დღევანდელ სტატიაში, მინდა წარმოგიდგინოთ გიორგი თხილაიშვილი 18 წლის ქართველი ახალგაზრდა ბარსელონადან, რომელიც არის MMA – ის მებრძოლი.
სულ ცოტა ხნის წინ ამ სპორტის სახეობის შესახებ ძალიან ნაკლებად იყო ცნობილი საზოგადოებისთვის, თუმცა რაც ილია თოფურიამ UFC – ს ჩემპიონობა მოიპოვა ესპანეთსა და საქართველოში ბევრი მიმდევარი გაუჩნდა სპორტის ამ მიმდინარეობას.
ჩვენ კი ნელ-ნელა აღმოვაჩინეთ ამ სპორტის სახეობით დაკავებული ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მწვერვალებს იპყრობენ.
გიორგიც ერთ-ერთი წარმატებული ქართველი სპორტსმენია, რომელიც სულ რაღაც წელიწად ნახევარია რაც ესპანეთში, კერძოდ კი კატალონიაში იმყოფება და უკვე კატალონიის ჩემპიონია კრივში.
გიორგი კატალონიის ჩემპიონობას 2023 წლის 23 მატრს დაეუფლა, მან პირველივე რაუნდში, 49 წამში ნოკაუტით მოუგო მოწინააღმდეგეს.
ქართველმა სპორტსმენმა ზუსტად ორ კვირაში ჩაატარა სარეიტინგო ბრძოლა, რომელიც იგივე ნაირად პირველივე რაუნდში ნოკაუტით მოიგო.
ჩვენ დავინტერესდით მისი მოღვაწეობით ბარსელონაში და ჩვენს შორის მოკლე ინტერვიუ შედგა.
ესპანეთში სულ წელიწად ნახევარი არის რაც ჩამოვედი ვარ, საქართველოს ჩემპიონი MMA – ში, საქართველოს თასის ვიცე ჩემპიონი კიკ-ბოქსინგში, კატალონიის ჩემპიონი კრივში და
კარატეს შავი ქამრის მფლობელი (ასევე სხვა მრავალი ტურნირის გამარჯვებული სხვადასხვა საბრძოლო სახეობებში)
როდესაც ვკითხეთ თუ რა იყო მისი ესპანეთში გადმოსვლის მიზეზი და გაამართლა თუ არა მოლოდინმა გვიპასუხა, რომ
– „დიახ, მოლოდინმა გაამართლა და ღირდა ამისთვის ემიგრაციაში წასვლა, რადგან პროფესიული კუთხით ახერხებს თვითრეალიზებას“.
ესპანეთში სპორტისა და ჩემი ოჯახის გამო ჩამოვედი მინდოდა, რომ ახალი გამოცდილებები მიმეღო სპორტშიც და ცხოვრებაშიც, რა თქმა უნდა გაამართლა მიუხედავად იმისა რომ იყო ცოტა დაბრკოლებები, აქ მომეცა მეტი პერსპექტივა და მეტი შესაძლებლობა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი, ბარსელონაში, ქართველების დაფუძნებული სპორტული კლუბის „იბერიის“ სახელით გამოდის, სადაც ქართველი ინსტრუქტორები ავარჯიშებენ.
ამ კლუბს არა მარტო ქართველი, არამედ ბევრი ესპანელი წევრი ჰყავს, როგორც თავად ესპანელები ამბობენ
– „ერთხელ თუ გაეცნობი გარემოს, სხვაგან წასვლის სურვილი აღარ უჩნდებათ“.
ჩემი მწვრთნელების, ბერდია ლიპარტელიანის და ირაკლი ქურასბედიანის მხარდაჭერით დიდ სამზადისში ვართ,
ვემზადებით მაისში კანარის კუნძულზე საერთაშორისო ტურნირისთვის და ოქტომბერში ესპანეთის ჩემპიონატისათვის.
ახალბედა ემიგრანტებს ვურჩევდი რომ იბრძოლონ საკუთარი მიზნებისთვის.
ჩვენი გაზეთის რედაქცია, გიორგის და მის კლუბს უსურვებს წარმატებებს და წინსვლას მომდევნო ასაპარეზობებზე.