,,თქვენ ანდალუზიაში საქართველო ჩამოგვიტანეთ“,- საერთაშორისო დიასპორული კინოფესტივალი ესპანეთში

საერთაშორისო დიასპორული-კინოფესტივალი-ესპანეთში1080X810

,,თქვენ ანდალუზიაში საქართველო ჩამოგვიტანეთ“,- საერთაშორისო დიასპორული კინოფესტივალი ესპანეთში / ტერმინი ,,დიასპორა“  ძველი ბერძნული სიტყვიდან -scatter- მომდინარეობს, რაც ,,გაფანტვას” ნიშნავს.

დიასპორის ხალხი – ადამიანთა ჯგუფები, რომელებიც, სამშობლოს მოწყვეტილები, მთელ მსოფლიოში  არიან გაფანტული. ისინი თავიანთ კულტურას ავრცელებენ, რათა  საკუთარი იდენტობა  შეინარჩუნონ…

ნატალი მიქავა სტიუარტ-ფოქსი 2000 წლიდან ევროპაში, ინგლისსა და ესპანეთში,  ცხოვრობს. ჰყავს ბრიტანელი მეუღლე  და 17 წლის შვილი- ჩარლზ ნიკოლოზი.

ნატალიმ 2009 წელს, ესპანეთში ქართული კულტურის ცენტრი -,, ევროჯორჯია“- დააარსა, რომელიც საქართველოს და ჩვენი ქვეყნის  კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება. ნატალი, ასევე, არის საქართველოს დიასპორული სავაჭრო პალატის წარმომადგენელი ანდალუზიის რეგიონსა და უელსში.

 ნატალი მიქავა სტიუარტ-ფოქსი არის საერთაშორისო დიასპორული კინოფესტივალის -,, ქართული ფილმი საზღვრებს გარეთ“ – იდეის ავტორი და დამფუძვნებელი.

 ,,დიასპორული კინოფესტივალი  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, დიასპორული ინიციატივების პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა.  

ღონისძიების  მხარდამჭერისაქართველოს ეროვნული კინოცენტრი და მისი წარმომადგენელი ქალბატონი ნინა ანჯაფარიძე, რომელიც კოორდინაციას უწევდა ქართული ფილმების წარდგენას ფესტივალზე.

ფესტივალის მიზანია ქართული დიასპორის წარმომადგენლების გაერთიანება, ქართული იდენტობის შენარჩუნება, უცხოეთში მცხოვრები ახალგაზრდა თაობების ქართულ კულტურასთან დაახლოება და ნიჭიერი ხელოვანების აღმოჩენა.

ამავე დროს, ფესტივალი პოპულარიზაციას უწევს ქართულ კინოს და ზოგადად ცნობადობას ზრდის საქართველოს, ქართული კულტურის ისტორიის და ტურისტული პოტენციალის შესახებ საქართველოს საზღვრებს გარეთ,“-ამბობს ნატალი.

 ნატალი მიქავა სტიუარტ-ფოქსის განცხადებით, ფესტივალი, მისი სახელწოდებიდან გამომდინარე, საკუთარი კონცეპტითა და თემატურობით გამოირჩევა:

ნატალი ფესტივალის მისიას ასე გვიხსნის: ,,ჩვენი პირველი დიასპორული კინოფესტივალის მთავარი მისია  ჩვენი ქვეყნის იდენტობის შენარჩუნება, სხვადასხვა დიასპორების ინტეგრაცია, ტოლერანტობა და ცნობადობა გახლავთ, რაც უმთავრესი ღირებულებების, მსოფლიოს ხალხთა ჰარმონიული თანაცხოვრების და მშვიდობის საფუძველია.

ოხარული ვართ, რომ ჩვენს მისიას ასე ლამაზად ჩავუყარეთ საფუძველი და   სხვადასხვა ეროვნების და კულტურის მქონე ადამიანები ჩვენს ულამაზეს ქალაქ მარბეაში გავაერთიანეთ.

ფესტივალის თემატურობამ უდიდესი ინტერესი გამოიწვია, როგორც რეგიონის ხელისუფლების,  ასევე, მოწვეული სტუმრების მხრიდან“.

ნატალი მიქავა სტიუარტ-ფოქსი   განსაკუთრებით აღნიშნავს ახალგაზრდული სექტორის აქტიურობას, რომელსაც ფესტივალის ორგანიზებაში აქტიურად ჩართული ახალგაზრდა რეჟისორი -მიშო სულუხია ხელმძღვანელობს.

რაც შეეხება ჟიურის წევრებს, ისინი იყვნენ: საქართველოს დამსახურებული არტისტები: მალხაზ ქვრივიშვილი და

ზვიად დოლიძე; ასევე,-საერთაშორისო  მედია ექსპერტები: მიშელ კრუზი, ალან ბოული და ელენა ოლცინი.  

ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი საერთაშორისო დიასპორული კინოფესტივალის -,, ქართული ფილმი საზღვრებს გარეთ“ -დიპლომები და  პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ესტივალის ქართული ფილმების არასაკონკურსო ჩვენება,,Brighton 4th“- (სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი,  

რეჟისორი – ლევან კოღუაშვილი);

,,Delilah“- (მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რეჟისორი – ნიკა აგიაშვილი);

,,ექვთიმეღვთის კაცი“ – (მხატვრული ფილმი, რეჟისორი – ნიკოლოზ ხომასურიძე).

ფესტივალის სამახსოვრო პრიზები და დიპლომები გადაეცათ:

ფესტივალის პრიზი საუკეთესო დიასპორული მოკლე ფილმი

,,მილიკა – მოლდავეთი (რეჟისორი – ვალერი ჟერეგი);

ესტივალის პრიზისაუკეთესო ქართული დოკუმენტური ფილმი

,,ჰეი, გუნეშ, (რეჟისორები: ანა ჯეგნარაძე  და მარიტა თევზაძე);

აუკეთესო ანიმაციური ფილმი,,ლილე, (რეჟისორი-

ნათია ნიკოლაიშვილი); 

აუკეთესო ტოლერანტული ფილმი,,მე ,ისინი და მამა“ (რეჟისორი – სალომე ვეფხვაძე ).

ფესტივალის დიპლომები გადაეცათ ტურისტული ფილმების სექტორის მონაწილე ფილმებს, რომელთაც, ასევე, დიდი ინტერესი გამოიწვიეს.

,,ქვენ ანდალუზიაში საქართველო ჩამოგვიტანეთ“,-სწორედ ამ ფრაზით უხდიდნენ მადლობას ქართველი ემიგრანტები ესპანეთში გამართული კინოფესტივალის ორგანიზატორებს…

და მთავარიც ხომ ეს იყო: დიდი ხნის წინ დატოვებული და ძალიან მონატრებული სამშობლოს სიახლოვე აქვე, ახლოს, ხელის გაწვდენაზე…

ნატალია მეგუთნიშვილი

ავტორი-ნატო მეგუთნიშვილი

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI