ქართული მართვის მოწმობის გადაცვლა ესპანეთში უკვე დაიწყო. სატრანსპორტო სამსახურის ოფიციალურ საიტზე უკვე გამოჩნდა საქართველო, როგორც ესპანეთთან ხელშეკრულებაზე ხელმომწერი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ქართული მართვის მოწმობის შეცვლა ესპანურში. უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს.
აღნიშნული კანონი ეხება მხოლოდ ესპანეთში ლეგალურად მყოფ ქართველ ემიგრანტებს.
ქართული მართვის მოწმობის გადაცვლის, იგივე ჰომოლოგაციის მთავარი პირობაა, რომ თქვენი მართვის მოწმობა აღებული იყოს ესპანეთის რეზიდენციის მოპოვებამდე.
თავდაპირველი ინფორმაციით, ვისაც უკვე ჰქონდა მიღებული ესპანეთის ბინადრობის ნებართვა, რეზიდენციის მიღების შემდეგ კი ჩავიდა საქართველოში და უკვე შემდეგ აიღო ქართული მართვის მოწმობა – „არ გაუცვლიდნენ მართვის მოწმობებს“.
თუმცა, როგორც მოგვიანებით ჩვენთვის გახდა ცნობილი ჯერ კიდევ მიმდინარეობს პროტოკოლის შემუშავება და დიდი ალბათობით ხელმოწერამდე ვისაც უკვე ჰქონდა მართვის მოწმობა, განურჩევლად იმისა მართვის მოწმობა რეზიდენციამდე აიღო თუ შემდეგ, ყველას გაუცვლიან. დიდი ეს მოლოდინი რეალურია (*ჩასწორებული ტექსტი რედ.).
რაც შეეხება გადაცვლის პროცედურას, შესაძლებელია ჩანიშნოთ ვიზიტი ესპანეთის სატრანსპორტო სამსახურის ოფიციალური საიტიდან.
იხილეთ საქართველოს საელჩოს ვიდეო-ინსტრუქციას პროცედურის შესახებ.
თუმცა აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროცედურის გავლა და ვიზიტის დაჯავშნა დიდ პრობლემას წარმოადგენს და მასიური რეგისტრაციებისთვის არ არის ხელმისაწვდომი, რამაც შესაძლოა თვეობით გასტანოს და არ გქონდეთ გარანტირებული შედეგი.
შესაბამისად, ესპანეთში მართვის მოწმობის გადაცვლის პროცესს გაგიმარტივებთ ნათია ქარავას და თამარ ბურდულის გაერთიანებული ოფისი, რომელიც ავტორიზებულია გაგიწიოთ მსაგავსი მომსახურება და შეგიქმნათ კომფორტი, რაც გულისხმობს მთელი ამ პროცედურის განმავლობაში თქვენს მომსახურებას და საჭირო დოკუმენტაციის მოგროვებას.
ამ ეტაპზე, ოფისის მომსახურეობის არეალი განისაზღვრება მხოლოდ ბარსელონას პროვინციაზე.
იმისთვის რომ ბარსელონაში მოქმედმა ოფისმა გაგიწიოთ სასურველი მომსახურება, აუცილებელია თქვენს რეზიდენციის ბარათს, მისამართზე ეწეროს – ბარსელონას პროვინცია.
გაცვლის პირობები:
ქართული მართვის მოწმობა უნდა იყოს გაცემული საქართველოში ესპანეთის რეზიდენციის მოპოვებამდე.
ამ კანონით ისარგებლებენ მხოლოდ ესპანეთის რეზიდენტები, სტუდენტები და ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები (წითელი ბარათი და თეთრი საბუთი).
რეკომენდებულია თქვენ საბუთს ჰქონდეს ვალიდურობა მინიმუმ 12 თვე.
საჭირო საბუთები
პასპორტი, ნიე და მართვის მოწმობა (ყველაფერი მოქმედი). დამატებითი ინფორმაცია სახელმწიფო მოსაკრებელზე (ტასა) და სამედიცინო მოწმობაზე (ფსიხო) ადგილზე გაგაცნობთ.
მომსახურება
ნათია ქარდავა და თამარ ბურდული გთავაზობთ გამარტივებულ მომსახურებას, როგორც დოკუმენტაციის მოპოვების ასევე ადგილზე მიყოლის სერვისით.
საფასური: 380 (სახელმწიფო მოსაკრებელი ცალკე)
თანხას იხდით სრულად, წინასწარ. პროცედურის დაწყებისას ეტაპობრივად გეცნობებათ სიახლეების შესახებ. გეძლევათ დროებითი საბუთი, რომელიც დაგჭირდებათ გადაადგილებისთვის. გადაცვლის ხანგრძლივობა იგვიანებს 3-დან 6-თვემდე.
პირობებზე თანხმობის შემთხვევაში შეგიძლიათ მიხვიდეთ დაბლა მითითებულ მისამართზე
ორშ/პარ – 10:0-დან 16:30-მდე (წინასწარ შეგვითანხმეთ საათი)
კვირას, 6 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში (9-დან 6-მდე) ვიქნებით ადგილზე რომ მიგიღოთ.
სასურველია, რომ ადგილზე მოხვიდეთ უკეთესად რომ გაგაცნოთ ყველა დეტალი.
CALLE CORSEGA, 282, 1º 1ª
Barcelona 08008
Metro Diagonal
Tel. 611680942
Tel. 631023706