ლინგვისტური კურიოზები ესპანეთიდან: მოგეხსენებათ ემიგრანტობა არაა იოლი, მით უმეტეს როდესაც ენობრივ ბარიერებს ვაწყდებით.
ქვემოთ მოყოლილი კურიოზები და ილუსტრაციები კარგ ხასიათზე დაგაყენებთ და ამასთანავე დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ ის ნიუანსები, რომელიც ესპანეთში მცხოვრებ თითქმის ყველა ემიგრანტს ერთხელ მაინც შეშლია. მასალა მოპოვებულია სოციალური ქსელიდან.
სოფო ჩაფიჩაძე
ერთ ოჯახში ვმუშაობდი და ძაღლმა დივნის ბალიშები დაგლიჯა. დივანი ბებიის იყო ძველებური… წუხდნენ საკმაოდ. უფროსი წავიდა და მთელი ბარსელონა მოიარა მსგავსი ნაჭერი რომ ეშოვნა…
რეკავს ტელეფონი და ვპასუხობ… მეუბნება „უთხარი ჩემ ძმას ბალიში წაიღოს და აჩვენოს რომ შეაკეთონ. კარგი „Tapicero“(რესტავრატორი) ვნახეო“.
მოვიდა ძმა და ვეუბნები: შენმა დამ დაგიბარა „Cojones“ წაიღე რომ ნახონ და შეაკეთონო. ერთი საათი რო იხარხარა მერე მივხვდი რაც ვთქვი.
სოფიკო კვასტიანი
ჩემი ბებოს დისშვილი მეკითხება: სოფია წამალი რამდენი ყუთია დარჩენილიო? მეც ამაყად ვპასუხობ: ¡No preocupen aún quedan tres cojones! (ნუ ღელავთ ჯერ კიდევ დარჩენილია სამი „Cojones“)
თამილა დარჩია
ოჯახში სადაც ვმუშაობ აივანზე ბალიშის პირები იყო გასარეცხი, როცა სახლში არიან ვერ ვახერხებ ხოლმე ბევრი საქმეა. შეკითხვაზე, როდის გარეცხავო?
მეთქი: დასასვენებლად რომ წახვალ დაგაძრობ „Cojones“ გავრეცხავ დავაშრობ და ისევ გაგიკეთებ თქო…. ბიჭი ამოყირავდა… ეს ყველაფერი წარმოვიდგინე-ო… ვინც ესპანეთშია მიხვდება რა შეცდომაც დავუშვი…
გამარჯვებული კურიოზი მოწონებების მიხედვით
ქრისტინა ჯიხვაძე
მოკლედ ოჯახში ვმუშაობდი ცოლ-ქმართან და ქალის სახელი კი ვიცოდი, მაგრამ კაცი არ იყო ხოლმე სახლში. რომ ვაკვირდებოდი ეს ქალი მის ქმარს სულ „Gordo“-ს ძახდა. ჰო და გადავწყვიტე რომ „Gordo“ ქვია ამ კაცს.
ერთხელაც რაღაც უნდა ვკითხო და ვეძახი „¿Puedes venir un momento gordo? “(ანუ შეგიძლია ერთი წუთით მოხვიდე „მსუქან“?) დანარჩენი წარმოიდგინეთ თქვენ.
მაკო ჭინკაძე
პირველ სამსახურში რომ შევედი სამუშაოდ სულ გაიძახოდა „Mi marido, mi marido“ (ჩემი ქმარი). მე კი სახელი მეგონა და ერთ დღესაც ქალმა მითხრა „Mi marido“-ს დაუძახეო, მეც ბოლო ხმაზე გავძახე „Mi marido“ შენი ქალი გეძახის თქო. მას მერე აღარც მიმუშავია გამათავისუფლეს სამსახურიდან.
ალა ხურციძე
ესპანეთში ხორცეულის მაღაზიაში ვმუშაობდი „hola“ (გამარჯობა) რას ნიშნავდა არ ვიცოდი და ბებომ ხორცი გამატანა მის შვილთან, მივედი და ვეუბნები „esto señora“ შვილი სიცილით ურეკავს დედას, ცოცხალი ხარო? ალამ ხორცი მოიტანა და „esto señora“ მეუბნება და შენი ხორცი მეგონაო.
ალა ხურციძე
ხორცის მაღაზიიდან, გადავედი ოჯახში. ხანდაზმულ ცოლ-ქმართან და ღამე საკმაოდ ციოდა და ერთ მშვენიერ დილას ქალს ვეუბნები დიდი მოწიწებით tengo frío ¿tienes amante? (მცივა „amante“ არ გყავსო) ანუ manta ვიცოდი გადასაფარებელი იყო და ჩემი აზრით კარგი ვთქვი.
ქალის პასუხი: Hala amante no tengo, tengo marido pero no te puedo dar (საყვარელი არა მაგრამ ქმარი მყავს, მაგრამ ვერ დაგითმობო) ისეთი გავიძურწე უკან არ მომიხედავს
მარინა ხატიაშვილი
ეს მე არ გადახდა, მაგრამ მოვყვები: ოჯახი სადილობს მოახლესთან ერთად და ამას უნდა რომ თავი გამოიჩინოს ესპანური ცოდნით. და ამბობს: „hace tiempo que extraño la polla“_ო, (დიდი ხანია მენატრება polla-ო) იქ ამბავი ატყდა…. Როცა მიხვდა, კი შერცხვა.
ქეთინო ანანიძე
ახალ ჩამოსული ვარ სულ ახალი ერთი კვირაც არ იქნება. წავედი ბაზარში და მინდა ვიყიდო ხორცი. მამაკაცებია გამყიდველები და უზომო რიგია. მომიწია რიგმა და ვეუბნები „Pollo“-ს ნაცვლად „Polla“ მინდა მეთქი და ერთმანეთს უყურებენ.
განა მიხდენ სწორად რომ არ ვთქვი კიდევ მათქმევინეს და ისეთი სიცილი მორთეს რაის ხორცის გაყიდვა რაის ხალხზე მომსახურება დაიშალა რიგი და გამოვიქეცი.
აი ასეთი იყო ჩემი ერთი დღის ბაზარი.
თამილა დარჩია
ბაბუასთან ვმუშაობდი დროებითზე… ენა მაშინ საერთოდ არ ვიცოდი, არც ახლა ვიცი კარგად მაგრამ რასაც მეუბნებიან ვხვდები მაინც…ხოდა
-ბაბუ მეკითხება: სადილად რას მაჭმევო…
-მეც ვუთხარი: „Pollas“ გაჭმევ თქო…
ცოტა ხანში მესმის გოგოს ურეკავს და ეუბნება თამარას ვკითხე, რას მაჭმევს და ასე მითხრა „Polla“-სო… ახლა კედელ-კედელ დავდივარ დანა რომ უჭირავს, კაცი ჩემს მეტი არავინაა და “იმის” გარეშე არ დამტოვოსო…
ნანა თათეიშვილი
მომიწია რიგმა და ერთერთ ჩემს ისტორიას მოგიყვებით.. ახალი ჩამოსული ვარ და ბებიასთან ვმუშაობდი, საოცრად კარგი ადამიანი იყო, მოსული ქალი იყო, იწონიდა 100 კგ.ერთ საღამოს აიჩემა „მინდა bikini“ და აღარ ჩერდება..
ვახ კაცო ვფიქრობ, რა ბიკინი ამ ასაკში და ამ წონაზე თქო.
წავედი გადმოვქექე საძინებელი, შვილი ცხოვრობდა იმავე სართულზე და შემომისწრო. კითხვაზე რას ეძებ, პასუხად ბიკინი რომ მიიღო…მოსასულიერებელი გამიხდა…
მარი აქუბარდია
„Cubo“ მომიტანეო მითხრეს ახალ ჩამოსულს დღემდე მახსოვს ზალაში კუბოს ვეძებდი, „კრუგებს“ ვურტყამდი სახლს. ვერსად ვიპოვე, არადა სინამდვილეში რამდენიმეჯერ ავუარე „Cubo“-ს
თამრიკო ზანდარაშვილი
ეს ამბავი ჩემს ქმარს შეემთხვა ბარში ქალ ბარმენს ქმრის თანდასწრებით სამი „Beso“ სთხოვა სამი „Vasos“ ნაცვლად. სიცილით კი მისცეს 3 ჭიქა, ჩემი ქმარი კი ფიქრობდა ნეტა რა აცინებთო.
ტეირა რამიშვილი
ბრწყინვალე ოჯახში ვმუშაობდი ცოლ-ქმართან. ძალიან მშიოდა და ვუთხარი tengo mucho hombre მეთქი და გადაბჟირდნენ. შემდეგ მათმა შვილმა ჩამომიწერა:
hombre-კაცი, hambre-შიმშილი, opio-ოპიუმი, apio-ნიახური
ნინო ძერკორაშვილი
მეგობარმა ერთხელ ბარში სამი ბაკალი ლუდის (Caña) ნაცვლად სამი-Coño შეუკვეთა.
ანასტასია ტასო
მოგეხსენებათ, ოჯახში ხშირად მიმართავენ ერთმანეთს “საყვარელი” მოფერებითი სახელებით, მისი ოჯახის “უფროსიც” ნაკლები არ იყო, თავის ცოლს ყოველი სიტყვის მერე María coño (ასე სცემდა პატივს). ერთ დღესაც, მოხუცის შვილები მოვიდნენ და ელაპარაკებოდნენ ჩვენს გმირს, სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე, საუბრის დროს ახსენა, რომ Señora María Coño, (რადგან კონიო გვარი ეგონა) შვილი გაგიჟდა „რა coño„-ო, „მამაშენი ასე ეძახისო და მეც ასე ოფიციალურად მირჩევნია ვისაუბრო მასზეო“.
გაოცებული შვილი ეძახის მამას და მერე ყველანი ერთად უხსნიან ჩვენს, თავგადასავლების მაძიებელს, რომ მეტჯერ აღარ დაუძახოს Señora Maria Coño, რადგან ეს არ არის გვარიიი!!!
მასალა მოპოვებულია სოციალური ქსელიდან, ჯგუფი: ქართველები ბარსელონაში