მომსახურების სერვისები ესპანეთში და „ასილოს სიტა“

Geo-Point-ის-პრეზენტაცია-მზიასგან1128X853

მომსახურების სერვისები ესპანეთში და „ასილოს სიტა“ – მოგეხსენებათ, ემიგრანტების უმრავლესობა, რომელიც ინფორმაციის დეფიციტს განიცდის, ხვდება გაუგებრობაში და უმეტეს შემთხვევაში მსხვერპლის პოზიციაშია.

ამიტომ ეს სტატია სწორედ ასეთ ასეთი ადამიანების ინფორმირებულობისთვისაა გათვლილი, ამიტომ იმედი მაქვს ამ სტატიას რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გააზიარებს.

ძირითადი მომსახურებები რაც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ეწ. „გუბერნიოში“ ამა თუ იმ სახელმწიფო სერვისების მისაღებად გჭირდებათ, ინიშნება ფოტოზე მოცემული ბმულიდან.

ვიზიტის აღება სრულიად უფასოა, თუკი საკუთარი ძალებით შეეცდებით გადახვიდეთ ბმულზე და შეავსებთ, ამისთვის მთავრია იცოდეთ თუ რა ტიპის ვიზიტი გჭირდებათ და სწორად შეიყვანოთ თქვენი მონაცემები.

ხშირად შეიძლება უბრალოდ არ იყოს თავისუფალი ადგილები და რამდენიმე დღის განმავლობაში მოგიწიოთ ამ პროცესის გამეორება, მაგრამ ვინც ცდილობს გამოსდის.

ასევე ძალიან ხშირად კითხულობენ სოციალურ ქსელებში „ასილოს სიტას“ ვიზიტებს, რომელიც იგივე საიტიდან ინიშნება ეროვნულ პოლიციაში.

ისიც უნდა ავღნიშნოთ რომ ზოგ რეგიონში საერთოდ ამოღებულია ჩაბარებისთვის ვიზიტის „ოპცია“.

იმისთვის რომ მოითხოვონ ქვეყანაში თავშესაფარი უნდა დანიშნოთ SOLICITUD DE ASILO.

წითელი საბუთის განახლებისთვის კი: EXPEDICIÓN/RENOVACIÓN DOCUMENTOS DE SOLICITANTES

ხშირად გავიგებთ ფრაზებს „ჩაბარება“ არ მინდა უბრალოდ მუშაობის უფლება მინდა…

რადგან ეს ძალიან ხშირად დასმული კითხვაა ამიტომ ხაზს გავუსვამ და გეტყვით, რომ ეს ერთიდაიგივე პროცედურაა და ორივე შემთხვევაში ჰქვია – ჩაბარება.

იმისთვის რომ თქვენ ქვეყანაში მოიპოვოთ ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლება პირველ რიგში უნდა ჩაბარდეთ (ეს არაა მოწოდება, პროცესს აღვწერ).

ამისათვის პირველ რიგში ნიშნავთ ვიზიტს  ეროვნულ პოლიციაში სადაც სერიოზული მიზეზით მიდიხართ და იძლევით ინტერვიუს

თქვენი პრობლემის შესახებ რომელიც შეიძლება შეეხებოდეს თქვენი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფის საშიშროებას.

თქვენი მონაყოლი გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით რომ დამაჯერებელი სახე ჰქონდეს იმისთვის რომ „ჩაგიბარონ“.

რა ხდება პოლიციაში ვიზიტის დანიშვნის შემდეგ და რა არის თეთრი საბუთი?!

ინტერვიუს შემდეგ პოლიციაში გაძლევენ „თეთრ საბუთს“ ესაა ჩვეულებრივი ფურცელი სადაც მითითებულია თქვენი პირადი მონაცემები და თქვენთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდი იგივე „ნიეს ნომერი“.

(როგორც წესი ამავე საბუთზეა დატანილი ინფორმაცია როდის უნდა გამოცვლოთ).

და უკვე იწყება თქვენი საბუთების განხილვა სპეციალურ სტუქტურაში…

პირველივე მომენტიდან როდესაც აიღებთ თეთრ საბუთს შეგიძლიათ მოძებნოთ სხვადასხვა ორგანიზაციები და მათგან ითხოვოთ დახმარება სადაც დაგეხმარებიან საკვებით და თავშესაფარით.

თუმცა გამომდინარე არსებული მდგომარეობიდან, ნაკლებად შესაძლებელია საცხოვრებელით დაგაკმაყოფილონ, ამიტომ გიჯობთ წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი და მინიმუმ ოთახის დაქირავებისთვის საკმარისი თანხა იქონიეთ.

რატომ უნდა დაიჭიროთ თადარიგი ოთახისთვის?

რადგან საკმარისი შემოსავლების არქონის გამო ძალიან რთულია ბინის დაქირავება თქვენ კი 6 თვის განმავლობაში ლეგალურად ვერ იმუშავებთ…

პს: ალბათ ახლა იტყვით პოლიციის ვიზიტის გარეშეც ჩაიბარებენ ორგანიზაციებიო, მაგრამ ეს ასე არ არის.

შეიძლება პატარ-პატარა ქალაქებში ერთი ან ორი თვით მისცენ თავშესაფარი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, მაგრამ თუ პოლიციიდან არ მიიტანეს „თეთრი ფურცელი“, ქუჩაში უშვებენ.

რა არის წითელი საბუთი?!

როდესაც თეთრ საბუთს ეწურება ვადა (6 თვე) თავშესაფრის მაძიებელი ხელახლა ნიშნავს ვიზიტს ეროვნულ პოლიციაში და თეთრ საბუთს უცვლიან – წითელში, ამის შემდეგ უკვე გეძლევათ მუშაობის უფლება.

რატომ არის ასე გართულებული „ასილოს ვიზიტები“?!

ქვეყანაში განსაკუთრებით გაზრდილი მიგრაციის გამო ესპანეთი იყენებს ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს, რომ

დაიცვას საზღვრები და შეამციროს ემიგრანტების ნაკადის შემოდინება, რადგან ბოლო წლებში მილიონობით უკრაინელი ლტოლვილი მიიღეს და ქვეყანამ საკუთარი რესურსები ამოწურა.

როდესაც შევდივართ ადმინისტრაციული მომსახურების ვებსაიტზე, იქვე ცალკე განყოფილებადაა გამოტანილი ეროვნულ პოლიციაში

ვიზიტი მხოლოდ უკრაინიდან ჩამოსული დევნილებისთვის, რაც უპირობო პრიორიტეტს ნიშნავს მათთვის და ეს თავისთავად აფერხებს სხვა ქვეყნების აპლიკანტებს.

რა პერსპექტივებია წითელი საბუთების ქონისას?

როგორც წესი, ესპანეთში ვინც უკვე 3 წელია ბინაში ჩაწერილი, შეუძლია სამუშაო კონტრაქტის საფუძველზე მოითხოვოს ბინადრობის

და მუშაობის უფლება მანამდე კი არალეგალურად ცხოვრობს ქვეყანაში რასაც, „ჩაბარებული“ ადამიანი იოლად არიდებს თავს.

ამასობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო პროგრამებით და შეისწავლოთ სხვადასხვა პროფესიები, ესპანური ენა და ბევრად

დააჩქაროთ ინტეგრაციის პროცესი, თუმცა ვისაც იმედი გავთ ეს იოლი გზაა, ეს ასე ნამდვილად არ არის, ამიტომ ყველა გამოწვევისთვის მზად უნდა იყოთ.

ვისაც სურვილი აქვს მიიღოს მომსახურება შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ მაშინ დააწკაპუნეთ აქ და ვიზიტებს პროფესიონალები დაგინიშნავენ 👈

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI