მარილის საბადოები და კარდონას ციხესიმაგრე

მარილის-საბადოები-და-კარდონას-ციხესიმაგრე1440X1080

მარილის საბადოები და კარდონას ციხესიმაგრე/ ბაგესის რეგიონში (კატალონია) აუღებელ ციხესიმაგრედ ცნობილ კარდონას ზღუდეებში მოგზაურობა, დროში მოგზაურობას ჰგავს, თავისი ქვის სახლებით და შუა საუკუნეების კოშკით, რომელიც მიუდგომელ ადგილას ააგეს ძლევამოსილი კარდონების ოჯახის ბრძანებით.

საბედნიეროდ, ამ კოშკში შესასვლელად ალყის შემორტყმა აღარ წარმოადგენს დღევანდელ აუცილებლობას, ამიტომ ნებისმიერ ტურისტს შეუძლია მოინახულოს კატალონიის ეროვნული მემკვიდრეობის ეს ნიმუში.

ქალაქის ისტორიული ცენტრი თარიღდება მე-11 საუკუნის პირველი ნახევრით და მისი განაშენიანება მოხდა ციხესიმაგრის გარშემო, რომელიც აგებულია მაღალ ბორცვზე და

რომლის ძირითადი ფუნქციაც წარმოადგენდა თავდაცვით ანკლავს მუსლიმური სამეფოების წინააღმდეგ და იმ გზების დაცვას, რომლებიც კვეთდნენ ძველ კატალონიას.

კარდონას სახლის დიდებულები, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურებად ითვლებოდნენ კატალონიის შუა საუკუნეების ისტორიაში, ისინი ცნობილი იყვნენ როგორც “უგვირგვინო მეფეები”.

კარდონას რეზიდენცია კი, ყველაზე უძლეველად მიიჩნეოდა არაგონის მეფეების შემდეგ, რომლთა პოლიტიკური და ეკონომიკური ძალა-უფლება და მნიშვნელობა ეფუძნებოდა მარილის მაღაროების ექსპლუატაციას.

აღსანიშნავია ის, რომ ეს ციხესიმაგრე იყო ერთ-ერთი ბოლო სტრატეგიული ადგილი, რომელიც აიღეს 1714 წლის სამოქალაქო ომის დროს, ბარსელონას დაცემიდან ერთი კვირის შემდეგ.

ვიზიტის დროს შეგიძლიათ იხილოთ სან ვისენტეს კოლეგიური ეკლესია, კატალონიური ლომბარდული რომანული სტილის შედევრი,

საჰერცოგო სასამართლო და მინიონის კოშკი, რომელიც გთავაზობთ ულამაზეს ხედებს მდინარე კარდენერზე და მარილის ხეობაზე.

რადგან იქვე არსებობს ღამის გასათევიც, შეგიძლიათ ერთი ღამე ისე გაატაროთ, როგორც უძველესი სამეფო ოჯახის წევრმა.

მარილის სამეფო

ამ მიწებზე მარილის ფენა წარმოიქმნა ათასწლეულების წინ, შიდა ზღვის დაშრობის შემდეგ და ეს საკვები მინერალი გამოიყენებოდა ნეოლითის პერიოდიდან 1990-იან წლებამდე.

120 მეტრიანი მარილის მთის გუმბათი, ერთადერთი თვალსაჩინო ნაწილია, რომლის სიღრმეც ორ კილომეტრს აღწევს.

ამჟამად მარილის მაღაროები ფუნქციონირებს როგორც ტურისტული ობიექტი, სადაც სტუმრები გადიან 86 მეტრიან გალერეაში და შეუძლიათ იხილონ მინერალის  უცნაური ფორმები და ფერები, რომლებიც ყოველთვის არ არის თეთრი ფერის და სხვადასხვა ტონებში გადადის.

Minas de sal en Cardona / მარილის საბადო კარდონაში

მარილის მთის კულტურული პარკის ტურში, დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ იქცა ეს ადგილი მე-20 საუკუნეში კალიუმის

მარილის ყველაზე მნიშვნელოვან მაღაროდ მსოფლიოში, გარდა იმისა, რომ გაიარა მისი სამრეწველო გამოყენების რამდენიმე საუკუნე და მიჩნეულია, ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ გეოლოგიურ ადგილად.

ამბობენ რომ მთა დრემდე არ წყვეტს ზრდას და ყოველ ჯერზე ღრმავდება.

ამ მთის ანალოგი მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში გვხვდება როგორიცაა მაგალითად პერუში „las Salineras de Maras“ და მარილის მთა სპარსეთის ყურეში.

აღსანიშნავია ისიც, რომ მარილს ძველ ეპოქაში უდიდესი ღირებულება გააჩნდა.

ესპანურად სიტყვა ხელფასი „salario“ მომდინარეობს ლათინური „salarium“-დან, მარილი. რომაელი ჯარისკაცები თავიანთი მომსახურების საფასურად მარილის ტომრებს იღებდნენ, რომელსაც ისინი „salarium argentum” ანუ მარილის ფულს უწოდებდნენ.

სწორედ აქედან მოდის სიტყვა „ხელფასი“.

თანამედროვე ხელფასის კონცეფცია გაჩნდა მხოლოდ ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ, როდესაც ადამიანებმა დაიწყეს მუშაობა ახლადშექმნილ ქარხნებში.

მეორე ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად გაიზარდა მუშების მოთხოვნილება, რომლებიც მუშაობდნენ დღეში რამდენიმე საათს და იღებდნენ ხელფასს ნაღდი ფულით.

გირჩევთ, რომ ვიზიტის დაგეგმვამდე კარგად გაეცნოთ სამუშაო საათებს რათა მიიღოთ ზუსტი ინფორმაცია, ყველა სანახაობა ღია იქნება თუ არა თქვენთვის სასურველ დღეს, ასევე გირჩევთ, რომ ვიზიტი დაგეგმოთ გიდის მომსახურეობით, რადგან ასე გაეცნობით ძალიან საინტერესო ისტორიულ მოვლენებსაც.

ასევე არსებობს გიდის მომსახურეობა ბავშვებიანი ოჯახებისთვისაც, რომელიც თქვენს მცირეწლოვან ბავშვებს კიდევ უფრო გაახალისებს და საინტერესო კუთხით დაანახებს კარდონას ჯადოსნურ სამყაროს.

ვიზიტის დასაჯავშნად და სამუშაო გრაფიკის სანახავად გადადით ბმულზე 👈

ტარიფები:

ზრდასრულები: 12.50€

მოზარდები: 12-დან 16 წლამდე / 12:00€

ბავშვები: 5-დან 11 წლამდე / 6 €

ბავშვები: 2-დან 4 წლამდე / 3 €

მისამართი:

Oficina de Turisme Avinguda del Rastrillo, s/n | 08261 Cardona | Tel. 93 869 27 98 | oficinaturisme@cardona.cat

წყარო: Patrimonio cultural, Euromus.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI