მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრები – რვა ნოემბერს რუსთავის ციხიდან „გაუჩინარებული“ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკვე 40 დღეზე მეტია რაც შიმშილობს, რამდენიმე საათიანი ძიების შემდეგ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, გლდანის ციხეში მიაკვლია. სახალხო დამცველმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი აღნიშნულ შენობაში მოტყუებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს.
მოგვიანებით გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც, რომელმაც დადასტურა ფაქტი მისი იძულებით გადაყვანის შესახებ და ის რომ წინააღმდეგობა გაუწია პენიტენციალური სამსახურის თანამშრომლებს, როდესაც გაიგო რომ სინამდვილეში სამოქალაქო ჰოსპიტალის ნაცვლად იგი გლდანის ციხეში გადაყავდათ სადაც არც საჭირო აღჭურვილობაა სამედიცინო დახმარება გაეწიოს და არც მისი სიცოცხლის დაცულობაა გარანტირებული. ასევე ხაზი გაუსვა მასზე განხორციელებული ძალადობისა და შეურაცყოფის შესახებ რომელიც მისი იძულებით გადაყვანის დროს განხორციელდა.
დღეს უკვე 11 ნოემბერს ვრცელდება კადრები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის შესახებ, რომელიც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ 10 ნოემბერს ჩატარებულ სასამართლო პროცესზე პატიმარ მიხეილ სააკაშვილს, არ მიეცა პენიტენციური სამსახურის მიერ საშუალება დასწრებოდა საკუთარ საქმეზე სასამართლო პროცესის განხილვას.
ასევე მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ, განაცხადა, რომ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს ექსპრეზიდენტის უფლებების დასაცავად რის შედეგადაც.
„სტრასბურგის სასამართლოს მიერ სააკაშვილის საქმეს მიანიჭა პრიორიტეტი და მოითხოვა სააკაშვილის შესახებ ყოველდღიურად ინფორმაციის მიწოდება, ასევე სასამართლომ შეახსენა საქართველოს სახელმწიფოს, რომ მის მიერ დარღვეული ნებისმიერი განაწესი სააკაშვილის რეაბილიტაციის, მკურნალობისა და უსაფრთხოების შესახებ მიჩნეულ იქნება კონვენციის დარღვევად“.