კატალონიაში კოვიდ-პასპორტი ამოქმედდა

კოვიდ-პასპორტი-კატალონიაში630X419

კატალონიაში კოვიდ-პასპორტი ამოქმედდა: ბოლო ინფორმაციით კატალონიაში სრულად მოიხსნა ყველანაირი კოვიდ-რეგულაცია, ადამიანების ჯგუფების შეკრებასა და სხვადასხვა ღონისძიებებზე განსაზღვრული რაოდენობის მაყურებლის დასწრებაზე.

თუმცა საშობაო დღესასწაულების მოახლოვებასთან ერთად, იზრდება რისკი ვირუსის გავრცელების შესახებ. ამ შეზღუდვების მოხსნის საპირწონედ კატალონია ერთ-ერთი პირველია რომელმაც არ დააყოვნა და ნებისმიერი სახის სარესტორნო თუ, სხვა მომსახურეობაზე აამოქმედა კოვიდ-პასპორტი, რომელსაც ყოველ ცხრა თვეში დაჭირდება განახლება. რაც გამოიხატება ახლიდან ჩამოტვირთვაში.

კოვიდ-პასპორტი გეძლევათ მხოლოდ აცრის შემთხვევაში, კატალონიაში შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ, La Meva Salud -დან. ეს არის იგივე QR კოდი (შტრიხკოდი), რომელიც შეგიძლიათ პირდაპირ ტელეფონში იქონიოთ ამობეჭდვის გარეშე. აღნიშნული სერტიფიკატი გამოიყენება ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისთვის, ტესტების გარეშე.

ტუტორიალი თუ როგორ დავრეგისტრირდეთ კატალონიის La Meva Salut-ზე

კანონი კოვიდ-პასპორტის შესახებ, კატალონიაში უკვე პარასკევიდან შევიდა ძალაში (27 ნოემბერს), თუმცა რადგან მოხდა ინტერნეტ სერვერების კოლაფსი, მოსახლეობის უმრავლესობა დარჩა სერტიფიკატების გარეშე, ამიტომ „ჟენერალიტეტმა“ უმალ განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრამდე ეს კონკრეტული კანონი არ ამოქმედდება. მოსახლეობას დაპირდნენ, რომ ორშაბათამდე ტექნიკური ხარვეზი გამოსწორდება.

რადგანაც ავტონომიური რესპუბლიკები თავად განსაზღვრავენ თუ რომელ დაწესებულებებში იქნება მოთხოვნა ამ სერტიფიკატების წარდგენაზე, საჭიროა ინდივიდუალურად გავეცნოთ, ყველა ავტონომიის შიდა განაწესს. ასევე ყველა ავტონომიაში აქვთ ადგილობრივი ვებ-გვერდები სხვადასხვა დოკუმენტების გამოსათხოვრად.

კატალონია სერტიფიკატს ითხოვს შემდეგ დაწესებულებებში: რესტორნები, ღამის კლუბები, სავარჯიშო დარბაზები, სპორტული მოედნები და მოხუცებულთა რეზიდენციები. სავარაუდოდ ეს სია კვლავაც გაფართოვდება და ნებისმიერ ხალხმრავალ შეკრებებს, კონცერტებსა თუ ბანკეტებსაც შეეხება.

ვისაც არ ექნება კოვიდ-პასპორტი, შეუძლია ისარგებლოს სხვადასხვა ტიპის ტესტებით რომელსაც მაქსიმუმ 72 საათით აქვს ვადა, ან სერტიფიკატი იმის შესახებ რომ კოვიდ-19 ახალი გადატანილი აქვთ.

ამ ეტაპზე პირველი ავტონომიური რესპუბლიკები, რომლებმაც დაუყოვნებლივ აამოქმედეს რეგულაცია, ესენი გახლავთ დაბლა ჩამოთლილი რეგიონები. თუ გსურთ მითითებული სერტიფიკატები ჩამოტვირთოთ ზედ დააწკაპუნეთ:

ბალეარის კუნძულები, გალიცია, კატალონია, ვალენსია, ბასკეთი.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი პასპორტების პრაქტიკას საფრანგეთი, იტალია, გერმანია და სკანდინავიური ქვეყნები უკვე თვეებია იყენებენ. საფრანგეთში კოვიდ-პასპორტების ამოქმედებას, მწვავე პროტესტი და აზრთა სხვადასხვაობა მოყვა. ამ ეტაპზე ესპანეთში მოსახლეობის 80 პროცენტია აცრილი.

ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეყრდნობა, ესპანურ პრესას და ადგილობრივი სამთავრობო ორგანიზაციების მიერ, ოფიციალურად გამოქვეყნებულ განცხადებებს.

ქართველები ბარსელონაში

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI