კატალონიაში კოვიდ პასპორტი გაუქმდა

კატალონიაში-კოვიდ-პასპორტი-გაუქმდა650X450

კატალონიაში კოვიდ პასპორტი გაუქმდა. აღნიშნული შეზღუდვა უქმდება ხუთშაბათს ღამიდან, 27 იანვარს.

კოვიდ პასპორტთან ერთად უქმდება სხვა დანარჩენი შეზღუდვებიც რაც განპირობებულია იმით, რომ ომიკრონთან მიმართებაში ვირუსი ერთნაირად გადამდებია როგორც აცრილ ისე აუცრელ მოქალაქეებში.

მოსახლეობის უმეტესობას უკვე გადატანილი აქვს ინფექცია თუმცა ბევრად მსუბუქ ფორმებში ვიდრე ვირუსის წინა ვარიანტების შემთხვევაში.

რეგიონალურმა მოსამართლემ გადაწყვეტილება ოთხშაბათს მიიღო კოვიდ 19-ის მართვის კომისიასთან შეხვედრამდე. რადგან კატალონიაში კოვიდ სიტუაციის შესახებ ინფორმაცია ნაადრევად იქნა მიწოდებული მეცნიერთა კომიტეტის მხრიდან.

მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ომიკრონის ვარიანტის შემთხვევაში დამტკიცდა, რომ ბევრად გადამდებია, თუმცა იოლად გადასატანი განსაკუთრებით ვაქცინირებულ მოსახლეობაში,

ინფექციის გავრცელება ბევრად აღემატება დელტას, რომელიც დომინირებდა კატალონიაში, როდესაც სერთიფიკატი შეიქმნა“.

ასევე კატალონიაში უქმდება ლიმიტირებული შეკრების ზღვარი.

ძალაში რჩება შეზღუდვები ღამის ობიექტებზე რომლებიც გახსნასაც სავარაუდოდ კიდევ ერთი კვირა დააგვიანებენ.

არ გამოირიცხება რომ ღამის გასართობ დაწესებულებებში როდესაც გაიხსნება, კოვიდ პასპორტი მაინც იყოს მოთხოვნადი.

კატსალუტის დირექტორი ხემა კრეივინკელი აცადებს რომ: „დადგა სტაბილურობის დრო, თუმცა შეზღუდვების მოხსნა არ ნიშნავს პანდემიის დასასრულს გამომდინარე ვირუსის გავრცელების სისწრაფიდან, თუმცა გვაქვს ბევრად ნაკლები ჰოსპიტალიზაციის ფაქტები“.

ასევე განაცხადა რომ დღეისათვის არსებული წესები როგორიცაა: სოციალური დისტანცია, ნიღბები და ხელის დაბანა ესაა ერთგვარი შემაფერხებელი ბარიერი ვირუსის გავრცელებისთვის.

ბარსელონას ჰოსპიტალ კლინიკის ეპიდემიოლოგი ანტონი ტრია აცხადებს რომ

„ვერ ხედავს დიდ საფრთხეს შეზღუდვების მოხსნაში თუმცა არ გამორიცხავს ვირუსის მეტად გავრცელებას“.

ამა წლის მეორე სემესტრის დასაწყისიდან (10 იანვრიდან), სასკოლო სივრცეებში გაკეთებულია 383.000 ანტიგენის ტესტი, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ავტორიზებულ აფთიაქებში, საიდანაც 28.500 იყო პოზიტიური შემთხვევა, სულ 7,5%.

მაშინ როდესაც პირველ სემესტრში, ჩატარდა 71.500, საიდანაც სულ გამოვლინდა 1,17% პოზიტიური შემთხვევა.

წყარო ადგილობრივი პრესა: 20 minutos

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI