თბილისში ქანდაკებები ალაპარაკდნენ

თბილისში-ქანდაკებები-ალაპარაკდნენ640X556

თბილისში ქანდაკებები ალაპარაკდნენ: თბილისი შეუერთდა მოლაპარაკე ქანდაკებების საერთაშორისო პროექტს, რომელმაც თავდაპირველად სტარტი ქ. კოპენჰაგენიდან აიღო 2013 წელს და შემდეგ  მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქები მოიცვა.

პროექტის ფუძემდებელია, დევიდ პეტერ ფოქსი

ჩნდება კითხვა როგორ მეტყველებენ ქვის მონუმენტები?

გამორჩეულ ქანდაკებებს მინიჭებული აქვთ სპეციალური QR კოდი. ტელეფონში ჩატვირთული აპლიკაციით ხდება კოდის სკანირება, რის შემდეგაც  ტელეფონში შემოგდით ზარი ქანდაკებისგან, რომელიც გაგესაუბრებათ თუ უპასუხებთ.

შეგიძლიათ ქანდაკებებს ქართულ და ინგლისურ ენებზე მოუსმინოთ.

პროექტი ძალზედ კრეატიული და სახალისოა, ამავე დროს შემეცნებითი, რადგან ქანდაკება პირველ პირში გესაუბრებათ საკუთარ თავზე.

როგორც TALKING STATUES EUROPE ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, თბილისში, ქანდაკებების ამეტყველების საკითხზე, შეთანხმება მოხდა საქართველოს წარმომადგენელთან  თეა გოგოლაძესთან (კრეატიული დირექტორი თბილისი)

პროექტი განხორციელდა, თბილისის მერიის დაფინანსებით.

თუ შენც გსურს დაურეკო ვინმეს, შეარჩიე ქანდაკება და უბრალოდ დააწკაპუნე ფოტოზე.

მუშაობს მხოლოდ მობილურ მოწყობილობაში

გალაკტიონ ტაბიძე

PQ64+M86, თბილისი, საქართველო

გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა 1891 წელს, საქართველოს რესპუბლიკაში, მე-20 საუკუნის დასაწყისის მთავარი ქართველი პოეტი.

მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი დაიწერა მკაცრი ცენზურის პერიოდში, თუმცა, ამან დიდი ვერაფერი დააკლო მის ლექსებს რომელიც პოეტის განუზომელ სიყვარულს და სევდას ასახავდა.

საბჭოთა ხელისუფლებამ გალაკტიონის ცოლი დახვრიტა. რეპრესიებმა პოეტი დეპრესიაში და სასმელს მიეძალა. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მას პოეტთა მეფეს უწოდებდნენ. თბილისის ლიტერატურულ მუზეუმში მისი დაახლოებით 100 000 ნივთის არქივი ჯერ კიდევ სრულ გამოძიებას ელის. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე.

მსახიობები: რატი ამაღლობელი ნიკა გორდეზიანი

ავტორი: რატი ამაღლობელი

გიორგი ლეონიძე

გიორგი ლეონიძის ქანდაკება, ათონელის ქ. 27, თბილისი, საქართველო

გიორგი ლეონიძე (1899 – 1966) ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ლიტერატურათმცოდნე.

1918 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო.

მისი პირველი ლექსები ქართულ პრესაში 1911 წელს გამოჩნდა, შემდეგ კი მცირე ხნით იყო ახალგაზრდული მოძრაობის ცისფერყანწელების თანამოაზრე.

მაგრამ, როდესაც 1930-იანი წლების დაუნდობელმა რეპრესიებმა მრავალი მისი თანამემამულე მწერალი და საკუთარი ძმა, მიკრობიოლოგი ლეონ ლეონიძე სიცოცხლეს გამოასალმეს, ის იძულებული გახდა იოსებ სტალინისთვის ხოტბა შეესხა.

ლეონიძემ თავისი ქონება მშობლიური სოფლის კეთილდღობას მოახმარა და 1958 წლიდან გარდაცვალებამდე 1966 წლამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს. დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის პანთეონში.

მსახიობები: კახა კინწურაშვილი, ნიკა გორდეზიანი

ავტორი: ივა პეზუაშვილი

დავით გურამიშვილი

საქართველო, თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ა

გრაფი დავით გურამიშვილი (1705 – 1792) იყო ქართველი პოეტი, რომელმაც დაწერა ადრე რომანტიკული ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნაწარმოები „დავითიანი“.

მან თავისი ტრაგიკული და მშფოთვარე ცხოვრებიდან ოთხმოცდაშვიდი წელი აქცია ავტობიოგრაფიული პოეზიის ერთიან ციკლად.

ადრეულ ასაკში გურამიშვილი გაიტაცეს დაღესტნელებმა, როდესაც მათგან თავი დააღწია ტყვეობას უკრაინას შეაფარა თავი, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იცხოვრა საქართველოს დიდი მონატრებით.

1787 წელს, 82 წლის ასაკში, გურამიშვილი შემთხვევით შეხვდა ქართველ უფლისწულ მირიანს, რომელმაც გურამიშვილის ხელნაწერი საქართველოში ჩამოიტანა, ნაწარმოები გამოიცა 1870 წელს. 1792 წელს პოეტი გარდაიცვალა და დაკრძალეს უკრაინაში, მირგოროდის მიძინების ეკლესიაში.

მსახიობი: თემიკო ჭიჭინაძე,  ნიკა გორდეზიანი

ავტორი: შოთა იათაშვილი

თბილისში-ქანდაკებები-ალაპარაკდნენ350X377

კონსტანტინე გამსახურდია

ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო.

კონსტანტინე გამსახურდია (1893 – 1975) ქართველი კლასიკოსი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

გამსახურდიამ ადრეული განათლება ქუთაისის გიმნაზიაში მიიღო, შემდეგ კი პეტერბურგში სწავლობდა.

მან პირველი მსოფლიო ომის წლების უმეტესი ნაწილი გაატარა გერმანიაში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში, 1918 წელს ბერლინის უნივერსიტეტის დოქტორანტურა მიიღო.

გერმანიაში ყოფნისას რეგულარულად წერდა გერმანულ პრესაში საქართველოსა და კავკასიის შესახებ და მონაწილეობდა საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის ორგანიზებაში. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იგი გახდა ატაშე ბერლინში საქართველოს საელჩოში, პასუხისმგებელი პირველი მსოფლიო ომის ქართველი ტყვეების რეპატრიაციასა და ქართველი სტუდენტების გერმანიის უნივერსიტეტებში მოთავსებაზე.

სასწაულებრივად გადაურჩა სტალინის რეპრესიებს.

მსახიობი: ბაჩო ჩაჩიბაია,  ნიკა გორდეზიანი

ავტორი: ეკა ქევანიშვილი

შოთა რუსთაველი

საქართველო, თბილისი, მიხეილ ზანდუკელის ქ. 2.

შოთა რუსთაველი (1160 – 1220), ცნობილია რუსთაველის სახელით, შუა საუკუნეების ქართველი პოეტი.

იგი აღიარებულია ქართული ოქროს ხანის გამორჩეულ პოეტად და ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ უდიდეს მოღვაწედ. მან დაწერა პოემა „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ეროვნულ ეპიკურ პოემად ითვლება.

„ვეფხისტყაოსანი“ მრავალ ენაზე ითარგმნა. იგი პირველად დაიბეჭდა 1712 წელს თბილისში. შემონახულია მე-16 საუკუნით დათარიღებული ხელნაწერი ტექსტის ორი ფურცელი და ინახება საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში, იქვეა XIV საუკუნის პოემის ზოგიერთი სტრიქონი. პოემის ყველა სხვა ეგზემპლარი მე-17 საუკუნით თარიღდება.

სავარაუდოდ თამარ მეფის ფინანსთა მინისტრად მსახურობდა 1191 წელს. პოეტი საკუთარ თავს რუსთველად ასახელებს. ასევე მისი ეს სახელი, შემორჩენილია ფრესკაზე და იერუსალიმის ყოფილი ქართული ჯვრის მონასტრის საბუთზე.

მსახიობი: დავით ბეშიტაიშვილი,  ნიკა გორდეზიანი

ავტორი: ეკატერინე ტოგონიძე

ილია ჭავჭავაძე & აკაკი წერეთელი

კლასიკური გიმნაზიის ავტობუსის გაჩერება, საქართველო, თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ.

ცნობილი ქართველი პოეტებისა და ეროვნული მოღვაწეების, აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის ძეგლი.

მათ ბევრი რამ გააკეთეს ქართველი ხალხის განმანათლებლობისა და აღორძინებისათვის, ასევე ქართველთა თვითიდენტიფიკაციისთვის და საზოგადოებაში წერა-კითხვის გავრცელებაში. წერეთელი რევოლუციამდე 2 წლით ადრე გარდაიცვალა, ჭავჭავაძე კი წიწამურში მოკლეს. ისინი მეგობრები იყვნენ და ბევრი მიმდევარი ჰყავდათ.

თავადი ილია ჭავჭავაძე (1837 – 1907) იყო ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი და იურისტი, რომელიც ქვეყანაში ამყარებდა ევროპულ იდეალებს დააფუძნა პირველი ბანკი საქართველოში.

თავადი აკაკი წერეთელი (1840-1915) იყო გამოჩენილი ქართველი პოეტი და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე.

მსახიობი: ბექა სონღულაშვილი, ნიკა გორდეზიანი

ავტორი: დათო ტურაშვილი

ქართლის დედა

MRQ3+7R2, სოლოლაკის ქედი, თბილისი, საქართველო

ქანდაკება სოლოლაკის ბორცვის წვერზე ნარიყალას ციხის გვერდით 1958 წელს დაიდგა, როდესაც თბილისმა 1500 წლის იუბილე აღნიშნა.

გამოჩენილმა ქართველმა მოქანდაკემ ელგუჯა ამაშუკელმა ქართული ეროვნული სამოსით გამოწყობილი ქალის ოც მეტრიანი ალუმინის ფიგურა შექმნა.

დედა საქართველოს სიმბოლოა ქართული ეროვნული ხასიათის: მარცხენა ხელში უჭირავს ღვინის თასი, რათა მიესალმოს მეგობრებად მოსულს, ხოლო მარჯვენაში არის ხმალი მტერთან დასახვედრად.

მსახიობი: ნინო კასრაძე

ავტორი: ალეკო შუღლაძე

ნოდარ დუმბაძე

ჭავჭავაძის გამზირი, მზიურის პარკი, თბილისი საქართველო

ნოდარ დუმბაძე (1928 – 1984)

ქართველი მწერალი და მე-20 საუკუნის ბოლოს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორი.

მისი პირველი ლექსები და იუმორისტული მოთხრობები ქართულ პრესაში 1950 წელს გამოჩნდა. 1967 წლიდან 1972 წლამდე რედაქტორობდა სატირულ ჟურნალს „ნიანგი“.

ყველაზე დიდი პოპულარობით გამოირჩევა მისი რომანი „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, რომლის მემორიალიც 1960 წელს,  აღმართეს მზიურში.

მსახიობი: ლაშა გურგენიძე, ნიკა გორდეზიანი

ავტორი: გიორგი კეკელიძე

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI