულით.
Dirección:Pg Mare de Déu del Coll, 77Distrito:GràciaBarrio:el CollCiudad:Barcelona