კიევი- ბარსელონას მიწვეული სტუმარი La Merce 2023-ზე. ბარსელონაში, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ლამაზ დღესასწაულზე “La Merce 2023” მიწვეული სტუმარია ქალაქი – კიევი, რომელსაც ვიტალი კლიჩკო წარმოადგენს.
კიევის მერს მასპინძლობს ბარსელონას ახლად არჩეული მერი – ჟაუმე კოლბონი.
ბარსელონაში საზეიმო ღონისძიებები პარასკევს საღამოს გაიმართა და გაგრძელდება ორშაბათს 25 სექტემბრამდე.
ქალაქის დღესასწაული დაიხურება მუნჯუიკზე, ბარსელონას ცნობილი ფანტანების ცეკვის ფონზე „პირომუსიკით“
რაც ცნობილი მომღერლების სიმღერების ფონზე ფეიერვერკების წვიმას გულისხმობს.
კიევი საპატიო სტუმრის სტატუსით და რუსეთ-უკრაინის ომში, ესპანეთის კიდევ ერთი ღია მხარდაჭერა უკრაინას.
ქალაქის მერებმა 22 სექტემბერს საზეიმოდ გახსნეს მერსეს დღესასწაული, რომელიც უკრაინულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი გიგანტების „ოლგას და ვლადიმერის“ ცეკვით დაიწყო.
მოგვიანებით „უკრაინელი“ გიგანტების წყვილი, რომლიც სტუმარი ქალაქის საპატივცემულოდ დამზადდა ამ დღესასწაულისთვის ქ. კიევში გაემგზავრება, როგორც კიევის და ბარსელონას მეგობრობის ნიშანი.
როგორც ცნობილი ადგილობრივი გამოცემა „ლავანგუარდია“ იტყობინება, კოლბონმა კიევის მერი ასევე მიიწვია მერების ევროპულ სამიტზე
„როგორც ერთ-ერთი ევროპული ქალაქის მერი, თუ ომის გარემოებებიდან გამომდინარე ამის საშუალება მიეცემა“.
შეხვედრა 7 და 8 ნოემბერს ბარსელონაში Smart City Expo-ს კონგრესზე, გაიმართება.
”ჩვენ ვიცით, რა თქმა უნდა, რომ გეოგრაფიულად, პოლიტიკურად და მენტალურად ევროპელები ვართ”, – განაცხადა კიევის მერმა.
თავის მხრივ ვიტალი კლიჩკომ ბარსელონას მერი კიევში მიიწვია, როგორც კი ქალაქში ვიზიტისთვის უსაფრთხო მდგომარეობა იქნება.
რადგან ბარსელონას დღესასწაულზე მიწვეული უკრაინის დედაქალაქია, ბუნებრივია უკრაინული დიასპორა მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენას, რაც ადგილობრივი რუსებისთვის ძალიან არასასიამოვნო მოვლენაა.
ყველასთვის ცნობილი ფაქტია ის რომ კატალონიაში რუსულ დიასპორას ძალიან ღრმად აქვს ფესვები გადგმული.
ათწლეულების მანძილზე უკონტროლოდ შემოედინებოდა დიდძალი რუსული ფული, რაც ევროპული სანქციების შედეგად მკვეთრად შეიზღუდა, ხოლო უკრაინასთან ომის შემდეგ, რაც რუსეთიდან ფულის შემოდინება შეიძღუდა და მათი ბიზნესები პრაქტიკულად ჩამოიშალა,
განსაკუთრებით უძრავი ქონების სექტორი, რადგან ვეღარ ახერხებენ ევროპულ ბანკებში ანგარიშების გახსნას და ვეღარც უძრავ ქონებას ვერ ყიდულობენ.
დღემდე უამრავი მათგანი გაჭირვებით ახერხებს ევროპაში შემოსვლას, მიუხედავად იმისა რომ იქ უძრავი ქონება გააჩნიათ.
კატალონიაში, ყველაზე პროკომუნისტური ადგილობრივი ძალებიც კი ხმამაღლა ვეღარ გამოთქვამენ რუსეთის მხარდაჭერას, რადგან დღესდღეობით
რუსული აგრესია ყველასთვის ნათელია და ამ დანაშაულის მხარდაჭერა ცივილიზებული სამყაროსთვის უბრალოდ, სამარცხვინოა.
იხილეთ სტატია მერსეს ტრადიციული დღესაწაულის შესახებ, დაწკაპუნეთ ფოტოზე 👇🏻