კატალონიაში კომენდანტის საათი გაუქმდა

კატალონიაში-კომენდანტის-საათი-გაუქმდა752X455

კატალონიაში კომენდანტის საათი გაუქმდა, თუმცა კვლავაც ძალაში რჩება აქამდე არსებული ყველა დანარჩენი შეზღუდვა, რომელიც 2021 წლის 25 დეკემბრიდან დღემდე აამოქმედა კატალონიის ჟენერალიტეტმა.

ამ დრომდე ძალაშია ნიღბების გამოყენების ვალდებულება, როგორც გარე ისე შიდა სივრცეებში.

ყოველკვირეული მონიტორინგის მიხედვით (ნაცვლად 15 დღისა), გადაიხედება შეზღუდვების შემსუბუქების მიზანშეწონილობა

ყოველი კვირის ბოლოს თანდათანობით დაიწყება სხვადასხვა არსებული აკრძალვის გაუქმება, რაც დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების მასშტაბებზე.

როგორც მოსალოდნელი იყო პარასკევს ღამით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას, ბარსელონას ქუჩებში ახალგაზრდების შეკრება და „Botellón“-ის (ქუჩაში მასობრივი შეკრება და ჭარბი ალკოჰოლის მიღება) გამართვა მოყვა.

საბედნიეროდ ამჯერად ახალგაზრდებსა და პოლიციას შორის სერიოზულ დაპირისპირებას ადგილი არ ქონია.

შეგახსენებთ, რომ დღემდე არსებული სხვადასხვა შეზღუდვები კომენდანტის საათთან ერთად კატალონიასა და სხვა ავტონომიურ რესპუბლიკებში საშობაო დღესასწაულებზე დააწესეს covid19-ის მე-6-ე ტალღის შესაკავებლად.

ქვეყანაში უკვე დაწყებულია მესამე დოზით (Moderna) ვაქცინაცია ზრდასრულებში, ხოლო ბავშვები 5 წლის ასაკიდან 12-მდე იცრებიან ფაიზერის მესამედი დოზით.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI