მადრიდის უნივერსიტეტში საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე ისაუბრებენ

მადრიდის-უნივერსიტეტში-საქართველოს-გეოპოლიტიკურ-მდგომარეობაზე ისაუბრებენ15X430

მადრიდის უნივერსიტეტში საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე ისაუბრებენ/მარიამ ჩიქობავა, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტია ამჟამად მადრიდში, ნებრიხას უნივერსიტეტში, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აგრძელებს სწავლას.

სულ ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით, სწორედ მარიამის სტატუსიდან შევიტყეთ, რომ ნებრიხას უნივერსიტეტისს ლექტორი სტუდენტებს, საქართველო-რუსეთის კონფლიქტის თემაზე და საქართველოს გეოპოლიტიკური სიტუაციის შესახებ საკმაოდ სიღრმისეულ მიაწვდიდა ინფორმაციას.

როგორც აღმოჩნდა ზემოთ აღნიშნული ფაქტი არც მეტი, არც ნაკლები ქართველი სტუდენტის მარიამ ჩიქობავას აქტიურობის შედეგია.

რაც იმის ნათელი მაგალითია, რომ ყველა ქართველი, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება ნებით თუ უნებლიედ, საკუთარი ქვეყნის ელჩად და ინტერესების დამცველად შეიძლება მოგვევლინოს.

როგორც მარიამი ამბობს, თავიდან საქართველოს ხსენებაზე მისი კურსელების უმეტესობას ეგონა რომ ამერიკის „ჯორჯიაზე“ საუბრობდა:

საკუთარი თავის გაცნობისას, როდესაც ვამბობდი „საქართველოდან ვარ“- უმეტესობას ეგონა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვიყავი.

შესაბამისად, საკუთარი თავის გაცნობა ცოტა ვრცლად მიწევდა, სადაც ვყვებოდი ქვეყანაზე, რომელიც ზომით პატარაა, თუმცა ევროპული ღირებულებებით არ ჩამოუვარდება სხვა ქვეყნებს- მარიამი.

მარიამის აქტიურობამ შედეგი გამოიღო და მისმა ლექტორმა ლუის დიაზ-ბედია-ასტორიამ ერთ დღესაც მთლიანი ლექცია დაუთმო საქართველოს თემას.

პროფესორმა მარიამთან საუბრისას ასვე აღნიშნა, რომ  კონფლიქტების კონტექსტში საქართველოს თემას აუცილებლად დაუთმობდა სალექციო საათს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს საკითხის წამოსაჭრელად.

პოსტი სოციალურ ქსელში

ერთი კარგი ამბავი მინდა გაგიზიაროთ. ფოტოზე პროფესორი ლუის დიაზ-ბედია ასტორია, რომელიც საერთაშორისო კონფლიქტების ანალიზს მასწავლის ნებრიხას უნივერსიტეტში, მადრიდში.

პირველ ლექციაზე საკუთარი თავის წარდგენისას ხმამაღლა და ხაზგასმით ვთქვი, რომ საქართველოდან ვარ, ქვეყნიდან, რომლის 20%-იც ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

კურსის ფარგლებში ხშირად გვიწევდა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ საუბარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

თუმცა საუბრისას მუდმივად ვაცხადებდი, რომ უკრაინამდე საქართველო იყო და საქართველოში მომხდარ ფაქტებზეც უნდა ჰქონდეს მსოფლიოს შესაბამისი ინფორმაცია.

საქართველოზე საუბრით ცოტა დავღალე კიდეც ჩემი ჯგუფელები.

რამდენიმე კვირის შემდეგ, ერთ-ერთ ლექციაზე მისულს პროფესორმა მითხრა, რომ აღნიშნული დღის ლექცია მთლიანად საქართველოს შეეხებოდა

და რომ ამიერიდან, კონფლიქტებზე საუბრისას საქართველოს აუცილებლად დაეთმობოდა სალექციო საათი.

ვერ აგიხსნით როგორ გამიხარდა და როგორ დავაფასე ეს ადამიანი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ. 

კურსის ყველა სტუდენტმა შეისწავლა საქართველოს შესახებ, ხოლო მომავალში, იგივე ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებიც გაეცნობიან.

სემესტრის ბოლოს კი, ამ საოცარმა ადამიანმა მითხრა, რომ რუსეთ-საქართველოს ომისთვის მიმეძღვნა ნაშრომი, რომელიც აღნიშნული საგნისთვის მაქვს მოსამზადებელი. 

არასდროს იფიქროთ, რომ თქვენი ხმა არ არის საკმარისი მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის და ყოველთვის გჯეროდეთ, რომ პატარა ნაბიჯებს დიდი ძალა აქვს!

– წერს მარიამ ჩიქობავა.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI