მეფეების ღამე ბარსელონაში, რომელიც 5 იანვარს იმართება, არის ტრადიცია, რომელიც სიხარულითა და ბედნიერებით ავსებს დიდსა თუ პატარას და საახალწლო დღესასწაულების კულმინაციაა, რომელიც საზეიმო მსვლელობით და საჩუქრებით სრულდება. ჩვენგან განსხვავებით ესპანელების უმრავლესობა საჩუქრებს, არა 31 დეკემრის ღამეს, არამედ მეფეების ღამეს მიიღებს. ეს დღესასწაული განსაკუთრებით ბავშვებს აბედნიერებს.
ალბათ იკითხავთ რას ნიშნავს ეს ღამე? მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ჩვენს გვერდზე გვაქვს განთავსებული სტატიები, შეგახსენებთ, რომ სამი მეფის დღევანდელი მსვლელობა ასახიერებს სამი მოგვის განვლილ გზას ახალშობილი იესოს მოსანახულებლად, რომელსაც საჩუქრები მიართვეს.
2025 წელსაც, ისევე როგორც ყოველ წელს მთელი ესპანეთი და მათ შორის ულამაზესი ქალაქი ბარსელონა, მზადაა დაუვიწყარი მსვლელობისთვის, შთამბეჭდავი კარეტებით, მუსიკითა და ათასობით კამფეტით, რომლებიც ტრადიციულად მარშრუტის განმავლობაში გაიბნევა გზადაგზა.

ღონისძიების დასაწყისი: მეფეების მიღება
ღონისძიება დაიწყება Santa Eulàlia-ს გემზე აღმოსავლეთიდან ჩამოსული სამეფოთა მიღებით, Portal de la Pau-ში, კოლუმბის მონუმენტის გვერდით.
- დრო: 16:30 სთ.
- ცერემონია: ბარსელონას მერი მეფეებს გადასცემს ქალაქის გასაღებს, რაც სიმბოლურად აძლევთ მათ უფლებას, ყველა ოჯახში შევიდნენ და საჩუქრები გაანაწილონ.
მსვლელობა: მარშრუტი და განრიგი
სამეფოთა მსვლელობა დაიწყება 18:00 საათზე parque de la Ciutadella-დან. სადაც წარმოდგენილი იქნება შთამბეჭდავი კარეტები, არტისტები, მუსიკალური ჯგუფები და აკრობატები.
მსვლელობის საზეიმო მარშრუტი:
- 18.00 h. Salida desde el parque de la Ciutadella
- 18.35 h. P.º Colom con Vía Laietana
- 18.55 h. Monumento a Colom
- 19.10 h. Portal de Santa Madrona
- 19.30 h. Av. Paral·lel con rda. Sant Pau
- 19.45 h. Mercado de Sant Antoni
- 20.10 h. Sepúlveda con Comte Borrell
- 20.30 h. Sepúlveda con Entença
- 20.50 h. Av. Reina Maria Cristina
- 21.10 h. Av. Francesc Ferrer i Guàrdia
მსვლელობა დასრულდება Montjuïc-ის მაგიური შადრევნის ტერიტორიაზე, დაახლოებით 21:00 საათზე, სინათლის, მუსიკისა და ჯადოსნური შოუს თანხლებით.
რა გველის მსვლელობის დროს
- თემატური კარეტები:
- მეფეების კარეტები იქნება მსვლელობის სათავეში.
- წარმოდგენილი იქნება კარეტები, რომელიც გამოხატავს ფანტაზიას, ოცნებებს და ოჯახურ ღირებულებებს.
- მუსიკა და გასართობი პროგრამა:
- ცეკვის ჯგუფები, მუსიკოსები და ქუჩის არტისტები იქნებიან ამ ღონისძიების გამფორმებლები, რაც თქვენსა სადღესასწაულო განწყობას შექმნის.
- კამფეტები და სიურპრიზები:
- ათასობით კამფეტი გადანაწილდება დამსწრეებს შორის. წელს კამფეტები იქნება ალერგენებისგან თავისუფალი, ეკომეგობრული შეფუთვებით.
რჩევები დამსწრეებისთვის
- მივიდეთ დროულად: საუკეთესო ადგილები სწრაფად ივსება. სასურველია ადრე მისვლა.
- საზოგადოებრივი ტრანსპორტი:
- მეტროს ხაზები იმუშავებს მთელი ღამის განმავლობაში, მარშრუტთან ახლოს განთავსებული სადგურებით, როგორიცაა Drassanes, Paral·lel და Espanya.
- გამოიყენეთ ღამის ავტობუსები (NitBus) ან საზოგადოებრივი ველოსიპედები საცობების თავიდან ასაცილებლად.
- თბილი ტანსაცმელი: მიუხედავად საზეიმო განწყობისა, ტემპერატურა შესაძლოა დაბალი იყოს.
წელს დამატებული სიახლეები
- უფრო მეტი ხელმისაწვდომი სივრცე:
- მეტი ადგილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
- ჟესტური ენის თარჯიმნები წარმოდგენილი იქნება მარშრუტის სხვადასხვა ნაწილში.
- ინტერაქტიული ტექნოლოგიები:
- მდგრადობა:
- ელექტროენერგიით მომუშავე კარეტები და გადამუშავების მხარდამჭერი კამპანიები.
ტრადიცია, რომელიც ყველას აერთიანებს
ბარსელონაში მეფეების ღამე არ არის მხოლოდ დღესასწაული, ეს არის მაგიური დრო, რომელიც აერთიანებს ოჯახებს და მეგობრებს, სიხარულისა და ჯადოსნური განწყობის ქვეშ. 2025 წელს, ქალაქი გვპირდება ტრადიციის შენარჩუნებას და ახალი სიურპრიზებით გაოცებას. ნუ გამოტოვებთ ამ შთამბეჭდავ დღესასწაულს!
და კიდევ, 6 იანვარი დასვენების დღეა!
იხიდეთ სტატიები მსგავს თემებზე
